მესამე მეფეთაჲ

თავი I
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53

FS
1,1 და დავით მეფე დაბერდა და მიიწია წესსა ჟამთა [114 v] თჳსთასა და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.
1,2 მაშინ ჰრქუეს მას მოვნათა მისთა: მოვგუაროთ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალწული ერთი მცირე და დადგეს იგი წინაშე მეფისა, და იყოს იგი მისა მოღუაწედ და განატფობდეს მეფესა მარადის.
1,3 და მოიძიეს ქალი ერთი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და პოვეს აბისაკ სომანიტელი ქმნულკეთილი ფრიად და მოიყვანეს მეფისა თანამწოლ და მსახურად.
1,4 და იყო ქალი იგი შუენიერ ფრიად და ატფობდის მეფესა, და მეფემან არა იცოდა მის თანა.
1,5 ადონია აგითასმან აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო ეტლები და მჴედრები და წინამცორვალები ერგასის ოდენ.
1,6 და მამამან არასადა შეჰრისხნა, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ, ანუ რად იქმ მაგას? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო.
1,7 და ზრახვა მისი იყო იოაბის თანა, ძისა შარუასსა, და აბიათარცა მღდელი შემწე იყო მისა.
1,8 და სადუკ მღდელი და ბანეა, ძე იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სემეი და რეი და ძენი ძლიერებისა დავითისნი არა იყუნეს ადონიასა თანა.
1,9 ხოლო იყუნეს ადონიასნი ცხოვარნი, ზროხანი და კრავნი ფრიად ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელ(115 v)იგი არს მახლობელად ჰროგელსა. და უწოდა ყოველთა ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, ყოველსა კაცსა იუდასასა, მსახურთა მეფისათა.
1,10 და ნათან წინაწარმეტყუელსა და ბანეას და ძლიერთა დავითისთა და სოლომონს, ძმასა თჳსსა, არა მიჰხადა.
1,11 და მოვიდა ნათან ბერსაბესა, დედისა სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიესა ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ადონია, ძე აგითაისი. და უფალმან ჩემმან დავით მეფემან არა იცოდა.
1,12 აწ ისმინე სიტყუაჲ ესე ჩემი, რომლითა სცხონდე შენ და ძე შენი სოლომონ.
1,13 და შევედ შენ წინაშე მეფისა და არქუ მას, ვითარმედ: შენ, უფალი ჩემი მეფე, ეფუცე მჴევალსა შენსა ღმრთისა მიმართ და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთაო? და აწ, ესერა, მეფე არს ადონია?
1,14 და ვიდრე შენ მაგას იტყოდი ოდენ, მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცო სიტყუაჲ შენი.
1,15 და შევიდა ბერსაბე წინაშე მეფისა, და მეფე მოხუცებულ იყო ფრიად და აბისაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურად.
1,16 დავარდა ბერსაბე და დამხედ თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მეფემან: რა გიჴმს შენ?
1,17 მიუგო ბერსაბე მეფესა და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა მიმართ ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს შემდგომად ჩემსა და იგი დაჯდესო საყდართა ჩემთა.
1,18 და აწ, ეგერა, ადონია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან მეფემან, არა უწყი.
1,19 და დაუკლავს მას ზროხა და ცხოვარი და ტარიგნი დიდძალი და მიუხადიან ყოველნი ძენი მეფისანი და აბიათარ მღდელი და იოაბ სპასპეტი და სოლომონ, მონა შენი, არა მიხადეს.
1,20 და შენ მიერ თუ არა სიტყუაჲ ესე, უფალო ჩემო მეფე, განცხადებულ იყავნ, ვინ დაჯდეს საყდართა უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა.
1,21 და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან მეფემან, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.
1,22 და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მო-ხოლო-ვიდა ნათან წინასწარმეტყუელი კართა ზედა.
1,23 და უთხრეს დავითს, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე დავითისა და დამხედ თაყვანის-სცა მეფესა.
1,24 და ჰრქუა ნათან: უფალო ჩემო მეფე, შენ ესრეთ ჰბრძანეა, ვითარმედ ჩემსა შემდგომად მეფობდეს ადონია და დაჯდეს საყდარსა ჩემსა?
1,25 რამეთუ შთამოვიდა დღეს და დასწყჳდნა ზროხა და ცხოვარი და კრავები ფრიად, და უხდიან ყოველნი ძენი მეფისანი და იოაბ სპასპეტი შენი და აბიათარ მღდელთმოძღუარი და მთავარნი შენნი, იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხოვნდინ მეფე ადონია!
1,26 და მე, მონა შენი, და სადუკ მღდელთმოძღუარი და ბანეა, ძე იოადისი, და სოლომონ, ძე შენი, არა მიუყვანებიან.
1,27 და შენ მიერ თუ იყო ესე, რასა არა მაუწყე ჩუენ, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შენსა შემდგომად.
1,28 მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.
1,29 ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა.
1,30 რამეთუ, ვითარცა-იგი პირველად ვეფუცე უფალსა ღმერთსა ისრაელისასა, ვითარმედ: სოლომონ, ძე ჩემი, მეფობდეს ჩემსა შემდგომად და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთა, ეგრეცა ვყო დღეს დღე!
1,31 და ბერსაბე დამხედ თაყუანის-სცა მეფესა და თქუა: უკუნისამდე ცხოვნდინ მეფე დავით!
1,32 (117r)და მოუწოდა მეფემან სადუკს მღდელსა და ნათანს წინასწარმეტყუელსა და ბანეას, ძესა იოადისსა, და შემოვიდეს იგინი წინაშე მეფისა.
1,33 და ჰრქუა მათ: წარიყვანენით თქუენ თანა მონანი უფლისა თქუენისანი და აღსჳთ სოლომონ, ძე ჩემი, საჴედარსა ჩემსა და შთავედით გეონად.
1,34 და სცხედ მას მეფედ სადუკ მღდელმან და ნათან წინასწარმეტყუელმან ყოველსა ზედა ისრაელსა და იუდასა, და ნესტუსა დაჰბერეთ და თქუთ: უკუნისამდე ცხოვნდინ მეფე სოლომონ!
1,35 და აღმოვედინ აქავე და თქუენ მის თანა. და შემოვიდეს იგი და დაჯდეს იგი საყდართა ჩემთა და იგი მეფობდეს ჩემ წილ და მას მივსცე ბრძანება, რათა მეფობდეს იგი ყოველსა ზედა იუდასა და ისრაელსა.
1,36 სიტყუად იწყო ბანეა, ძემან იოადისმან, მეფისა და ჰრქუა: იყავნ ეგრე, და დაამტკიცა უფალმან ღმერთმან სიტყუა უფლისა ჩემისა მეფისა.
1,37 და ვითარცა იყო უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა მეფისა თანა, ეგრეცა სოლომონის თანა. და დაამტკიცენ საყდარი მისი. ვითარცა დაამტკიცა უფალმან [v] საყდარი შენი, უფლისა ჩემისა მეფისა დავითისი.
1,38 და შთავიდა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ქერეთი და ოფელეთი და აღსვეს სოლომონ ზედა საჴედარსა მეფისა დავითისასა და შთავიდეს გეონად.
1,39 და მოიღო სადუკ ამპოლი ზეთისა კარვით და სცხო სოლომონს და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუა ყოველმან ერმან: უკუნისამდის ცხოვნდინ სოლომონ მეფე!
1,40 და მსახურნი იგი მეფისანი სცემდეს ნესტუსა და როკვიდეს და ძნობდეს წინაშე მეფისა და იხარებდეს სიხარულითა დიდითა. და ოხრიდა ქუეყანა ჴმითა მით ღაღადებისათა.
1,41 და ესმა ადონიას და ყოველსა ერსა, რომელ-იგი მის თანა იყო, და დასცეს შვება იგი მათი. და ესმა იოაბს და თქუა: რა არს ჴმაჲ ესე ოხრისა ქალაქსა ამას შინა?
1,42 და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მო-ხოლო-ვიდა იონათან, ძე აბიათარ მღდელთმოძღურისა, და ჰრქუა მას ადონია: შემოვედ შინა, რამეთუ კაცი კეთილი ხარ და სიტყუა კეთილი მოგაქუს.
1,43 მიუგო იონათან და ჰრქუა ადონიას: უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, მეფედ დაადგინა სოლომონ.
1,44 და მიავლინა მის თანა სადუკ მღდელი და ნათან წინასწარმეტყუელი და ბანეა, ძე იოადისი, და ქერეთი და ოფელეტი, და აღსუეს იგი(118r) საჴედარსა მეფისასა.
1,45 და სცხეს მას მეფედ სადუკ მღდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან გეონსა შინა და აღმოვიდენ მუნით სიხარულით, და ოხრიდა ქუეყანა განცხრომით; ესე იგი ჴმა არს, რომელი გესმოდა თქუენ.
1,46 და დაჯდა სოლომონ საყდართა მათ მეფისათა.
1,47 და შევიდა ერი იგი და აკურთხევდეს უფალსა ჩუენსა დავითს და ჰრქუეს მას: დიდებულ-ყავნ უფალმან სახელი ძისა შენისა სოლომონისი უფროს სახელისა შენისა და აღამაღლენ საყდარი მისი უფროს საყდრისა მაგის შენისა. ვითარცა ესმა ესე მეფესა, თაყუანის-სცა ცხედართა თჳსთა ზედა.
1,48 და ესე თქუა მეფემან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მომცა მე დღეს ნაშობისაგან მუცლისა ჩემისა დაჯდომად საყდართა ჩემთა და მიჩუენა თუალთა ჩემთა მხილვარეთა.
1,49 და ვითარცა ესმა ესე მათ ყოველთა, განკრთეს და აღდგეს ყოველნი, რომელნი პურად სხდეს ადონიასა თანა, და წარვიდეს თჳთოეულად გზასა თჳსსა.
1,50 და ადონიას შეეშინა სოლომონ მეფისაგან, აღდგა და შევიდა კარავსა მას უფლისასა და მოეხჳა საკურთხეველსა მას უფლისასა და თქუა: მეფუცენ მე სოლომონ მეფე [v], რათა არა მომკლას მონა ესე მისი მახჳლითა.
1,51 და უთხრეს სოლომონს, ვითარმედ: შეეშინა ადონიას მეფისაგან და მოხუეულ არს საკურთხეველსა უფლისასა და იტყჳს: მეფუცენ მე დღეს მეფე სოლომონ, რათა არა მომკლას მახჳლითა მონა ესე თჳსი.
1,52 მიუგო სოლომონ და ჰრქუა: უკუეთუ ბრძენ იყოს იგი სიტყჳთა და მართალი დგეს ჩემ თანა, არა მოკუდეს იგი, უკუეთუ ბოროტი რამე ყოს ჩემ თანა, მოკუდეს.
1,53 და მიავლინა მეფემან სოლომონ მოციქულნი და მოიყვანეს ადონია საკურთხეველისა მისგან და შევიდა ადონია წინაშე მეფისა და თაყუანის-სცა მას. და ჰრქუა სოლომონ: გუალე, მივედ სახიდ შენდა!

თავი II
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 35a 35b 35c 35d 35e 35f 35g 35h 35i 35k 35l 35m 35n 35o 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46

FS
2,1 და მოვიდეს დღენი სიკუდილისა დავითისნი და ამცნო ძესა თჳსსა სოლომონს და ჰრქუა:
2,2 მე მივალ გზასა ყოველთა კაცთასა, ხოლო შენ განძლიერდი და იყავ მამაკაც ძლიერ.
2,3 და დაიცვენ გზანი უფლისა ღმრთისა ისრაელისანი, რათა ხჳდოდი ყოველთა ბრძანებათა მისთა და სამართალთა [119 r] მისთა და წამებათა მისთა, რომელ-იგი წერილ არიან შჯულსა მას მოსესსა, რათა წარგემართოს ყოველი, რასაცა იქმოდი და რასაცა მიჰხედო,
2,4 რათა დაამტკიცოს უფალმან ყოველივე სიტყუაჲ იგი, რომელსაცა მეტყოდა მე და თქუა: უკუეთუ დაიმარხნენ შვილთა შენთა გზანი ჩემნი და ვიდოდიან წინაშე ჩემსა ჭეშმარიტებითა, არა მოვაკლო ნაშობი შენი საყდართა შენთა და ძეთა შორის ისრაელისათა.
2,5 და აწ შენ თჳთ უწყი, რა მიყო მე იოაბ, ძემან შარუელისმან, და რა-იგი უყო ორთა მათ ერისთავთა ისრაელისათა: აბენეზერს, ძესა ნერისსა, და ამესას, ძესა მას იეთერისსა, ერისთავსა მას იუდასასა, რამეთუ მოსწყჳდნა იგინი და იძია სისხლი ღუაწლისა ჟამსა მშჳდობისასა და დასთხია სისხლი უბიწო ცხორებათა შინა თვსსა და ჴამლთა მისთა, რომელ ესხნეს ფერჴთა მისთა.
2,6 აწ ყავ შენ მისთჳს სიბრძნითა შენითა და ნუ შთაავლინებ სიბერესა მისსა მშჳდობით ჯოჯოხეთა.
2,7 და ძეთა ბერზელის გალაადელისათჳს ყავ წყალობა და პურისმტე-ყვენ იგინი ტაბლასა შენსა, რამეთუ ესე ფრიად მსახურებდა წინაშე ჩემსა, რაჟამს ვივლტოდე მე პირისაგან აბესალომისა, ძისა ჩემისა.
2,8 და სემეი, ძე გერასი იემენელისა, რომელი ბავრიმეველი იყო, იგიცა მწყევდა მე წყევასა სიმწარისასა დღესა მას, რომელსა წარმოვიდოდე მე მეოტებით ბანაკითურთ და მომეგებვოდა მე კიდედმდე იორდანისა. და ვეფუცე მას უფალსა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.
2,9 ხოლო შენ ნუ განამართლებ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარი შენ და გულისხმა-ყო, რა უყო მას და შთაჴადო სიბერე მისი სისხლით ჯოჯოხეთა.
2,10 და დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა თჳსსა.
2,11 და რიცხჳ დღეთა დავითისთა, რაოდენ მეფობდა ისრაელსა ზედა, ორმეოც წელ, რამეთუ ქებრონს მეფობდა შჳდ წელ და იერუსალემს მეფობდა, ყოველსა ზედა ისრაელსა, ოცდაცამეტ წელ.
2,12 და სოლომონ დაჯდა საყდარსა დავითის, მამისა თჳსისასა, და იყო იგი ათორმეტისა წლისა და განემზადა მეფობა მისი ფრიად.
2,13 და შევიდა ადონია, ძე აგითასი, ბერსაბესა, დედისა სოლომონისა და თაყუანის-სცა მას. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობითა შემოსლვა შენი? და მან თქუა: მშჳდობით.
2,14 და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე.
2,15 და ჰრქუა მას: შენ იცი, რამეთუ ჩემი იყო მეფობა და ჩემ ზედა იყო პირი ყოვლისა ისრაელისა მეფობად და იქცა მეფობა და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო.
2,16 და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. და ჰრქუა ბერსაბე: იტყოდე.
2,17 და ჰრქუა მას: არქუ სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარემიიქციოს პირი მისი შენგან და მომეცინ მე აბესაკ სომანიტელი ცოლად.
2,18 და ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ და მე ვეტყოდი მეფესა შენთჳს.
2,19 და შევიდა ბერსაბეე მეფისა სოლომონისა სიტყუად მისა ადონისათჳს. და ზე აღდგა მეფე სოლომონ (120r) და მიეგებვოდა დედასა თჳსსა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა. და დაუგეს საყდარი დედასა მეფისასა და დაჯდა მარჯუენით მისა.
2,20 და ჰრქუა ბერსაბე: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქუა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.
2,21 და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.
2,22 მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად, რამეთუ ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მიუთხოვე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.
2,23 და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.
2,24 და აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმამზადა მე და დამსუა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და (121r) ყო სახელი ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოკუდეს ადონია.
2,25 და წარავლინა სოლომონ მეფემან ჴელითა ბანეას, ძისა იოადისითა, და მოკლა ადონია მას დღესა შინა.
2,26 და აბიათარს მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს. და არა მოგაკუდინო შენ დღეს, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.
2,27 და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას ჰელისასა სელომს შინა.
2,28 და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისსა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კუალსა ადონიასსა და არა კუალსა სოლომონისსა. და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.
2,29 და უთხრეს სოლომონს და (121r) ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და, აჰა, მობმა-უყოფიან რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რა გექმნა შენ, რამეთუ შეივლტოდე საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მივივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძე იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაფალ იგი.
2,30 და მივიდა ბანეა, ძე იოადისი, იოაბისათჳს კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფე: გამოვედ! და ჰრქუა იოაბ: არა გამოვიდე ამიერ, არამედ აქავე მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძე იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მიმიგო.
2,31 ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა, და მოკალ და დაჰფალ იგი და აღვჴოცო დღეს სისხლი იგი, რომელსა დასთხევდა იოაბ მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.
2,32 მიაქცია უფალმან სისხლი იგი მისი უსამართლო თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეემთხჳა (122r) ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა და მოსწყჳდნა იგინი მახჳლითა და მამამან ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი: აბენერ, ძე ნერისი, ერისთავი ისრაელისა და ამესა, ძე იეთერისი, ერისთავი იუდასი.
2,33 და დაკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისა უკუნისამდე და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობა უკუნისამდე უფლისა მიერ.
2,34 და აღჴდა ბანეა, ძე იოადისი, და შეემთხჳა მას და მოკლა იგი და დაფლა იგი საფლავსა მას უდაბნოსასა.
2,35 და მისცა მეფემან სოლომონ ბანეა, ძე იოადისი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობა წარემართებოდა.
2,35a და მისცა უფალმან მეცნიერება სოლომონს და სიბრძნე დიდად ფრიად და სივრცე გულისა, ვითარცა ქვიშა ზღვის კიდისა.
2,35b და განამრავლდა მეცნიერება სოლომონისი უმეტეს სიბრძნისა ნაშობთა მათ პირველთასა და უმეტეს (v) სიბრძნისა ეგჳპტელთასა.
2,35c და მოიყვანა სოლომონ ასული ფარაოსი ცოლად თჳსა და შეიყვანა იგი ქალაქსა მას დავითისსა აღსრულებადმდე საქმედ სახლისა მის თჳსისა და პირველ სახლისა მის უფლისა. და ზღუდე იგი იერუსალემისა გარემო შჳდ წელ ქმნა და აღასრულა.
2,35d და იყვნეს სოლომონისა სამეოცდაათ ათას მოტუირთე და ოთხმეოც ათას ქვის მჴდელნი მთათა.
2,35e და ქმნა სოლომონ ზღვა იგი და სამყარონი და ავაზანნი იგი დიდნი და სუეტნი იგი და წყლითგარდამოსაქნელნი იგი ეზოსანი და აღასრულა სიმაღლე იგი შებრძჳნვით და განწვალა ქალაქი იგი დავითისი.
2,35f და მაშინ ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელ-იგი უშენა მას, და მაშინ აღასრულა თავად.
2,35g და სოლომონ შესწირავნ წელიწადსა სამგზის თავსნიერთა საკუერთხთა ზედა საკურთხეველსა მას, რომელ-იგი უშენა უფალსა, და უკუმევნ საკუმეველსა წინაშე უფლისა და აღასრულა ტაძარი იგი.
2,35h და ესე არიან მთავარნი ზედადგომელნი საქმისა მის (123r) სოლომონ მეფისანი: სამ ათას და შჳდას საქმისმაწუეველნი ერსა მას ვზედა, რომელნი იქმოდეს საქმესა მას.
2,35i და აღაშენა ასუდი და მაგდო და გაზერი და ბეთრონი, ანო და ბალდადი.
2,35k ხოლო ესე შამდგომად სახლისა უფლისა და ზღუდისა მის იერუსალემისა გარემოაშენა ქალაქი ესე.
2,35l და ცხორებასავე თჳსსა ამცნო დავით სოლომონს და ჰრქუა: აჰა, შენ თანა არს სემეი, ძე გერასი, ძისა იემინესი გაბათით.
2,35m მან მწყევა მე წყევა სალმობიერი დღესა მას, რომელსა განვიდოდე მე ვბანაკთა.
2,35n და იგი დამოვიდოდა შემთხუევად ჩემდა იორდანესა ზედა. და ვეფუცე მას უფლისა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.
2,35o და აწ ნუ უბრალო ყოფ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარ შენ და გულისჴმა-ყავ, რა უყო მას, და შთაავლინო სიბერე მისი ჯოჯოხეთა.
2,36 და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის, ძესა გერასსა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდა სახლი იერუსალემს და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხუალ მუნით.
2,37 და იყოს (v) დღესა მას გამოსლვისა შენისასა და თუ წიაღჰჴდე ნაღუარევსა მას კედრონისასა, უწყებით უწყოდე, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.
2,38 და ჰრქუა სემეი მეფესა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო მეფე, ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემეი იერუსალემს შინა სამ წელ.
2,39 და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდეს ორნი მონანი სემეისნი და მივიდეს ანქუშისა, ძისა მაქიასა, მეფისა გეთელთასა და უთხრეს სემეის და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.
2,40 და აღდგა სემეი და დაასხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთდ ანქუშისა, მეფისა გეთელთასა, თხოვად მონათა მათ თჳსთა. და მივიდა სემეი და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი გეთით.
2,41 და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემეი იერუსალემით გეთდ და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.
2,42 და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის (124r) და ჰრქუა: არა გაფუცე შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქმა და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალემით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე. და მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ მესმა.
2,43 და აწ რად არა იმარხე ფიცი იგი უფლისა და მცნება იგი, რომელ გამცენ?
2,44 და ჰრქუა მეფემან სემეის: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტე შენი, რომელ უწყის გულმან შენმან, რაოდენ რა უყავ დავითს, მამასა ჩემსა, და მიგაგო უფალმან უკეთურება იგი შენი თავსა შენსა.
2,45 და მეფე სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი ჰგიეს წინაშე უფლისა უკუნისამდე.
2,46 და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისსა, და განვიდა და მოკლა იგი. და მოკუდა სემეი.

თავი III
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28

FS
3,1 დამტკიცებასა მეფობისა მის სოლომონისა, მზახობა-ყო სოლომონ ფარაოს მიმართ მეფისა მის ეგჳპტელთასა. და მოითხოვა ასული იგი მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის თჳსისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალემისა.
3,2 უკმევდა ერი იგი საკმეველსა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა შენებულ იყო ტაძარი იგი სახელისა უფლისა მიმუნდღედმდე.
3,3 და შეიყუარა სოლომონ უფალი სლვად მცნებათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, ხოლო მაღალთა ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლსა და უკმევდა საკმეველსა.
3,4 და აღდგა და წარვიდა მეფე გაბაონად შეწირვად მუნ,რამეთუ იგი უმაღლეს და უდიდებულეს არს და ათასი მსხუერპლი შესწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონსა.
3,5 და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რა შენ თხოვა თავისა შენისა.
3,6 და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა დავითის, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებით გულისათა შენდამი. და დაუმარხე მას წყალობა ესე დიდი - დაჯდომად ძე მისი საყდარსა მისსა, ვითარცა-ესე დღეს დღე.
3,7 და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა და გამოსულა ჩემი.
3,8 და მონა შენი შორის ერსა შენსა არს, რომელ გამოირჩიე ერი შენი სიმრავლითა ურიცხუ, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.
3,9 და მისცე მონასა შენსა გული გულისჴმისყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისჴმისყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა ამის შენისა მძიმისა.
3,10 და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუა ესე.
3,11 და ჰრქუა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუა ესე ჩემგან და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვენ თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისჴმისყოფა სმენად სიმართლისა,
3,12 აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არავინ იყო უწინარეს შენსა (125v) და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.
3,13 და რომელღა არა ითხოვე, მი-ვე-გცე შენ, და სიმდიდრე და დიდება, შენვითარი არავინ იყოს მეფეთა შორის შენებრივ.
3,14 და უკუეთუ ხჳდოდი გზათა ჩემთა დამარხვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, განვაგრძვნე დღენი შენნი.
3,15 და განიღჳძა სოლმონ და იყო ჩვენება და აღდგა და შევიდა იერუსალემად და წარდგა წინაშე საკურთხეველსა, რომელ-იგი იყო წინაშე პირსა კიდობნისა შჯულისა უფლისა სიონს შინა. და შეწირა მსხუერპლი დასამშჳდებელი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისა და ყოველთა მონათა მისთა.
3,16 მას ჟამსა წარმოდგეს სოლომონ მეფისა ორნი დედანი მეძავნი და დადგეს წინაშე მისა.
3,17 და თქუა ერთმან მან დედაკაცმან: ჩემდა მოიხილე, უფალო! მე და დედაკაცი ესე ვიყოფოდეთ სახლსა ერთსა და ვშევით სახლსა მას შინა.
3,18 და იყო, მესამესა დღესა შობითგან ჩემით შვა დედაკაცმან ამან ძე და ვიყვენით სახლსა მას შინა ორნივე ჩუენ ხოლო და სხუა არავინ იყო ჩუენ თანა (126r) სახლსა მას.
3,19 და მოკუდა ძე იგი ამის დედაკაცისა ღამე, რამეთუ დააწვა მას ზედა.
3,20 და აღდგა შუაღამეს ოდენ და მიმპარა ყრმა იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა. და დააძინა უბესა თჳსსა და ყრმა იგი მისი მომკუდარი შემოაწვინა უბესა ჩემსა.
3,21 და აღვდეგ, რათამცა ვაწოე ყრმას მას ჩემსა, და იგი იყო მომკუდარ. და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმა იგი ჩემი, რომელ მეშვა მე.
3,22 და სხუაჲ იგი დედაკაცი ეტყოდა: არა, ესე ჩემი არს და ცოცხალ არს, მომკუდარი იგი არს შვილი შენი. და ერთმან მან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი ეგე - ჩემი (23 s) და ესე წართქუეს წინაშე მეფისა.
3,23 და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი ესე არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს? და შენ იტყჳ: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს?
3,24 და თქუა მეფემან: მომართუთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა.
3,25 და თქუა მეფემან: განკუეთეთ (126v) ყრმა იგი მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი - მას.
3,26 მიუგო დედაკაცმან მან, რომლისა იყო ყრმა იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა, რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა მას თჳსსა, და თქუა: ჩემდა მოიხილე, მეფე! მიეცით მაგას ყრმა იგი ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ. და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცა - მაგისა, განკუეთეთ ორგან!
3,27 მიუგო მეფემან და თქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმა ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: მიეცით ეგე მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ, რამეთუ ეგე არს დედა მაგისი.
3,28 და ესმა ყოველსა ისრაელსა საშჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ სიბრძნე ღმრთისა არს მის თანა ყოფად სიმართლისა.

თავი IV
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

FS
4,1 და იყო მეფე სოლომონ მეფედ ისრაელსა ზედა.
4,2 და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარია, ძე სადუკისი, მღდელი.
4,3 ელიაბ და აქია, ძენი სისასნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ(127r), ძე აქილიდისი, ზედამდგომელი მოსაჴსენებელთა.
4,4 და ბანეა, ძე იოადისი, სპასპეტი და სადუკ და აბიათარ მღდელნი.
4,5 და აზარია, ძე ნათანისი, ზედა საქმისმაწუეველთა და ზაბოთ, ძე ნათანისი, მღდელი - საყუარელი მეფისა.
4,6 და აქიელ მოღუაწე და ელიაბ, ძე იოასისი, ერსა ზედა და ადონირამ, ძე ედრამისი - ხარკთა ზედა.
4,7 და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაელსა ზედა მოღუაწად და წინამძღურად და როჭიკის მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა (როჭიკისა მიცემა) თჳთო თჳთოს თუესა მას.
4,8 და ესე არიან სახელები მათი: ბენიამენ, ძე იოვრასი, მთისაგან ეფრემისა.
4,9 ძე რექაბისი მაქმასს და ზალამინს და ბეთსამუს და ედომს ვიდრე ბეთნადმდე.
4,10 მაქირ, ძე ექორებისი, ბეთნამს, ლუზას და ამექსას და ფარაქიმს.
4,11 * ანადაბს და მათსასას და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ ასული სოლომონისი იყო ცოლად მისა.
4,12 ბაქსას, ძე აქაბისი, ეთამს და მაგედონს და ყოველთა მათ მკჳდრთა სასართანისთა ქუეაღ (!) ეზრაესსა ბეთსანითგან ვიდრე აბელმაულდმდე და მაებერდამდე.
4,13 * ოკამ, ძე გამერისი, გალადიტელისა, მისი იგი ნაწილი ჰრაგაბანს ბასანს სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შეზღუდვილი და მოქლონები რვალისა.
4,14 აქინადაბ, ძე აქაბისი, მაქილამს.
4,15 აქიმას - ნეფთალიმს და მან მოიყვანა ბასემათ, ასული სოლომონისი ცოლად;
4,16 ბანეა, ძე ქუსისი, ქუეყანასა გალაადისასა.
4,17 (18) სამმა, ძე ჰელასი, ქუეყანასა მას ბენიმენისსა.
4,18 (19) გამერ, ძე სადადესი, ქუეყანასა მას გადისსა, ქუეყანასა მას სეონისსა, მეფესა მას ზედა ესებონისასა და ოგს, მეფესა მას ზედა ბასანისასა, და ნასიბ ქუეყანასა მას იუდასსა.
4,19 (17) იოსაფატ, ძე ფარასუქისი, ისაქარს.
4,20 (7) და მსახურებდეს სოლომონ მეფესა, რომელნი დაედგინნეს ჴელმწიფენი, ყოვლითავე, რა განწესებულად იყო ტაბლად სამეუფოდ, კაცად-კაცადი თთუესა თჳსსა და არა გარდააქცევდეს სიტყუასა.
4,21 (8) და ქრთილი და ბზე საჴედართათჳს და საეტლეთათჳს მოაქუნ ადგიდ, სადაცა არნ მეფე, კაცად-კაცადი საბრძანებელით თჳსით.
4,22??? (21a) და ისრაელი ურიცხუ იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა სიმრავლითა (128r), ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს.
4,23 (21b) და სოლომონ უფლებდა შარავანდედთა მათ ზედა მდინარითგან ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა ვიდრე საზღვრადმდე ეგჳპტისა და მოართუმიდეს ძღუენსა და ჰმონებდეს სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
4,24 (2) და ესე როჭიკი იყო სოლომონისი, - დღესა შინა ოცდაათი სათუელი სამინდო და ორმოცი სათუელი ფქვილი გერმაკი.
4,25 (3) და ათი ზუარაკი და ოცი ფური და ასი ცხოვარი და ნადირი, - ირემი და ქურციკი და რჩეულ-რჩეული მფრინველთა.
4,26 (4) რამეთუ ჴელმწიფე იყო ყოველსა ზედა წაიღ მდინარით თაფსაით ვიდრე გაზადმდე ყოველსა მას მეუფებასა, ვიდრე წიაღ მდინარედმდე. და იყო მისა მშჳდობაჲ ყოველთაგან გარემოთა.
4,27 (24a) დამკჳდრებულ იყო იუდა და ისრაელი სასოებით კაცად-კაცადი ვენაჴსა თჳსსა და ლეღოვანსა, ჭამდეს და სუმიდეს დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე ყოველთა დღეთა სოლომონისთა.
4,28 (24b) და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი საეტლეთა და ათორმეტი ათასი (128r) საჴედართა.
4,29 (2) და მისცა უფალმან სოლომონს სიბრძნე და მეცნიერება დიდად ფრიად და გულისჴმის-ყოფა ვითარცა ქჳშა ზღჳსა.
4,30 () და განმრავლდა სიბრძნე სოლომონისი უფროს წინანდელთა კაცთასა და უმეტეს მეცნიერთა ეგჳპტისათა.
4,31 () და განბძნდა უფროს ყოველთა კაცთა და უბრძნე ეთამ იზრაიტელისა და ზამბრისა და ეთამისა და ქალქაკისა და დარდაესა, ძეთა მალაისათა, და იყო სახელოვან ყოველთა თესლთა გარემოთა.
4,32 () და თქუა სოლომონ სამ ათასი იგავი და იყვნეს ქებანი მისნი ხუთ ათას.
4,33 () და თქუა ძელთათჳს ფიჭუთაგან ლიბანისათა მიჯეჯლადმდე, რომელ ზღუდესა ზედა აღმოსცენდის, და თქუა პირუტყუთათჳს და მფრინველთათჳს და თევზთათჳს.
4,34 () და მოვიდოდეს ყოველნივე ნათესავნი სმენად სიბრძნისა მის სოლომონისა და მოართუმიდეს ძღუენსა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი.

თავი V
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18

FS
5,1 და მოუვლინა ქირამ, მეფემან ტჳროსისამან, მონანი თჳსნი სოლომონს (129r), რამეთუ ესმა, ვითარმედ სცხეს სოლომონს მეფედ დავითის წილ, მამისა თჳსისა, რამეთუ ჰყუარობდა ქირამ დავითს ყოველთა დღეთა.
5,2 და მიავლინა სოლმონ ქირამისა და ჰრქუა:
5,3 შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ გარემო იყვნეს მისსა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა.
5,4 და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა.
5,5 და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნაშობი შენი, რომელ მივსცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა.
5,6 და აწ ბრძანე და კაფონ ძელი მონათა შენთა ლიბანეს. და, აჰა, მონანიცა ჩემნი მოვიდეს მონათა შენთა თანა და ნაშრომი მონათა შენთა მიგცე შენ ყოველივე, რაცა სთქუა. შენ თჳთ უწყი, რამეთუ არა არს აქა კაც, რომელმააცა (129v) იცოდა კაფა ძელისა, ვითარ-ეგე სიდონელთა.
5,7 და იყო, ვითარცა ესმა სიტყუა ესე სოლმონისი ქირამს, განიხარა ფრიად და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომელმან მისცა დავითს შვილი ბრძენი ერსა ამას ზედა დიდსა.
5,8 და მიალინა ქირამ სოლომონისა და ჰრქუა: მესმა ყოველივე, რა გებრძანა ჩემდა, მე ვყო ნება შენი: ფიჭჳ და ნაძჳ.
5,9 მონათა ჩემთა გარადამოიღონ ლიბანით ზღჳს კიდედ და შევდგა ტივეულად და მოვიღო ზღჳთ და მივაწიო ადგილად, სადაცა ჰბრძანო შენ. და შენ მოიღო და ჰყო ნება ჩემი და სცე პური სახლსა ჩემსა.
5,10 და უძღუნებდა ქირამ სოლომონს ფიჭუსა და ნაძუსა და ყოველსა ნებასა მისსა.
5,11 და სოლომონ სცის ქირამს ოც ათას სათუელი იფქლი და ოც ათას საწყაული ზეთი. ამას მისცემდა სოლომონ ქორამს წლითი წლად.
5,12 და უფალმან მისცა სიბრძნე სოლომონს, ვითარცა აღუთქუა მას, და იყო მშჳდობა შორის ქირპამისა და სოლომონისა და აღთქუმა-ყვეს ურთი(130r)ერთას.
5,13 და გამოიყვანა მეფემან სოლომონ მოქმედი ყოვლისაგან ისრაელისა და იყო მოქმედი იგი ოცდაათ ათას მამაკაც.
5,14 და განაწესა მიმავალი ლიბანედ: ათი ათასმან თთუე ერთი დაყვის ლიბანეს, ორ თთუე - სახლსა თჳსსა და ადონირამ იყო მოქმედსა მას ზედა.
5,15 და იყო სოლომონისი მოტჳრთე სამეოცდაათ ათას და ოთხმეოც ათას ქვისმჴდელნი მთასა შინა.
5,16 და უხუცესნი მბრძანებელნი, რომელ დაედგინნეს სოლომონს ზედა საქმესა მას მოძღურად, სამ ათას და ხუთას ზედა ერსა მას მოქმედსა.
5,17 და უბრძანა მეფემან და მოიხუნეს ლოდნი დიდნი ქვათა მათგან პატიოსანთა საძირკუველად ტაძრისა მის, ქვანი გამოუკუერველნი.
5,18 და გამოკუერნეს ძეთა მათ სოლომონისთა და ძეთა მათ ქირამისთა და ბიბლელთა და დაამზადეს ძელი და ქვა საშენებელად ტაძრისა მის სამ წელ.

თავი VI
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37

FS
6,1 და იყო, წელსა მას ოთხას და მეორმოცესა შემდგომად გამოსლვისა მის ძეთა ისრაელისათა ქუეყანით ეგჳპტით, წელსა მეოთხესა, თთუესა მეორესა, (v) სუფევასა სოლომონ მეფისასა ისრაელსა ზედა, იწყო საქმედ ტაძრისა მის უფლისა.
6,2 და ტაძარი იგი, რომელ აღუშენა სოლომონ მეფემან უფალსა, სამეოც წყრთა სიგრძე მისი და ოც წყრთა სივრცე მისი და ოც წყრთა სიმაღლე მის ტაძრისა.
6,3 და კამარა ერთი პირისპირ მის ტაძრისასა - ოც წყრთა სიმაღლე მისი სწორად სიმაღლისა მის ტაძრისასა და ათ წყრთა - სივრცე მისი პირისპირ ტაძრისა მის. და აღაქმნა და აღასრულა ტაძარი იგი.
6,4 და უქმნნა ტაძარსა მას სარკუმელნი კანკლედნი დაფარულნი.
6,5 და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას მის ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლისკედელი გარემო კედელთა მათ.
6,6 კედელი იგი შინაგანი - ხუთ წყრთა სივრცე მისი და კედელი იგი მეორე - ექუს წყრთა სივრცე მისი და მესამისა მის - შჳდ წყრთა სივრცე მისი. და განმარტა მოტიხრვით გარემო ზღუდეთა მათ ტაძრისათა, რათა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა.
6,7 და აღიშენა ტაძარი იგი ქვითა უთლელითა (131r) და ჴმა მურჭისა და რკინისა ყოვლადვე არა ისმა შენებასა მას ტაძრისასა.
6,8 და ბჭე გუერდით შინაგან მარჯუენით მჴარსა მას მის ტაძრისასა და აღსავალი მისი გარემოთ საშუალადმდე, საშუალითგან ვიდრე მესამედ სართულადმდე.
6,9 და აღაქმნა ტაძარი იგი და აღასრულა და განარჩუნა ტაძარი იგი ფიცრითა შედგმულითა და ძელითა ფიჭჳსათა.
6,10 და აღაშენა კედელთა მათ თანა მის ტაძრისათა სუეტებქუეშე კამარათა მათ ხუთ წყრთა სიმაღლით და აღრჩუნნა სუეტნი იგი ძელითა ფიჭჳსათა.
6,11 და იყო სიტყუაჲ უფლისა სოლომონის მიმართ და თქუა:
6,12 სახლსა მაგას, რომელსა მიშენებ მე, უკუეთუ ბრძანებითა ჩემითა ხჳდოდი და სამართალნი ჩემნი ჰყვნე და დაიცვნე ყოველნი მცნებანი ჩემნი სლვად მათ შინა, და დავამტკიცნე სიტყუანი ჩემნი შენ თანა, რომელსა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა.
6,13 და დავემკჳდრო შორის ძეთა ისრაელისათა და არა უგულებელს-ვყო ერი ჩემი ისრაელი.
6,14 და ქმნა სოლომონ ტაძარი იგი და აღასრულა.
6,15 და (v) აღრჩუნნა კედელნი იგი მის ტაძრისანი ძელითა ფიჭჳსათა იატაკითგან ვიდრე თავადმდე და ვიდრე მოსლებადმდე და მორჩუნა ძელითა შინაგან და განრჩუნა შინაგანი გუერდი ერთი ტაძრისა მის ძელითა ნაძჳსათა.
6,16 და შემოაქმნა ტაძარსა მას გუერდი ერთი - ოც წყრთა სიმაღლე მისი იატაკითგან ვიდრე მოსლადმდე და შემოაქმნა კედელი დაბირსა წმიდასა მას წმიდათასა.
6,17 ორმეოც წყრთა იყო ტაძარი იგი შინაგანი.
6,18 და განრჩუნა ტაძარი იგი შინაგანი ძელითა ფიჭჳსათა კამარები მისნი და სუეტნი მისნი გამოქანდაკებული ყოველი ძელითა ფიჭუთა და არა ჩნდა ქვა.
6,19 პირისპირ დაბირისა შორის ტაძარსა მას შინაგან კერძო და განმზადა მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის აღთქუმისა უფლისა.
6,20 და პირისპირ დაბირისა ოც წყრთა - სიგრძო მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მისი (20) და განრჩუნა იგი ოქროთა მყარითა და ქმნა საკურთხეველი (ძელისაგან (132r) ფიჭჳსა.
6,21 და განრჩუნა სოლომონ ტაძარი იგი შინაგან ოქროთა რჩეულითა და დამსჭუალა ოქროსა სამსჭულებითა) (21) პირისპირ დაბირისა და შემოსა იგი ოქროთა.
6,22 და ყოველსა მას ტაძარსა შესცხო ოქრო და შინაგან დაბირსა მას ქმნნა პეპელნი ოქროსანი.
6,23 და ქმნნა შინაგან დაბირსა მას ორნი ქერობინნი ძელისა უთხეულისა ათ წყრთა სწორად სიდიდე მისი.
6,24 ხუთ წყრთა - ერთი ფრთე მისი, ხუთ წყრთა - მეორე ფრთე მისი და ათ წყრთა - ფრთით ფრთედ ფრთეთა მისთა.
6,25 ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა ერთითა სწორითა ერთსწორება ქერობინთა მათ.
6,26 და სიმაღლე ერთისა მის ქერობინისა ათ წყრთა, ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა.
6,27 და დადგნა ორნივე იგი ქერობინნი საშუალ ტაძარსა მას შინაგანსა და განუფინნა ფრთენი მათნი და მისწუდებოდა ფრთე ერთისა მის ქერობინისა ერთკერძო კედელსა მის ტაძრისასა. და მისწუდებოდა ფრთე ქერობინისა მის მეორისა კედელსა მას მეორესა და ფრთენი მათნი საშუალ ტაძარსა მას შესწორდებოდეს ერთიერთსა ფრთე ფრთესა.
6,28 და შემოსნა ქერობინნი იგი ოქროთა.
6,29 და ყოველნი კედელნი ტაძრისანი მის გარემოს ქანდაკებით მოწერნა ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და გამოხატულნი სახილველნი შინაგან და გარეშე ქერობინთა მათ.
6,30 და იატაკი ტაძრისა მის შინაგანისა და გარეშესა მორჩუნა ოქროთა.
6,31 და კარები დაბირისა მის ქმნა ძელსაგან ღჳვისა და ზღურბლნი მისნი ხუთნთკეცითა.
6,32 და ორნი კარნი ძელთაგან ნაძჳსათა და ქანდაკნი დაჭედილნი ქერობინის სახედ დანაკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსნა იგი ოქროთა და მოძერწა გარემოს ქერობინთა მათ და დანაკისკუდთა ოქრო.
6,33 ეგრევესახედ აქმნა ბჭეთა მათ ტაძრისათა ზღურბლნი ოთხნაკეცად ძელთაგან ღჳვისათა.
6,34 და ორნივე იგი ბჭენი ძელთაგან ნაძუთასა ორკერძო განღებით და ქუსლნი მათნი იმიერ-ამიერ.
6,35 და ბჭე იგი მეორე გარემოქ(133r)ცევით და ქანდაკნი ბჭეთანი მათ ქერობინის სხედ და დანაკიკუდის სახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსა ოქროთა მოძერწვით გარემოს ქმნულება იგი.
6,36 და აღაშენა ეზო იგი შინაგანი სამნაკეცად და მოფეტნა ძელითა ფიჭჳსათა.
6,37 წელსა მას მეოთხესა დადვა საძირკუველი ტაძრისა მის უფლისა, თთუესა მას იუსსა, წელსა მას მეათერთმეტესა სუფევასა თჳსისასა, თთუესა მას იბულს (რამეთუ იგი არს თუე მერვე) აღესრულა ტაძარი იგი მსგავსად ყოვლისა სიტყჳსა მისისა და მსგავსად ყოვლისა განგებისა მისისა. და აღასრულა იგი შჳდსა წელსა.

თავი VII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51

FS
7,1 და თჳსი იგი ტაძარი აღასრულა სოლომონ ათცამეტსა წელსა. და აღასრულა ყოველი საქმე ტაძრისა თჳსისაჲ.
7,2 და აღაშენა ტაძარი იგი მაღნარისა მისგან ლიბანისა ას წყრთა სიგრძო მისი და ერგასის წყრთა სივრცე მისი და ოცდაათ წყრთა სიმაღლე მისი. და სამნაკეცად გარემო სუეტთა მათ (133v) ძელითა ფიჭჳსათა და სამჴარნი სუეტთა მათ ფიჭჳსანი.
7,3 და დართუა ტაძარი იგი ზედა კედელთა მათ და სუეტთა და რიცხჳ სუეტებისა მის ორმეოცდაცხუთ და ათხუთმეტგან განჴარულ შინაგან გარემო.
7,4 და ზედა მოტიხრულ სამნაკეცად განწვალვით.
7,5 და ყოველი იგი ბჭეები და ყოველი ფოლოცები ტაძრისა მის ოთხნაკეცად განწვალა და ბჭით ბჭედ - სამნაკეცად.
7,6 და კამარები სუეტებისა მის აქმნა ერგასის წყრთა-სივრცე მისი, შედგმულ კამარანი იგი პირისპირ ურთიერთას და სუეტნი იგი და ხარისხნი პირისპირ კამარათა მათ.
7,7 და კამარა იგი საყდრისა მის, სადა დაჯდის შჯად შინა კამარისა მის, აქმნა სართული ძელთაგან ფიჭჳსათა კიდით კიდედ.
7,8 და სახლსა მას საყოფელსა თჳსსა ქმნა ეზო ერთი კამარედი მსგავსად მისვე ქმნულებისა და ტაძარი იგი ასულისა ფარაოსისა, რომელ მოიყვანა სოლომონ ცოლად თჳსა, მსგავსად მათვე კამარათა.
7,9 ქვათაგან პატიოსანთა უთლელთა შებრძჳნვით ურთიერთას სიგრძოთ (134r) შინაგან და გარეშე საძირკველთაგან ვიდრე სართულადმდე და გარეშე ეზოსა მის დიდისა.
7,10 მომტკიცებულ ქვითა დიდითა ათ წყრთით და რვა წყრთით.
7,11 და ზეშთა ქვითა პატიოსნითა უთლელითა მსგავსად მისვე საზომისა და ძელითა ფიჭჳსათა.
7,12 ეზო იგი დიდი გარემო სამნაკეცად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა, შინაგან კამარათა მათ, პირისპირ ტაძრისა მის.
7,13 და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით.
7,14 ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა და მამა მისი კაცი ტჳრელი ჴელოვანთმოძღუარი სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისჴმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.
7,15 და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარისა მის ათვრამეტ წყრთა სიმაღლე (134v) სუეტისა მის და საზომითა ათოთხმეტ წყრთა სიმსხო სუეტისა და ოთხ-ოთხ თით შუვა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.
7,16 და ორნი სუეტისთავნი ზედა სუეტთა მათ დასხმითნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა-სიმაღლე ერთისა მის სუეტისთავისა და მეორისა მის სუეტისა - ხუთ წყრთა.
7,17 და ქმნნა ორნი სატიხარნი დასაფარველად ერთისა მის სუეტისთავისა და ორნი სატიხარნი დასაფარველად მეორისა მის სუეტისთავისა ქმნული დამოკიდებით.
7,18 და ორთავე მათ სუეტთა ბროწლისსახედ სპილენძისა გარემო სატიხარსა მას მოაქმნა დამოკიდებით შემდგომით შემდგომად, ეგრევესახედ აქმნა მეორესა მას სუეტისთავსა.
7,19 და ორთავე მათ სუეტისთავთა მოაქმნა შროშნისსახედ კამარასა მას თანა საზომითა ოთხ წყრთა.
7,20 სატიხართა მათ ზედა ორთავე სუეტთასა ბროწლისსახედ ორასი გარემომოდგმული ორთავე მათ სუეტისთავთა.
7,21 და აღუდგნა სუეტნი იგი კამარასა მას ტაძრისასა და აღმართა სუეტი იგი (135r) ერთი მარჯულ და უწოდა სახელი მისი იაქუმ; და აღმართა სუეტი იგი მეორე მარცხლ და უწოდა სახელი მისი ბოოზ.
7,22 * და ზედა სუეტისთავთა მათ მოაქმნა შროშნის სახედ და აღასრულა საქმე იგი სუეტთა მათ.
7,23 და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა ათ წყრთა და ყურით ყურ მრგუალ გარემო და სიფართე მისი იყო ოცდაათსამმეტ წყრთა და ხუთ წყრთა - სიმაღლე მისი.
7,24 და სამყაროთა ზედა, რომელთა დგა საზომით გარემო, ათ წყრთა და მოადგა სამყაროთა მათ ზედა დასხმით დასამტკიცებელად.
7,25 და ათორმეტი კურო ქუეშე ზღუასა მას: სამნი იგი ხედვიდეს სამხრად კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოდ კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ზღუად მიმართ და სამნი იგი ხედვიდეს აღმოსავალად და ზღუა იგი მათ ზედა და ბეჭნი ყოველთანი შემართ.
7,26 და სიზრქო მისი მტკავლითა და ბაგენი მისნი, ვითარცა წედისანი და სახე შროშნისა გარემო და შთაისხის ვითარ ორ ათას ოდენ მარი.
7,27 და ქმნნა მექონოთნი(135v) ათნი სპილენძისანი: ხუთ წყრთა სიგრძო ერთისა მის მექონოთისა და ოთხ წყრთა სივრცე მისი და ექუს წყრთა სიმაღლე მისი.
7,28 და ესე ქმნულება იყო მექონოთთა მათ ხორშად-ხორშად ქმნულ ზედა და ხორშად-ხორშად ქმნულ გარემო წარსავალთა მათ
7,29 და ზედა ხორშთა მათ წარსავალთასა ლომის სახენი და კურონი და ქერობინნი და ზედა გარემოსავალთა მათ ეგრევესახედ და ზედა ლომთა მათ და კუროთა მათ ქმნულება დამოსლვითა.
7,30 და ოთხნი ურმისთუალნი სპილენძისანი ერთისა მის მექონოთისა და განსაცუმელნი სპილენძისანი და ოთხკერძოვე ბეჭნი მათნი ქუეშე ავაზანთა მათ და ბეჭნი კაცის სახედნი ჩასხმულნი ატყირბულნი მათ თანა.
7,31 და პირი მისი სუეტის თავთაგან აღმართ წყრთა ერთ. და იყო პირი მისი მრგუალ ეგრე სახედვე, წყრთა და კერძო სიზრქო მისი და გარემო ბაგენი მისნი წახნაგის სახედ მოქმულ ოთხ კედლად და არა მრგულად.
7,32 და ოთხნი ურმისთუალნი ქუეშე სამყაროთა (136r) მათ და ჴელნი მისნი ურმისთუალთა მათ მიმართ და მექონოთთა და სიმაღლე ურმისთუალთა მათ წყრთა და კერძო.
7,33 და ქმნულება ურმისთუალთა მათ, ვითარცა ურმისთუალთა საეტლეთა და ჴელნი მათნი და ქედნი მათნი და ბეჭნი მათნი და ყოველი ქმნულება მათი დასხმითი რვალისა.
7,34 და ოთხნი მჴარნი ზედა ოთხთა მათვე კიდეთა მექონოთისათა, მუნვე შემართ მექონოთად ბეჭნი მათნი.
7,35 ზედა თავსა მის მექონოთისასა წყრთისა ერთისა კერძო სიდიდით მრგულად გარემო ზედა თავსა მის მექონოთისასა და ჴელნი მისნი გამოდგმითნი მისგანვე.
7,36 და განეღებოდეს შედგმულსა ზედა ჴელთა მისთასა და ხორშთა მისთა ქერობინნი და ლომნი და დანაკისკუდნი გამოქმნულნი მისგან პირისპირ ურთიერთსა შინაგან და გარეშე.
7,37 და მის სახედვე ქმნა ყოველი იგი ქმნულება ათთა მათ მექონოთთა ერთი ზომი და ერთი სწორება და ერთი სახე იყო ყოველთა მათ.
7,38 და ქმნნა ათნი ქოთნის სახედნი ქუაბნი სპილენძისანი და (136v) შთაისხის ერთმან ქუაბმან ორმეოც მარ და იყო ოთხ წყრთა საზომი ქუაბთა მათ და ქუაბი ერთი თითოეულად ზედა ათთა მათ მექონოთთა.
7,39 და დადგნა მექონოთნი იგი ხუთნი მჴრით კერძო ტაძრისა მის მარჯუენით და ხუთნი მჴრით ტაძრისა მის მარცხენით და ზღუა იგი დადგა მჴრით მარჯუენით კერძო მზისა აღმოსავალით და ბღუარით.
7,40 და ქმნა ქირამ სიავ-ქუაბნი იგი გამატფობელად და ტასტები იგი; და აღასრულა ქირამ ყოველი იგი საქმე, რომელ უქმნა მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა.
7,41 და სუეტნი ორნი გარემოდგმით ქანდაკებული ზედა ორთა მათ სუეტისთავთა და ორ-ორი მოტიხრული დასაფარველად გარე მოქანდაკებულთა მათ ქმნულთა ზედა სუეტისთავთა მათ.
7,42 და ოთხასნი ბროწეულის სახენი ორთა მათ სატიხართა და ოთხნაკეცად მოდგმული ბროწლის სახედ ერთსა მას სატიხარსა დასაფარველად გარემო ორთა მათვე საქციელთა მექონოთისათა ზედა ორთა მათვე სუეტთა.
7,43 და ქოთნის სახენი (137r) იგი ქუაბნი ათნივე ზედა მექონოთთა მათ.
7,44 ზღუა იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.
7,45 * და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველი იგი ჭურჭერი, რომელი უქმნა ქირამ მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა, და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო(47 ) და არა იყო სწორ სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.
7,46 კიდესა იორდანისასა ოდენ უქმნა მეფესა დასხმითი იგი სპილენძისა, სიზრქესა მას მიწისასა, შთასხა ყოველი საშუვალ სოკქოთსა და სართანსა.
7,47 და მისცა მეფემან სოლომონ ყოველი იგი საქმარი, რამეთუ დიდად ფრიად იყო სიმრავლითა, და არა იყო რიცხუ სპილენძისა მის.
7,48 და ქმნა სოლომონ ყოველი იგი სამსახურებელი ტაძარსა მას უფლისასა და საზორველნი იგი ოქროსანი და ტაბლა იგი (v), რომელსა ზედა პური იგი შესაწირავისა დაიდებოდა, ოქროსა.
7,49 და სასანთლენი იგი ოქროსანი ხუთნი მარჯუენით და ხუთნი მარცხენით პირისპირ დაბირისა რჩეულისა ოქროსა და ლამპარნი იგი და სასანთლენი და მოსაწმედელნი იგი ოქროსანი.
7,50 და წირთხლები იგი და სამშჭულები და ტაბლები იგი და პინაკები იგი და საგლელნი ოქროსაგან რჩეულისა და კარები სახლისა მის შინაგანისა წმიდასა მას წმიდათასა და კარები ტაძრისა მის ოქრო რჩეულ.
7,51 და აღასრულა ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა, და შეიღო სოლომონ სიწმიდე იგი დავითის, მამისა თჳსისა, და ყოველი იგი სიწმიდე სოლომონისი - ვეცხლი და ოქრო და ყოველი ჭურჭერი იგი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.

თავი VIII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 53a 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

FS
8,1 მას ჟამსა შინა შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაელისანი, ყოვლით მთავრითურთ, მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა, ძეთა ისრაელისათა, მიღებად (138r) სიონდ კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისით.
8,2 და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაელისანი თთუესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთუე მეშჳდე.
8,3 და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაელისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.
8,4 და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა.
8,5 და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაელისათა მოკრებულ იყვნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.
8,6 და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქუმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა, ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.
8,7 რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას დასადგმელსა. კიდობანი იგი და სიწმიდენი იგი ზეშთამო.
8,8 და დგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირსა და გამომართ და არა გამოჩნდეს და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე
8,9 და არა იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქუმისანი, რომელ დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
8,10 და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.
8,11 და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დადებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.
8,12 მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.
8,13 და აღუშენე მას ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებელად საყდრისა მისისა უკუნისამდე.
8,14 და მოექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაელი, და ყოველი (139r) იგი ერი ისრაელისა დგა.
8,15 და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისათჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:
8,16 რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაელი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაელისა ერთისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა. გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაელისა.
8,17 და იყო გულსა დავითის, მამისა ჩემისასა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაელისასა.
8,18 და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.
8,19 ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.
8,20 და წარჰმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსუა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
8,21 და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა, რომელ აღუთქუა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან მეგჳპტელთასა.
8,22 და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხევლისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაელისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.
8,23 და თქუა: უფალო, ღმერთი ისრაჱლისაო! არავინ არს ღმერთი შენებრ ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რომელმაც დაუმარხე აღთქუმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა;
8,24 რომელ დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს დღე.
8,25 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდე წინაშე ჩემსა.
8,26 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.
8,27 და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?
8,28 და აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგას წინაშე შენსა შენ თანა დღეს.
8,29 იყვნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა (v) გევედრების მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე.
8,30 და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაელისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას (30 s) და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,
8,31 რათაცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ; და თუ ვინმე აღიღოს წყევა წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,
8,32 და შენ ისმინო ზეცით და ჰყო და შჯიდე ერსა შენსა ისრაელსა, უშჯულოებასა უშჯულოსასა, მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა და განმართლებასა მართლისასა მიგებად მას მსგავსად სამართლისა მისისა.
8,33 და მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაელისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მომართ, და მოიქცენ შენდა და აღუვარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდენ შენ ტაძარსა ამას.
8,34 და შენ ისმინო ზეცით და მიუტევენ ცოდვანი ერსა შენსა ისრაელსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამასვე (141r), რომელ მიეც მამათა მათთა.
8,35 და დაყენებასა წჳმისასა არა-ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუვარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოუძლურდენ იგინი.
8,36 ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი მონათა შენთა და ერსა შენსა ისრაელსა და გამოუცხადნე მათ გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.
8,37 და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინათუ სიკუდილი, ანუთუ ცეცხლითა მოწვაჲ, ანუთუ მგრაგნელი, გინათუ მკალი, ანუთუ გესლი, ანუთუ აჭირვებდეს მათ მტერი ერთსა ქალაქთაგანსა და ყოველი განსაცდელი და ყოველი სალმობა და ყოველი შესამთხუეველი.
8,38 და ყოველი თხოვა (38 s) და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაელისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,
8,39 და შენ ისმინო (v) ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.
8,40 და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.
8,41 და უცხო იგი, რომელი არა იყოს ერისა შენისაგან ისრაელისა და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,
8,42 სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისა და მკლავისა შენისა განრთხმულისა, და მოვიდეს და თაყუანის-გცეს ადგილსა ამას.
8,43 და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რასაცა ილოცვიდეს შენდამი უცხოთესლი იგი, რათა ცნან ყოველთავე ნათესავთა ქუეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაელსა და ცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.
8,44 და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳ(142r)სთა გზასა, რომელსა მივავლინნე იგინი, და ილოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა ამას ქალაქისასა, რომელი გამოირჩიე და ტაძარსა ამას, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა.
8,45 და ისმინო ზეცით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათა სამართალი და შენდობაჲ,
8,46 რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და თუ მოავლინო მათ ზედა და მოსცნე იგინი წინაშე მტერთა, წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთასა შორიელთა, გინათუ მახლობელთა.
8,47 და მოაქცინენ გულნი თჳსნი ქუეყანასა ამას, რომელსა მიიტყუენნეს, და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უშჯულო-ვყავთ, უწესო-ვყავთ.
8,48 და მოიქცენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიიტყუენნეს იგინი და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალადგებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელ მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელ გამოირჩიე (v) და ტაძრისა ამისთჳს, რომელი აღვაშენე სახელისა შენისათჳს.
8,49 და ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათა სამართალი.
8,50 და მიუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს შენ, და შეიწყალნე იგინი წინაშე წარმტყუენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ.
8,51 რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა შუა ბრძმედისა მისგან რკინისა განმადნობელისა.
8,52 და იყვნედ თუალნი შენნი და ყურნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაელისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა მათისა.
8,53 რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისასა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მოვნასა შენსა, გამოყვანებასა მას მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო ღმერთო.
8,53a მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და (143r) თქუა ტაძრისა მისთჳს, ვითარცა აღასრულა: მზე დაადგინა ცათა შინა უფალმან, და თქუა დამკჳდრებად ნისლისა, მიშენე მე სახლი შუენიერი დამკჳდრებად მას შინა განახლებით. არა ესრე წერილ არს ესე ყოველი წიგნთა მათ შემასხმელთასა.
8,54 და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვა და თხოვა, აღდგა წინაშე საკურთხეველსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლდადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღეპყრნეს.
8,55 და აღდგა, მიექცა და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაელისა ჴმითა მაღლითა და თქუა:
8,56 კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსუენებაჲ ერსა ამას თჳსსა ისრაელსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა თჳსისა, რომელსა იტყოდა, და არა გარეწარჴდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა მისთა კეთილთა, რომელთა ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.
8,57 იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა თანა (v), ნუ დამაგდებ ჩუენ,
8,58 არამედ მოგვაქციე ჩუენ არა განდრეკასა გულთა ჩუენთასა მისგან, სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და ბრძანებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა მათ ჩუენთა.
8,59 და იყვნედ სიტყუანი ესე ჩემნი, რომელთა ვილოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა, შეწირულ უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისა და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაელისა დღითი-დღედ.
8,60 რათა ცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს სხუა შენსა გარეშე.
8,61 იყვნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მისთა და დაცვად სამართალთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.
8,62 და მეფე და ყოველი ისრაელი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.
8,63 და შეწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი სამშჳდებელთა, რომელ შეწირა (144r) უფლისა: ზროხა ოცდაორ ათას და ცხოვარი ას და ოც ათას და ყო სატფური სახლისა მის უფლისა მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაელისათა.
8,64 მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა. რამეთუ მუნ ყვნა მრგულიადდასაწუველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწუველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.
8,65 და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაელმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარედმდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღე-დღეთა, ათოთხმეტთა.
8,66 და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე და წარვიდეს (v) თჳთეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაელისა.

თავი IX
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28

FS
9,1 და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენება ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ყოვლისა მის ქმნულებისა, რომელ ინება სოლომონ საქმედ,
9,2 და გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა-იგი გამოეცხადა მას გაბაონს,
9,3 და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისა და ლოცვათა შენთა და თხოვათა შენთა, რომელ ითხოვე წინაშე ჩემსა, ვყავ შენთჳს მსგავსად ყოვლისა ლოცვისა შენისა; განვწმიდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე. და იყვნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა.
9,4 და შენ ხჳდოდი თუ წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებით ყოფად ყოველივე(145r), რაცა ვამცენ მას, ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიმარხნე.
9,5 აღვმართო საყდარი სუფევისა შენისა ზედა იერუსალემსა უკუნისამდე, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვარქუ: არა მოაკლდეს შენი კაცი წინამძღურად ისრაელსა.
9,6 უკუეთუ უკუნქცევით უკუნიქცეთ თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცნა მოსე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმონოთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეთ მათ,
9,7 აღვიღო ისრაელი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განვწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა და იყოს ისრაელი განსარყუნელ და სასიტყუელ ყოველთა ერთა.
9,8 და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა, ყოველნი რომელნი გარეწარვიდოდიან, დაუკჳრდეს და ისტჳნონ და თქუან: რასამე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?
9,9 და თქუან: ამისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგ(v)ჳპტით სახლისა მისგან კირთებისასა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეს მათ და ჰმონეს მათ, ამისთჳს მოავლინა უფალმან მათ ზედა ყოველი ძჳრი (მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აშენა თავისა თჳსისა).
9,10 და იყო, მათ დღეთა შინა ოცსა წელსა აღაშენა სოლომონ ორნი იგი ტაძარნი - ტაძარი იგი უფლისა და ტაძარი იგი მეფისა.
9,11 და ქირამ, მეფე ტჳროსისი, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭუთა და ძელითა ნაძუთა და ოქროთა და ყოვლითავე, რაცა ნება იყო მისა. მას ჟამსა სცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეას.
9,12 და განვიდა ქირამ ტჳროსით და მივიდა გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელნი მისცნა მას სოლომონ, და არა სთნდეს მას.
9,13 და ჰრქუა: რა არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარ მოღდენდელად დღედმდე.
9,14 მოართუა ქირამ სოლომონს ას და ოცი სასწორი (146r) ოქროსა.
9,15 ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფე საშენებელად ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და მელონისა და მაღალთა მათ და აღადგინა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისნი და ასური და მაიდანი და ზღუდე იგი იერუსალემისა და ესერი და მაგედონი და გაზერი.
9,16 ფარაო, მეფე ეგჳპტელთა, გამოვიდა და წარტყუენა გაზერი და მოწუა იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისსა.
9,17 და აღაშენა სოლომონ გაზერი და ბეთრონი ქუენა (!)
9,18 და ბალაათი და თერმოთი, - უდაბნო იგიცა და შენიცა,
9,19 ყოველნი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყვნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და მეცხენეთანი და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა იერუსალემს და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა
9,20 ჰრიდა ნათესავსა დაშთომილსა ამორეველთასა და ქეტელისასა და ფერეზელისასა და ქანანელისასა და ეველისასა და იებოსელისა[სა] (v) და გერგესეველისასა, რომელნი არა იყვნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.
9,21 და ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყვნეს ქუეყანასა მას შემდგომად მათსა, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მას ისრაელისათა მოსრვად მათა, და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მუნდღედდელად დღედმდე.
9,22 და ძენი იგი ისრაელისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცნი მოღუაწენი იყვნეს და მონა მისა და წინამძღუარნი მისნი, - ძენი მათგან აღჭურვილნი და მჴედარნი.
9,23 და ესე იყვნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა, რომელნი იქმოდეს საქმესა მას სოლომონისასა ხუთასერგასისი, რომელთა აქუნდათ საქმარნი.
9,24 ხოლო ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი უშენა მას ჟამსა, რომელ აღაშენა მელონი.
9,25 და შეწირის სოლომონ სამგზის წელიწადსა მრგულიადდასაწუველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ უშენა უფალსა, და უკმევდა საკუმეველთა წინაშე უფლისა (147r) და აღასრულა საქმე ტაძრისა მის.
9,26 და ქმნა ნავი მეფემან სოლომონ გასიონ გაბერს, რომელი-იგი იყო მახლობელად ევილათს, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა და ქუეყანასა მას იდუმისასა.
9,27 და წარავლინნა ქირამ ნავსა მას თანა მონათა თჳსთაგანნი, მენავენი ჴელოვანნი ნავისმხერვალნი, ზღუასა შინა მონათა მათ თანა სოლომონისათა.
9,28 და მოვიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქრო ოთხას და ოცი ტალანტი და მოართუეს მეფესა სოლომონს.

თავი X
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

FS
10,1 დედუფალსა მას საბაისსა ესმა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისა და წარმოვიდა გამოცდად მისა იგავით.
10,2 და მოვიდა იერუსალემდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თუალები პატიოსნები; და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.
10,3 და განუმარტნა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა იყო სიტყუაჲ დამალულ მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.
10,4 (v) და იხილა დედუფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა.
10,5 და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა მისთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და დაუკჳრდა.
10,6 და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.
10,7 და არა მრწმენა მთხრობელთა მათ, ვიდრემე მე თჳთ მოვედ და იხილეს თუალთა ჩემთა და, აჰა, ზოგიცა არა იყო, რომელსა მითხრობდეს მე სიბრძნისა შენისასა, რამეთუ შესძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩუენსა.
10,8 სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენ წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.
10,9 და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო(148r)უჩნდი შენ მიცემად საყდარსა ისრაელისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაელი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად საშჯელისა და სამართლისა მათ ზედა.
10,10 და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკუმეველი დიდად ფრიად და თუალები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სულნელი უფროს მისა, რომელ-იგი მოართუა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.
10,11 და ნავი იგი ქირამისი, რომელსა მოაქუნდა ოქრო სოფერით, მოიღო ძელიცა უთლელი ფრიად და თუალები პატიოსანი.
10,12 და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთა მათთჳს; და არავინა მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მოდღენდელად დღედმდე.
10,13 და მეფემან სოლომონ სცა დედუფალსა მას საბასასა (v) ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არა, რომელი მოართუა მან მეფესა სოლომონს. და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი.
10,14 და იყო სასწორი ოქროსა მის ძღუენთა, რომელ მოართუეს სოლომონს წელიწადსა მას ერთსა შინა, ექუსას სამეოცდაექუს სასწორი ოქროსა
10,15 გარეშე ხარკთა მათ, რომელ განეწესნეს, და ვაჭართა მათ, რომელნი აქცევდეს, და მეფეთა მათ წიაღმდინარეთა და მთავართა მათ მის ქუეყანისათა.
10,16 და ქმნა მეფემან სოლომონ სამასი ჰოროლი ოქროსი ჭედითი და სამას-სამასი დრაჰკანი ზედა თითოეულად ჰორლებსა მას.
10,17 და სამასი ფარი ქმნა ჭედითი და სამნაკეცად გარე-მოწმასვითი (!) ოქრო თითოეულად ფარებსა მას. და მისცა იგი მეფემან სახლსა მას მაღნარისასა ლიბანედ.
10,18 და ქმნა მეფემან საყდარი პილოს ძულისა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.
10,19 და ექუს მენაკ აღსავალი საყდრისა და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო და ჴელნი (149r) იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.
10,20 და ათორმეტი ლომი დგა ზედა აღსავალთა მათ მენაკთა იმიერ და ამიერ და არა იპოვა ესევითარი სახე ყოველთა შარავანდედთა თანა.
10,21 და ყოველი კალი და სამსახურებელი სოლომონისი იყო ოქროსაგანი და ავაზანნი ოქროსი და ყოველი ჭურჭერი სახლისა მის ლიბანისა ოქროთა შემოსილ. და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისთა, ვითარმედ არს რამე,
10,22 რამეთუ ნავი თარშისა იყო მეფისა სოლომონისა ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისთა და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართჳს ოქრო და ვეცხლი, ანთრაკი წახნაგებული და უთლელი და შუა პილოთა და ქია და ფარშამანგები.
10,23 (26) და განდიდნა სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა სიმდიდრითა და სიბრძნითა.
10,24 (27) და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს ხილვად პირსა სოლომონისსა და სმენად მისგან სიბრძნისა მისისა, რო(v)მელ მოსცა უფალმან გულსა მისსა.
10,25 (28) და იგინი მოართუმიდეს მას თჳთოეულად ძღუენსა - ჭურჭერსა ოქროსასა და ვეცხლისასა და სამოსელსა და შტახსებსა, საკუმეველსა და ცხენთა და ჯორთა წლითი წლად.
10,26 (29) და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები და იყო სოლომონისი ორმეოც ათას ჴდალი მეზუები საეტლედ და თორმეტ ათას საჴედართა. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლეთა და მეფისა თანაცა იერუსალემს. (30)* და იყო ჴელმწიფე ყოველთა მეუფეთა მდინარითგან და ვიდრე უცხოთესლთამდე და ვიდრე საზღვრადმდე ეგჳპტისა.
10,27 (31) და დადვა მეფემან სოლომონ ოქრო და ვეცხლი იერუსალემს, ვითარცა ქჳშა და ფიჭჳ, ვითარცა თჳთმავალი ლეღოვანი ველთა სიმრავლითა.
10,28 (32) და გამოსავალნი საჴედართა სოლომონისთანი ეგჳპტით და თეკუათ და დამასკეთ, რომელთა მოჰგურიდეს ვაჭარნი მეფისანი სასყიდლითა.
10,29 (33) და მოუვიდოდა ეტლები ეგჳპტით: ეტლი ერთი ასის სასწორისა ვეცხლის და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვეცხლის, ეგრეცა ყოვე(150r)ლთა მათ მეფეთა ქეტელისა და მეფეთა მათ ასურასტანისათა ზღვით კერძო აღმოსავალისათ.

თავი XI
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

FS
11,1 და მეფე სოლომონ იყო დედათმოყუარე და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი: და ასული იგი ფარაოსი და მოაბელთა და ამანიტელთა და იდუმელთა და ასურასტანით და ქეტელთა და ამორეველთა.
11,2 ნათესავთა მათ, რომელთა ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაელისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შემდგომად კუალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.
11,3 და იყვნეს მისნი ცოლნი შჳდას და ხარჭნი - სამას. და განდრიკეს ცოლთა მისთა გული მისი.
11,4 (3) და იყო ჟამსა სიბერისა სოლომონისა, და ცოლთა მისთა განდრიკეს გული მისი კუალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.
11,5 და შეუდგა სოლომონ კუალსა ასტართისსა, საძაგელისა სიდონელთასა (v) და კუალსა მოლოქისა, საძაგელისა ძეთა ამონისთასა.
11,6 (8) და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამა მისი.
11,7 (5) მას ჟამსა აღაშენა სოლომონ მაღალი იგი ქამოსისი, კერპისა მის მოაბელთასა, მთასა მას, პირისპირ იერუსალემსა და მოლოქ, კერპსა მათ ძეთა ამონისთასა და ასტარტსა, საძაგელსა მას სიდონელთასა.
11,8 (7) და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანთასა და უკუმევდეს საკუმეველსა და უზორვიდეს კერპთა მათ თჳსთა.
11,9 და განრისხნა უფალი სოლომონისთჳს, რამეთუ განდრკა გული მისი უფლისაგან ღმრთისა ისრაელისა, რომელი ეჩუენა მას ორგზის.
11,10 და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არაშედგომად კუალსა ღმერთთა უცხოთესლთასა და დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
11,11 და ჰრქუა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი (151r) და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცენ შენ, - განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ჴელისაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.
11,12 ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისთჳს, მამისა შენისა, არამედ ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო ეგე.
11,13 ხოლო არა თუ ყოველი ეგე მეფობა აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს,მონისა ჩემისა, და იერუსალემისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე.
11,14 და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს ადერი იდუმიელი, რომელი-იგი იყო ნათესავისა მისგან მეფეთა იდუმელთასა.
11,15 და იყო, რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმეასა, მოსლვასა მას იოაბისსა, ერისთავისა მისისა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმეასი.
11,16 რამეთუ ექუს თთუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაელი იდუმეასა, ვიდრე მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმეასა შინა.
11,17 და ივლტოდა ადერ და ყოველნი კაცნი იუდემელნი და მონანი მამისა მისისანი მის თანა და შევიდეს ეგჳპტედ. და ადერ ყრმა მცირე იყო.
11,18 და აღდგეს კაცნი ქალაქით მადიამით და მივიდეს ფარანად და თანა(v)წარიყვანვნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ეგჳპტედ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა. და შეემთხჳა ადერ ფარაოს და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანა.
11,19 და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოსა და მისცა მას ცოლად ცოლისდაჲ მისი, დაჲ თეკემენისი, უხუცესი.
11,20 და უშვა დამან თეკემენისმან ადერს ძე, სახელით განებათ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა მათ თანა ფარაოსთა. და იყო განებათ სახლსა მას ფარაოსსა შორის ძეთა მათ ფარაოსთა.
11,21 და ესმა ადერს ეგჳპტეს, ვითარმედ: დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და მოკუდა იოაბ ერისთავი ერისა მისისა. ჰრქუა ფარაოს: განმიტევე მე და მივიქცე ქუეყანასა მასვე ჩემსა.
11,22 და ჰრქუა ფარაო ადერს: რა ნაკლულევანება არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა მას შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე! და მოიქცა ადერ ქუეყანასა მას თჳსსა.
11,23 და აღუდგინა უფალმან სოლომონს მჴდომად ადერ იდუმელი და რაზონ, ძე ელიადათისი(152r), რომელი-იგი ელტოდა (!) ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთასა უფლისა თჳსისა.
11,24 და შეკრბეს მას ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელ მოსწყჳდნა დავით, და მოვიდეს დამასკედ და დადგა ადერ მეფედ დამასკეს.
11,25 და იყო მჴდომ ისრაელისა ყოველთა დღეთა სოლომონისთა. ესე არს ძჳრი, რომელ ქმნა ადერ, და განადიდა გულისწყრომად ისრაელსა შორის და მეფობდა ქუეყანასა მას ედომელთასა.
11,26 და იერობუამ, ძე ნაბატისი, ეფრათელი, სარირათ, - სახელი დედისა მისისა სარუა, დედაკაცი ქურივი. და იგი იყო ძე დედაკაცისა მის ქურივისა, მონა სოლომონისი; და აღიღო ჴელი მისი სოლომონის ზედა.
11,27 და ესე სახე იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა: აღაშენნა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დავითის, მამისა მისისანი.
11,28 და კაცი იერობუამ ძლიერ იყო ძალითა. ვითარცა იხილა იგი სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისა არს, დაადგინა იგი მოტჳრთეთა ზედა სახლსა მას იოსეფისსა.
11,29 და იყო, მას ჟამსა შინა განვიდა იერობუამ იერუსალემით (v) და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სელონიტელმან, გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან ველად. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და ორნი იგი ხოლო იყვნეს ველსა მას.
11,30 და მიყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა და დააპო იგი ათორმეტად ნახევად.
11,31 და ჰრქუა იერობუამს: მიიღე შენდად ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისა: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.
11,32 და ორი იგი ნაწილი იყავნ მისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალემისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაელისათა.
11,33 ამისთჳს, რამეთუ დამიტევა მე და თაყუანის-სცა ასტაროთს, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსს, კერპსა მოაბისსა, და მოლოქს, საძაგელსა ძეთა მათ ამონისთასა და არა შეუდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართლისა წინაშე ჩემსა და ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამა მისი.
11,34 და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რო(153r)მელმან დაიცვნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით მჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
11,35 და აღვიღო მეუფება ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.
11,36 და ძესა მისსა მივსცე ორი იგი ნაწილი, რამეთუ ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი ყოველთა დღეთა წინაშე ჩემსა იერუსალემს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სახელად ჩემდა.
11,37 და შენ აღგიღო და ჰმეფობდე, რომელთა ზედაცა უნდეს გულსა შენსა, და იყო შენ მეფე ისრაელსა ზედა.
11,38 და იყოს, და-თუ-იმარხნე შენ ყოველნი მცნებანი ჩემნი, რომელთა გამცნებ შენ, და ხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყო სამართალი წინაშე ჩემსა, ვითარცა ყო დავით, მონამან ჩემმან, და ეკრძალო მცნებათა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, და ვიყო შენ თანა და გიშენო შენ სახლი სარწმუნო, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაელი.
11,39 და ვაჭირო ნათესავსა მას დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.
11,40 და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობუამს (v) და აღდგა იერობუამ და ივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმ მეფისა მის ეგჳპტელთასა და იყო ეგჳპტეს ვიდრე სიკუდიდმდე სოლომონისა.
11,41 და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთანი და ყოველივე, რა ქმნა, და ყოველი სიბრძნე მისი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა სოლომონისთასა.
11,42 და რიცხჳ დღეთა მეფობისა სოლომონისთა იერუსალემს, ზედა ყოველსა ისრაელსა, ორმეოც წელ.
11,43 და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა მას დავითის, მამისა თჳსისა, და მეფობდა რობუამ, ძე მისი, მის წილ.

თავი XII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33

FS
12,1 და მივიდა მეფე რობუამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მიკრბა ყოველი ისრაელი დადგინებად მისა მეფედ მათ ზედა.
12,2 და იყო, ვითარცა ესმა იერობუამს, ძესა ნაბატისსა, ვიდრე იყო იგი ეგჳპტეს, ვინათგან იგი ლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა, და მოიქცა იერობუამ ეგჳპტით.
12,3 და წარავლინეს და მოხადეს იერობუამს ყოველმან მან ნათესავმან ისრაელისამან. სიტყუად იწყო ყოველმან მან ერმან ისრაელისამან და ჰრქუეს რობუამს:
12,4 მამამან შენმან დაამძიმა (154r) ჩუენ ზედა უღელი და შენ აღამცირე ფიცხლად იგი მონება მამისა შენისა და მძიმე იგი უღელი, რომელ იყო ჩუენ ზედა, და გმონოთ შენ.
12,5 და ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით ჩემგან და მესამესა დღესა მოიქეცით ჩემდა. და წარვიდეს.
12,6 და ზრახვა-ყო მეფემან რობუამ მოხუცებულთა მათ თანა, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ვიდრე ცოცხალღა იყო, და ჰრქუა: მაზრახეთ, რა სიტყუა უგო ერსა მას.
12,7 სიტყუად იწყეს მისა და ჰრქუეს: ამას დღესა თუ დაემორჩილო ერსა ამას და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყვნენ მონად შენდა ყოველთა დღეთა.
12,8 და დაუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელ აზრახეს მას, და აზრახა ყრმებსა მას ზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა.
12,9 და ჰრქუა მათ: თქუენ რა მაზრახით და მიუგო ერსა მას, რომელნი მეტყოდეს მე და თქუეს, ვითარმედ: აღამცირე უღელი მძიმე, რომელ დადვა მამამან შენმან ჩუენ ზედა?
12,10 და სიტყუად იწყეს ყრმებმან მან და თანაზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა და ჰრქუეს: ესრე ჰრქუა ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ (v), ვითარმედ: მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა და შენ აღამცირე ურჩთაგან, - ესრე ჰრქუა მათ: ნეკი ჩემი უმსხჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა.
12,11 ხოლო მამამან ჩემმან დადვა თქუენ ზედა უღელი იგი მძიმე და მე დავსძინო მას ზედა; მამა ჩემი გსწავლიდა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ გუელითა და ღრიანკალითა.
12,12 და მოვიდა ყოველი ისრაელი რობუამ მეფისა დღესა მას მესამესა, ვითარცა ჰრქუა მათ მეფემან, ვითარმედ: «მოედით ჩემსა დღესა მესამესა».
12,13 და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად და დაუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელი აზრახეს მას.
12,14 და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმებისასა და ჰრქუა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენ ზედა და მე დაურთო მას ზედა; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ გუელითა და ღრიანკალითა.
12,15 და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო განდრეკა იგი, რათა დაამტკიცოს უფალმან სიტყუა იგი, რომელსა ეტყოდა ჴელითა აქია წინასწარმეტყუელისათა სილონიტელისათა იერობუამს, ძესა ნაბატისსა.
12,16 (155r) ვითარცა იხილა ყოველმან ისრაელმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, მიუგეს ყოველმან მან ერმან და ჰრქუეს მეფესა: რა ნაწილი ძეს ჩუენი დავითის თანა? და არცა სამკჳდრებელ ძისა თანა იესესისა. ისწრაფე სამკჳდრებელად შენდა, ისრაელ! და აწ შენ მწყსიდ სახლსა დავითისსა! და წარვიდა ყოველი ისრაელი სამკჳდრებელად თჳსა.
12,17 და ძეთა მათგან ისრაელისათა, რომელნი სხდეს ქალაქთა მათ იუდასათა, მეფობდა მათ ზედა რობუამ.
12,18 და წარავლინა მეფემან რობუამ ადონირამ ხარკის მოჴდად და დაქოლეს იგი ყოველმან ისრაელმან ქვითა და მოკუდა. და მეფემან რობუამ ისწრაფა და აღჴდა ეტლთა და მიივლტოდა იერუსალემად.
12,19 და შეურაცხ-ყო ისრაელმან სახლი დავითისი მოდღენდელად დღედმდე.
12,20 და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაელსა, ვითარმედ მოიქცა იერობუამ, მიავლინეს და მოიყვანეს იგი ერმან მან და დაადგინეს იგი მეფედ ისრაელსა ზედა. და არავინ შეუდგა სახლსა მას დავითისსა, გარნა ნაწილი იგი ხოლო იუდასი და ბენიამენისი.
12,21 და რობუამ მივიდა იერუსალემად და შეიკრიბა ერი (v) იგი იუდასი და ნაწილი იგი ბენიამენისი ას და ოთხმეოც ათას მამაკაცი ჭაბუკი მბრძოლი წყობად სახლსა მას ისრაელისასა, რათა მოაქციოს რობუამ მეფობა თჳსი, ძემან სოლომონისმან.
12,22 და იყო სიტყუა უფლისა სამეასა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:
12,23 ეტყოდე რობუამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდასსა, და ყოველსა მას სახლსა იუდასსა და ბენიამენისსა და ნეშტთა მათ ერისათა და ჰრქუა:
12,24 ესრე იტყჳს უფალი: ნუ განხუალთ და ნუ სცემთ წყობასა ძმათა მათ თქუენთა, ძეთა ისრაელისათა, და მიიქეცით თჳთეულად სახიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო საქმე იგი. და ისმინეს სიტყუა იგი უფლისა და დააცადეს ზედამისლვა იგი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.
12,25 და აღაშენა იერობუამ სიკიმი მთათა მათ ეფრემისთა და დამკჳდრებულ იყო მას შინა. და გამოვიდა მიერ და აღაშენა ფანუველი.
12,26 და თქუა იერობუამ გულსა თჳსსა: აჰა, აწ მიიქცეს მეფობა ჩემი სახლსა მას დავითისსა.
12,27 უკუეთუ აღვიდეს ერი ესე შეწირვად შესაწირავისა სახლსა მას უფლისასა იერუსალემად და მოიქცეს გული (156r) ერისა ამის ღმრთისა და უფლისა მიმართ თჳსისა, რობუამ მეფისა იუდასა, და მომკლან მე და მიიქცენ რობუამ მეფისა იუდასსა.
12,28 და იზრახა მეფემან იორობამ და მივიდა და ქმნნა ორნი დიაკეულნი ოქროსანი და ჰრქუა ერსა მას: კმა იყავ თქუენდა აღსლვა იერუსალემად. აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაელ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.
12,29 და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი დადგა დანს.
12,30 და ექმნა სიტყუა ესე ცოდვად. და მივიდოდა ერი იგი წინაშე ერთისა მის ვიდრე დანდ.
12,31 და ქმნა იერობუამ სახლნი ზედა მაღალთა მათ და დაადგინნა ქურუმნი - ნაწილი ერთი ერისა მისგან, რომელნი არა იყვნეს სახლისა მისგან ლევისა.
12,32 და ყო იერობუამ დღესასწაული თთუესა მას მერვესა, დღესა მეათხუთმეტესა მისვე თთჳსასა, მსგავსად დღესასწაულისა ქუეყანისა მის იუდასსა. და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს შეწირვად დიაკეულთა მათ მიმართ, რომელნი ქმნნა, და დაადგინნა ბეთელს ქურუმნი(v) მაღალთა მათ, რომელ ქმნნა.
12,33 და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, დღესა მეათხუთმეტესა, თთუესა მერვესა მის დღესასწაულისა, რომელ ზრახა გულით თჳსით. და უყო დღესასწაული ძეთა ისრაელისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზედა შეწირვად.

თავი XIII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

FS
13,1 და, აჰა, კაცი ღმრთისა მიიწია იუდათ სიტყჳთა უფლისათა ბეთლად, და იერობუამ დგა ზედა საკურთხეველსა მას შეწირვად.
13,2 და ჴმა-უყო საკურთხეველსა მას სიტყჳთა უფლისათა და თქუა: საკურთხეველო, საკურთხეველო! ესრე იტყჳს უფალი: აჰა, ძე იშვეს სახლსა მას დავითისსა, იოსია სახელი მისი. და შეწირნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთა მათგან, რომელნი შესწირვენ შენ ზედა, და ძუალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.
13,3 და მისცა მას დღესა სასწაული და თქუა: ესე სასწაული იყოს, რომელსა იტყოდა უფალი და თქუა: აჰა, საკურთხეველი ეგე განიპოს და დაითხიოს სიპოხე ეგე, რომელ არს მაგას ზედა.
13,4 და იყო, ვითარცა ესმა მეფესა იერობუამს სიტყუაჲ იგი და ჴმაჲ კაცისა მის ღმრთისა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს, (157r) მიყო მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველისა მისგან და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ მიეყო მისა, და ვერ უკუნ-იდრიკა თჳსავე.
13,5 და საკურთხეველი იგი განიპო და დაითხია სიპოხე იგი, რომელ იყო ზედა საკურთხეველსა მას მსგავსად სასწაულისა მის, რომელ მოასწავა კაცმან მან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისათა.
13,6 და ჰრქუა მეფემან იერობუამ კაცსა მას ღმრთისასა: ევედრე პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს და მოაქციოს ჴელი ჩემი ჩემდავე. და ილოცა კაცმან მან ღმრთისამან წინაშე უფლისა და მოიქცა ჴელი მეფისა მისავე და იქმნა, ვითარცა-იგი პირველ.
13,7 და ეტყოდა მეფე კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქუა: შემოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე და მიგცე შენ ნიჭი.
13,8 და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან მეფესა: დაღათუ მომცე ზოგი სახლისა შენისა, არა შევიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსუა წყალი ადგილსა ამას,
13,9 რამეთუ ესრე მამცნო მე უფალმან სიტყჳთა და მრქუა: არა შჭამო პური და არცა ჰსუა წყალი და არცა (v) მიიქცე მასვე გზასა, რომელსაცა მიხუედ.
13,10 და წარვიდა სხჳთ გზით და არა მიიქცა მასვე გზასა, რომელსაცა მივიდა ბეთელდ.
13,11 და წინასწარმეტყუელი ერთი მოხუცებული დამკჳდრებულ იყო ბეთელს. და შევიდეს და უთხრეს მას ძეთა მისთა ყოველი იგი საქმე, რომელ ყო კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს და სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა მეფესა, და მოაქციეს პირი მამისა მის თჳსისა.
13,12 და ეტყოდა მათ მამა იგი მათი და ჰრქუა: რომელსა გზასა წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მათ მისთა გზა იგი, რომელსა წარვიდა კაცი იგი ღმრთისა, რომელ მოსრულ იყო იუდად.
13,13 და ჰრქუა ძეთა მათ: დაასხენით ვირსა! და დაასხნეს ვირსა და დაჯდა მას ზედა.
13,14 და წარვიდა კუალსა კაცისა მის ღმრთისა და პოვა იგი მჯდომარე მუხასა ქუეშე და ჰრქუა მას: შენ ხარა კაცი იგი ღმრთისა მოსრული იუდათ? და თქუა: მე ვარ!
13,15 და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე პური!
13,16 და ჰრქუა მას: ვერ მივიქცე და ვერცა მივიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და (158r) არცა ვსუა წყალი ადგილსა ამას,
13,17 რამეთუ ეგრეთ ბრძანებულ არს ჩემდა სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: არა შჭამო მუნ პური და არცა სუა წყალი და არცა მიაქციო მასვე გზასა, რომელსაცა მიხჳდე.
13,18 და ჰრქუა მას: მეცა წინასწარმეტყუელივე ვარ, ვითარცა-ეგე შენ, და ანგელოზი მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: მოაქციე ეგე შენ თანა სახიდ შენდა და ჭამოს პური და სუას წყალი - და უტყუვა მას.
13,19 და მიაქცია იგი და ჭამა პური სახლსა მისსა და სუა წყალი.
FJS
13,20 და იყო, ვიდრე სხდეს იგინი ტაბლასა მას ზედა, იყო სიტყუა უფლისა წინაწარმეტყუელისა მის, რომელმან მიიქცია იგი.
13,21 და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა, მოსრულსა იუდათ, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განამწარე შენ სიტყუა იგი უფლისა და არა *დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელი გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
13,22 და მიიქეც და შჭამე პური და ჰსუ წყალი ადგილსა მას, რომლისა გრქუა შენ: არა შჭამო პური და არცა ჰსუა წყალი - არა დაი(v)სხნენ ჴორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა.
13,23 და იყო, შემდგომად ჭამისა მის პურისა და წყლისა სუმისა, დაასხნა ვირსა წინასწარმეტყუულისასა მის და მიიქცა
13,24 და წარვიდა (24v) და პოვა იგი ლომმან გზასა მას და მოკლა იგი და იყვნეს ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას და ვირი იგი დგა მის თანა და ლომი იგი დგა ჴორცთა მათ მისთა თანა.
13,25 და, აჰა, კაცთა წარმავალთა იხილეს მკუდარი იგი დაგდებული გზასა მას და ლომი იგი დგა მკუდარსა მას თანა. და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა მას, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო წინასწარმეტყუელი იგი მოხუცებული.
13,26 და ვითარცა ესმა, რომელმან მიაქცია იგი გზისა მისგან, თქუა: იგი კაცი ღმრთისა არს, რომელმან განამწარა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ და მისცა უფალმან ლომსა მას და განტეხა იგი და მოაკუდინა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა მას.
13,27 და ჰრქუა ძეთა მათ თჳსთა: დაასხენით ვირსა მას. და დაასხნეს. (159r)
13,28 და წარვიდა და პოვნა ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას და ვირი იგი და ლომი დგეს ჴორცთა მისთა თანა. და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი.
13,29 და აღიხუნა წინასწარმეტყუელმან ჴორცნი იგი კაცისა მის ღმრთისანი და დადვა იგი ზედა ვირსა მას და წარიღო იგი ქალაქად თჳსა მოხუცებულმან მან წინასწარმეტყუელმან, ტყებად და დაფლვად იგი.
13,30 და დადვა საფლავსა თჳსსა და დააყუდა მძორი მისი და ეტყებდეს მას და იტყოდეს: ვაი, ძმაო!
13,31 და იყო, შემდგომად ტყებისა მის ეტყოდა ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ოდეს მოვკუდე, დამმარხეთ მე საფლავსა ამას, სადა დაეფლა კაცი ესე ღმრთისა, ძუალთა მაგისთა თანა დამდევით მე, რამეთუ ყოფით იყოს, რათა განერნენ ძუალნი ჩემნი ძუალთა მაგისთა თანა.
13,32 რამეთუ აღესრულოს ყოველი იგი, რომელსა იტყოდა სიტყჳთა უფლისაჲთა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს და ზედა სახლთა მათ მაღალთასა, რომელ არიან სამარიას.
13,33 და შემდგომად ამათ სიტყუათა არა მოაქცია იერობუამ (v) უკეთურებათაგან თჳსთა და მერმეცა განნაწილნა ერისა მისგან ქურუმნი მაღალთა მათ და რომელსა უნებნ, აღივსნის ჴელნი მისნი და იქმნის ქურუმ მაღალთა მათ.
13,34 და ექმნა სიტყუა იგი ცოდვა სახლსა მას იერობუამისსა მოსასრველად და განსარყუნელად პირისაგან ქუეყანისა.

თავი XIV
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

FJS
14,1 მას ჟამსა დასნეულდა აბია, ძე იერობუამისი.
14,2 და ჰრქუა იერობუამ ცოლსა მას თჳსსა: უცნაურ იყავ თავი შენი და ნუმცა ვინ გიცნობს შენ, ვითარმედ ცოლი იორობოამისი ხარ და მიხჳდე სელომდ და, აჰა, მუნ არს აქია წინასწარმეტყუელი, იგი იტყოდა ჩემთჳს მეფედ ზედა ერსა ამას.
14,3 და მიართუ კაცსა მას ღმრთისასა პური და კუერნი ყრმათა მისთა და სკიჭი და სტამნითა თაფლი და მიხჳდე მისა და გითხრას შენ, რა ყოფად არს ყრმისა მაგისთჳს.
14,4 და ყო ეგრე ცოლმან მან იერობუამისმან და აღდგა და წარვიდა სელომდ და შევიდა სახლსა მას აქიაჲსსა; და კაცი იგი მაშურალ იყო სიბერითა და თუალნი მისნი დამ(160)ძიმებულ.
14,5 და ჰრქუა უფალმან აქიას: აჰა, ცოლი იერობუამისი მოვალს კითხვად შენდა ძისა თჳსათჳს, რამეთუ სნეულ არს. ესე და ესე ჰრქუა მას. (6) და იყო შესლვასა მას მისსა და თავი უცნაურ-ყო.
14,6 და იყო, ვითარცა ესმა აქიას განხუმა კართა და ბგერაჲ ფერჴთა მისთაჲ შესლვასა მას მისსა და თქუა: შემოვიდა ცოლი იერობუამისი; რაჲ არს ეგე, რამეთუ უცნაურ ქმნულ ხარ და მე მოვლინებულ ვარ შენდა სიფიცხლით.
14,7 მივედ და არქუ იერობუამს: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შორის ერსა მაგას და მიგეც შენ წინამძღურად ერსა მაგას ჩემსა ისრაელსა, -
14,8 და განვხეთქე მეფობაჲ ეგე სახლისაგან დავითისა, მიგეც შენ და არა იქმენ, ვითარცა მონაჲ ჩემი დავით, რომელმან დაიცვნა მცნებანი ჩემნი და შემიდგა ყოვლითა გულითა თჳსითა ყოფად სამართალი წინაშე ჩემსა,
14,9 და განსძჳნდი უფროჲს ყოველთასა, რომელ იყვნეს წინა შენსა (v) და იქმნენ შენდა ღმერთნი უცხონი დასხმითნი განსარისხებელად ჩემდა და მე განმიშორე პირისაგან შენისა, -
14,10 ამისთჳს მოვავლინო მე ძჳრი ზედა სახლსა მას იერობუამისსა და მოვსპო იერობუამისი, რომელი აფსმიდეს კედელსა, შეღრეკილ და დაჴსნილ შორის ისრაელსა. და შევკრიბო შემდგომად სახლისა მის იერობუამისი, ვითარცა ვინ შეკრიბის ნაგევი ვიდრე მოსრულებადმდე მისა.
14,11 მძორები იერობუამისი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მკუდარნი ველთა შეჭამნენ მფრინველთა ცისათა, რამეთუ უფალი იტყოდა.
14,12 და შენ აღდეგ და წარვედ სახიდ შენდა და შესლვასა ოდენ შენსა ქალაქად, მოკუედინ ყრმაჲ იგი.
14,13 და იტყებედ იგი ყოველმან ისრაელმან და დაჰფლედ იგი, რამეთუ იგი ხოლო იერობუამისი დაიდვის სამარესა, რამეთუ იპოვა მის თანა სიტყუაჲ კეთილი უფლისათჳს ღმრთისა ისრაელისა სახლსა იერობუამისსა.
14,14 და აღადგინოს უფალმან თჳსა მეფედ ზედა ისრაელსა, რომელმან დასცეს სახლი იერობუამისი მას (161r) დღესა შინა; (15) და აწ რად-ღა-მე
14,15 დასცეს უფალმან ისრაელი? რამეთუ ირყევის, ვითარცა ლერწამი წყალსა და აღჴუარდოს უფალმან ისრაელი ქუეყანისა ამისგან შუებისა, რომელ მისცა მამათა მათთა და განაქარვნეს იგინი წიაღ მდინარესა მას ამისთჳს, რამეთუ იქმნეს თჳსა მაღალნი განსარისხებელად უფლისა.
14,16 და მისცეს უფალმან ისრაელი ცოდვათათჳს იერობუამისთა, რომელ ცოდა და ცოდვა ისრაელი.
14,17 და აღდგა ცოლი იერობუამისი და წარვიდა სარირად. და იყო ვითარცა შევიდოდა ბჭეთა მათ ტაძრისათა, მოკუდა ყრმაჲ იგი.
14,18 და იტყებეს იგი და დაჰფლეს იგი ყოველმან ისრაელმან მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია წინასწარმეტყუელისაჲთა.
14,19 და ნეშტნი სიტყუათა იერობუამისთანი, რაოდენ ვის ჰბრძოდა და რაოდენ მეფობდა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მას ისრაელისათა.
14,20 და დღენი, რაოდენ მეფობდა იერობუამ,* ოცდაორ წელ. და დაიძინა მამათა (v) თჳსთა თანა, და მეფობდა ნაბატ, ძე მისი, მის წილ.
14,21 და რობუამ, ძე სოლომონისი, მეფობდა ზედა იუდასა და ბენიამენსა. ძე ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობუამ დადგომასა მას მისსა მეფედ და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალემს ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან დადებად სახელი მისი მას ზედა ყოველთაგან ნათესავთა ისრაელისათა. და სახელი დედისა მისისაჲ ნაამა ამანიტელი.
14,22 და ქმნა რობუამ ბოროტი წინაშე უფლისა და აღიშურა ყოფად ყოველივე, რაცა ქმნეს მამათა მისთა და მსგავსად ცოდვათა მათთა, რომელ ცოდეს.
14,23 და აღაშენნეს მათცა თჳსსა მაღალნი და მაღნარნი ზედა ყოველსა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა მაგრილობელსა.
14,24 და ზმნა იყო ქუეყანასა მათსა და ქმნეს საძაგელები ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაელისათა.
14,25 და იყო, წელსა მას მეხუთესა, სუფევასა რობუამისსა, აღმოვიდა სუსაკიმ (162r) მეფე ეგჳპტისაჲ იერუსალემად.
14,26 და წარიღო ყოველი ფასი სახლისა მის უფლისაჲ და ფასი სახლისა მის მეფისაჲ და ჰოროლნი იგი ოქროჲსანი, რომელ ქმნა სოლომონ.
14,27 და ქმნა მეფემან რობუამ მის წილ ჯაჭუ-ჭური სპილენძისაჲ და აღიღიან მთავართა მათ წინამცურვალთა, რომელნი სცვედ ბჭეთა სახლისა მეფისათა.
14,28 და არნ, რაჟამს შევალნ მეფე სახლსა მას უფლისასა, აღიღიან იგი წინამცორვალთა მათ და დააყუდიან იგი თეეს წინამცორვალთასა.
14,29 და ნეშტნი სიტყუათა რობუამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა იუდაჲსთასა.
14,30 და ბრძოლა იყო შორის რობუამისა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა.
14,31 და დაიძინა რობუამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა და სახელი (v) დედისა მისისა ნამა ამანიტელი. და მეფობდა აბიუ, ძე მისი, მის წილ.

თავი XV
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

FJS
15,1 და წელსა მას მეათურამეტესა სუფევასა იერობუამისსა, ძისა ნაბატისსა, მეფობდა აბია, ძე რობუამისი, ზედა იუდასა.
15,2 და ექუს წელ მეფობდა იერუსალემს და სახელი დედისა მისისაჲ მააქა, ასული აბესალომისი.
15,3 და ვიდოდა ცოდვასა მამისა თჳსისასა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა, და არა იყო გული მისი სრულ უფლისა ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.
15,4 რამეთუ ჴელითა დავითისათა მისცა უფალმან ღმერთმან ნეშტი იერუსალემსა, რათა დაადგინნეს ძენი მისნი შემდგომად მისა და დაამტკიცოს იერუსალემი,
15,5 ვითარცა ქმნა დავით სამართალი წინაშე უფლისა და არა გარდააქცია ყოვლისაგანვე, რომელ ამცნო მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, გარნა სიტყჳთა მით ჰურია ქეტელისათჳს.
15,6 და ბრძოლა იყო შორის აბიაჲსა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.
15,7 და ნეშტნი სიტყუათა აბიასთანი და (163r) ყოველი, რაცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა მათ იუდასათა. და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა.
15,8 და დაიძინა აბია მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისსა და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ.
15,9 და წელსა მას მეოცესა იერობუამ მეფისა ისრაელისა მეფობდა ასა ზედა იუდასა.
15,10 და ორმეოცდაერთ წელ მეფობდა იერუსალემს და სახელი დედისა მისისაჲ მააქა, ასული აბესალომისი.
15,11 და ქმნა ასა სიმართლე წინაშე უფლისა, ვითარცა დავით, მამამან მისმან.
15,12 და დაამჴუა ძეგლები მის ქუეყანისაჲ და აღჴოცა ყოველი იგი შერეულებაჲ, რომელ ქმნეს მამათა მისთა.
15,13 და მააქა, დედაჲ თჳსი, განიშორა დედოფლებისაგან თჳსისა და კრება-ყო მაღნარსა მას თჳსსა. და მოკაფა ასა ძნელოვანნი მისნი და დაწუა ცეცხლითა ნაღუარევსა მას კედროვნისასა.
15,14 და მაღალნი იგი არა მოსპნა, ხოლო გული მისი სრულ იყო უფლისა თანა ყოველთა დღეთა თჳსთა.
15,15 და მოიხუნა სუეტნი იგი მამისა თჳსისანი (v) და სუეტნი იგი თჳსნი ოქროსა და ვეცხლისანი და შეიხუნა სახლსა მას უფლისასა.
15,16 და წყობა იყო შორის ასაჲსა და შორის ბაასა და მეფესა ისრაელისასა ყოველთა დღეთა მათთა.
15,17 და გამოვიდა ბაას, მეფე ისრაელისა, ზედა იუდასა და აღაშენა რამა, რათა არა იყოს გამოსლვა და შესლვა ასა მეფისა იუდასი.
15,18 და მოიღო ასა ყოველი იგი ოქროჲ და ვეცხლი, რომელი პოვა საფასესა სახლისა უფლისასა და საფასესა სახლისა მის სამეუფოისასა (!) და მისცა იგი ჴელთა მონათა თჳსთასა. და წარავლინნა იგინი ასა მეფემან ძისა მის ადერისსა, ძისა ტაბენრამასა, ძისა იაზელ მეფისა ასურთაჲსა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:
15,19 აღთქუ აღთქუმაჲ ჩემდა და შენ შორის და შორის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა ეგერა, მიგიძღუანე შენ ძღუენი ოქროჲ და ვეცხლი და განაქარვე აღთქუმაჲ შენი, რომელ არს ბაას მეფისა თანა ისრაელისასა, რათა წარვიდეს დღეს ჩემგანცა.
15,20 და ისმინა ძემან ადერ მეფისამან ასაისი და წარავლინა მთა(164r)ვარნი იგი ერისა თჳსისანი ქალაქთა მათ ისრაელისათა და დასცეს ნაინი და დანი და აბელმოჲ სახლისა მის მააქაჲსი და ყოველივე ქენერეთი და ყოველივე ქუეყანა ნეფთალიმისი.
15,21 და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, დააცადა შენებაჲ იგი რამაჲსი და მიიქცა თერსად.
15,22 და მეფემან ასა ამცნო ყოველსა იუდასა, რომელ იყვნეს ენაკიმს, რათა წარმოიხუნენ ქვანი იგი რამაასნი და ძელი მისი, რომელ აშენა ბაას. და აშენა მით მეფემან ასა ყოველნი იგი ბორცუნი ბენიამენისნი და საებგურონი იგი.
15,23 და ნეშტნი სიტუათა ასაისთანი და ყოველი ძალი მისი და ყოველი, რაცა ქმნა, და ქალაქნი იგი ყოველნი, რომელ აღაშენნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდაჲსთასა. ხოლო ჟამსა მას სიბერისა მისისასა ელმოდეს ფერჴნი მისნი.
15,24 და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისსა, და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ.
15,25 და ნაბატ, ძე იერობუამისი, მეფობდა ისრაელსა ზედა წელსა (v) მას მეორესა ასაის, მეფისა იუდასსა. და მეფობდა ისრაელსა ზედა ორ წელ.
15,26 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა მამისა თჳსისათა და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაელი.
15,27 და გარემოადგა ბაასა, ძე აქიაჲსი, სახლსა მას ისაქარისსა და დასცა იგი ბაასა გაბათონს უცხოთესლთასა. და ნაბატ და ყოველი ისრაელი სხდეს გაბათონს.
15,28 და მოკლა იგი ბაასა წელსა მას მეორესა ასა მეფისა იუდაჲსსა და მეფობდა მის წილ ისრაელსა ზედა.
15,29 და იყო, მეფობასა მას მისსა მათ ზედა დასცა ყოველი იგი სახლი იერობუამისი და არა დაუტევა ყოველი მშჳნვიერი სახლისა მის იერობუამისი ვიდრე მოსრვადმდე მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია სელონიტელისათა, -
15,30 ყოველთა მათთჳს ცოდვათა იერობუამისთა, რომელმან ცოდა და აცთუნა ისრაელი განსარისხებელად თჳსა, რომლითა განარისხა უფალი ღმერთი ისრაელისა,
15,31 და ნეშტნი სიტყუათა ნაბატისთანი (165r) და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა მეფეთა ისრაელისათა.
15,32 და იყო ბრძოლაჲ შორის ასასა და შორის ნაბატისსა, მეფისა ისრაელისა, ყოველთა დღეთა მათთა.
15,33 და წელსა მას მესამესა ასა მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ბაასა, ძე აქიაჲსი, ზედა ყოველსა ისრაელსა თერსას, ოცდაოთხ წელ.
15,34 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისსა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაელი.

თავი XVI
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

FJS
16,1 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იუჲსა, ძისა ანანიაჲსსა, და ჰრქუა: ესრე ეტყოდე შენ ბაასს, მეფესა ისრაელისასა, და არქუ:
16,2 ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანასა ზედა და მიგეც შენ წინამძღურად ზედა ერსა ჩემსა ისრაელსა, ხჳდოდე შენ გზათა მათ იერობუამისთა და აცთუნე ერი ჩემი ისრაელი განრისხებად ჩემდა ამაოებითა მით თჳსითა,
16,3 და, აჰა, მე აღვადგინო შემდგომად ბაასისა ზედა სახლისა მისისა და მივსცე სახლი მისი, ვითარცა იორობოამისი, ძისა ნაბატისი.
16,4 მომკუდარნი ბაასისნი ქალაქსა შინა შეჭამნენ (v) ძაღლთა, რომელი მოკუდეს მისი ველსა, შეჭამნენ მფრინველთა ცისათა.
16,5 და ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა მათ ისრაელისათა.
16,6 და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას, და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.
16,7 ჴელითა იუჲს ძისა ანანიაჲს წინასწარმეტყუელისაჲთა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოველსა მას უკეთურებასა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.
16,8 წელსა ოცდამეექუსესა მეფისა იუდაჲსსა, და ელა, ძე ბაასისი, მეფობდა ისრაელსა ზედა, თერსას, ორ წელ.
16,9 და აღდგა ზამბრი მის ზედა, მონა თჳსი, რომელ-იგი იყო მთავარ ზოგთა ზედა ჭურვილთა მისთა, და იგი სუმეულ იყო სახლსა მას ასარისსა, ეზოსმოძღურისა, თერსას.
16,10 და შევიდა ზამბრი(166r), სცა და მოკლა; წელსა მას ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდასსა, მეფობდა ზამბრი ელაჲს წილ.
16,11 და იყო მეფობასა მას მისსა და დაჯდომად საყდარსა თჳსსა, დასცა ყოველი იგი სახლი ბაასისი და არა დაუტევა მისი, რომელი აფსმიდისმცა კედელსა და შემორენი მისნი და მეგობარნი მისნი.
16,12 და აჴოცა ზამბრი ყოველი იგი სახლი ბაასისი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ზედა სახლსა ბაასისსა ჴელითა იუ წინასწარმეტყუელისაჲთა.
16,13 ყოველთა მათთჳს ცოდვათა ბაასისთა და ჰელაჲს, ძისა მისისათა, რომელ ცოდა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაელი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაელისა ამაოებითა თჳსითა.
16,14 და ნეშტნი სიტყუათა ჰელაჲსთანი და ყოველივე, რაჲცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან, წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეუფეთა ისრაელისათა.
16,15 წელსა ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდაჲსსა მეფობდა ზამბრი შჳდ წელ თერსას და ბანაკი იგი ისრაელისაჲ იყო გაბათონს უცხოთესლთასა.
16,16 და ესმა ერსა მას ბანაკისასა და თქუეს: მიეტევა ზამბრი ელას ზედა და მოკლა იგი, დაიდგინა (v) მეფედ ისრაელმან ზამბრი, ერისთავი იგი ისრაელისაჲ, მას დღესა შინა ბანაკსა მას.
16,17 და განვიდა ზამბრი და ყოველი ისრაელი მის თანა გაბათონით და გარემოადგა თერსასა.
16,18 და იყო, ვითარცა იხილა ზამბრი, ვითარმედ გამოაქუს ქალაქი იგი, შევიდა სენაკსა ერთსა სახლისა მის მეფისასა და დაიწუა ზედა თჳსსა სახლი იგი მეფისა და მოკუდა
16,19 ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა სლვად გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა მისსა, რომელ ქმნა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაელი.
16,20 და ნეშტნი სიტყუათა ზამბრისთანი და კრებაჲ, რომელ შეკრბა მისა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაელისათა.
16,21 მას ჟამსა განიყო ერი იგი ისრაელისაჲ და ზოგი ერისაჲ შეუდგა თაბენის, ძესა გონოთისსა, დადგინებად მისა მეფედ და ზოგი ერისა მის შეუდგა ამრის.
16,22 და სძლო ერმან მან, რომელ შეუდგა ამრის, და მოუძლურდა ერი იგი, რომელი შეუდგა თამნის, ძესა გონოთისსა, და მოკუდა თამნი და იორამ, ძმაჲ მისი, მას ჟამსა, და მეფობდა ამრი შემდგომად თამნისა.
16,23 წელსა მას ოცდამეათერთმეტესა ასა მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ამრი ზედა ისრაელსა ათორმეტ წელ და თერსას მეფობდა ექუს წელ.
16,24 და მოიგო ამრი მთაჲ იგი სომორონ სემერაჲსგან, უფლისა მის მთისაჲსა, ორითა სასწორითა ვეცხლითა. და აღაშენა მთაჲ იგი და უწოდა მთასა მას სახელი, რომელ აღაშენა, სახელსა მას სემერასსა, უფლისა მის მთისასა, სომორონ.
16,25 და ქმნა ამრი (!) ბოროტი წინაშე უფლისა და განბოროტნა უფროჲს ყოველთასა, რომელნი წინა იყვნეს მისა.
16,26 და ვიდოდა ყოველთა გზათა მათ იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაელი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაელისა ამაოებითა თჳსითა.
16,27 და ნეშტნი სიტყუათა ამრისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ყოველნი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეფეთა ისრაელისათა.
16,28 და დაიძინა ამრი (v) მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ.
16,29 და აქაბ, ძე ამრისი, მეფობდა ისრაელსა ზედა წელსა მას ოცდამეათვრემეტესა ასა მეფისა იუდასსა. მეფობდა აქაბ, ძე ამრისი, ზედა ისრაელსა და სამარიას ოცდაორ წელ.
16,30 და ქმნა აქაბ, ძემან ამრისმან, ბოროტი წინაშე უფლისა უმეტეს ყოველთა წინანდელთასა.
16,31 და არა მოაკლო სლვად ცოდვასა მას იერობუამისსა, ძისა ნაბატისსა, და მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული იობალასი, მეფისა სიდონელთაჲსაჲ. და წარვიდა აქაბ და ჰმონა ბაალსა და თაყუანის-სცა მას.
16,32 და აღუშენა საკურთხეველი ბაალსა სახლსა საძაგელთასა, რომელ აშენა სამარიას.
16,33 და აშენა მაღნარნი და შესძინა აქაბ განრისხებად უფლისა ღმრთისა ისრაელისა უმეტეს ყოველთა მათ მეფეთა ისრაელისათა, რომელ იყვნეს წინა მისა.
16,34 დღეთა მისთა აღაშენა აქიელ ბეთელელმან იერიქოჲ, აბირონით, პირმშოჲთა მით მისითა დააბა საძირკუველი მისი და სეგობით, მწემითა მით, აღჰმართნა ბჭენი მისნი მსგავსად სიტყჳსა (168r) მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუს, ძისა ნავესითა.

თავი XVII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

FJS
17,1 და ჰრქუა ელია წინასწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზბიტით გალადიისაჲთ, აქაბს; ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაელისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცუარი გინა წჳმაჲ ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.
17,2 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ელიაჲსა და ჰრქუა:
17,3 წარვედ ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღუარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა.
17,4 და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღუარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ.
17,5 და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისაჲთა და მივიდა და დაჯდა ნაღუარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა.
17,6 და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა და ჴორცსა: განთიად-პურსა და ჴორცსა-მწუხრად, და ნაღუარევისა მისგან სუმიდა წყალსა.
17,7 და იყო შემდგომად დღეთა მათ, და განჴმა ნაღუარევი იგი და არა იყო წჳმაჲ ქუეყანასა ზედა (v).
17,8 და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა:
17,9 აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიაჲსსა და დაჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.
17,10 და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა; და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი კრებდა შეშასა, და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭრითა წყალი და ვსუა.
17,11 და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკუანა ელია და ჰრქუა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.
17,12 და ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ პური და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა. და, აჰა, შევკრებ შეშასა ამას და შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.
17,13 და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შექმენ მსგავსად სიტყჳსა მაგის შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზაჲ ერთი მცირე და მომართუ მე და მერმე ჰქმნე შენდა (169r) და ყრმათა შენთათჳს.
17,14 რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა.
17,15 და წარვიდა დედაკაცი იგი სიტყჳსა მისებრ ელიაჲსისა: მოართუა და ჭამა მან და შვილთა მისთა.
17,16 და მიერ დღითგან არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთასა მას არა მოაკლდა ზეთი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ელიაჲსითა.
17,17 და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ დასნეულდა ძე დედოფლისა მის სახლისა და იყო სენი იგი ძნელ ფრიად, ვიდრე არა დაშთა სამშჳნველიცა მის თანა.
17,18 და ჰრქუა ელიას: რაჲ ძეს შენი და ჩემი, კაცო ღმრთისაო? შემოხუედ ჩე6მდა აღჴსენებად უწესოებათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა?
17,19 და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც აქა შვილი ეგე შენი! და მოიქუა იგი მჴართაგან მისთა და აღიყვანა ქორსა მას, რომელსა (v) იყოფოდა იგი, და დადვა ცხედარსა მას თჳსსა.
17,20 და ღაღად-ყო ელია და თქუა: ჵ, უფალო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ! შენ ჰგუემე ძე მაგისი სიკუდილითა?
17,21 და დაჰბერა სამგზის ყრმასა მას და ხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო! მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამისი ამისავე. და იყო ეგრე.
17,22 და ისმინა უფალმან ღაღადებაჲ ელიასი და მოიქცა სამშჳნველი ყრმისა მის გვამადვე მისა და განცოცხლდა.
17,23 და გარდამოიყვანა ელია ყრმაჲ იგი ქორისა მისგან სახიდ და მისცა დედასა თჳსსა და ჰრქუა ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძე ეგე შენი.
17,24 და ჰრქუა ელიას დედაკაცმან მან: აჰა, აწ უწყი, რამეთუ კაცი ღმრთისაჲ ხარი შენ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.

თავი XVIII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46

FJS
18,1 და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისაჲ იყო ელიაჲსა წელსა მას მეორესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმაჲ პირსა ზედა ქუეყანისასა.
18,2 და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა, და სიყმილი იგი განსასტიკებულ იყო სამარიას.
18,3 (170r) და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად.
18,4 და იყო მოსრვასა მას იეზაბელისსა წინასწარმეტყუელთა მათ უფლისათა, დამალა აბდია ასი კაცი წინასწარმეტყუელთაგანი ერგასის-ერგასისი თითოსა ქუაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა.
18,5 და ჰრქუა მეფემან აქაბ აბდიას: მოვედ და ვიქცეოდით ყოველსა მას ქუეყანასა წყაროჲსთავთა წყალთასა და ნაღუარევთა და ჰე-ღა-მე თუ ვპოოთ საძოვარი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი, რათა არა აღიჴოცნენ ჩუენგან ყოვლადვე საცხოვარნი.
18,6 და განიყვნეს სლვად გზათა მათ: აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია - სხუასა გზასა მარტო.
18,7 და აბდიას, გზასა ზედა შეემთხჳა ელია წინა მისა მარტო. და ისწრაფა აბდია და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა: შენ ხარ, უფალო ჩემო, ელია?
18,8 და ჰრქუა ელია: მე ვარ! მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა ესერა, არს ელია.
18,9 და ჰრქუა აბდია: რაჲ შეგცოდე, რამეთუ შემაგდებ მე, მონასა შენსა (v), ხელთა აქაბისთა მოკლვად?
18,10 ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, რამეთუ არა არს ნათესავი და არცა მეუფებაჲ, რომელსა არა მიავლინა უფალმან ჩემმან ძიებად შენდა (11) და ჰრქუეს, ვითარმედ: «არსადა არს». და მოწუა მეუფებაჲ იგი და სოფელი მათი, რამეთუ არა გპოვეს შენ.
18,11 და აწ შენ იტყჳ, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა ესერა, არს ელია.
18,12 და თუ წარვიდე მე შენგან და სულმან უფლისამან აღგიღოს შენ ქუეყანით (!), რომელ არა ვიცოდე, და მივიდე და უთხრა აქაბს და არა გპოოს შენ, მომკლას მე. და მონაჲ შენი მოშიში უფლისაჲ არს სიყრმითგან თჳსით.
18,13 და არა მიეთხრა უფალსა ჩემსა, რა-იგი ვყავ მე მოწყუედასა მას იეზაბელისსა წინასწარმეტყუელთა მათ უფლისათა: მე დავმალე წინასწარმეტყუელთაგან მათ უფლისათა ასი კაცი ერგასის-ერგასისი თითოსა ქუაბსა და გამოვზარდენ იგინი პურითა და წყლითა?
18,14 და აწ შენ მეტყჳ მე, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: ელია არს და (171r) მომკლას მე.
18,15 და ჰრქუა ელია: ცხოველ არს უფალი ძალთაჲ, რომლისა ვდეგ წინაშე მისა, რამეთუ დღეს ვეჩუენო მას.
18,16 და წარვიდა აბდია და მიეგებვოდა აქაბს და უთხრა მას; აღირბინა აქაბ და მიეგებვოდა ელიას.
18,17 და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა აქაბ ელიას: შენ ხარა მარღუე ისრაელისაჲ?
18,18 და ჰრქუა ელია: არა მე ვარ მარღუე ისრაელისაჲ, არამედ - შენ და სახლი მამისა შენისაჲ, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კუალსა ბაალისსა.
18,19 და აწ წარავლინე და მოკრიბე ჩემდა ყოველი ისრაელი მთასა მას კარმელსა და წინასწარმეტყუელნი იგი ბაალისნი ოთხასდაერგასისნი, წინასწარმეტყუელნი იგი მაღნარისანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა.
18,20 და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაელსა და შეკრიბნა წინასწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.
18,21 და მოიკრიბა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის ჰკელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას, და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კუალსა მისსა (v). და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.
18,22 და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტოჲ დაშთომილ ვარ წინასწარმეტყუელი უფლისაჲ და წინასწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი - კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინასწარმეტყუელნი მაღნართანი - ოთხასნი:
18,23 აწ მოგუცენით ჩუენ ორნი ზუარაკნი და გამოირჩიეთ ერთი იგი მათა და განაგედ ასოეულად და დადვედ ზედა შეშასა და ცეცხლსა ნუ შეახებედ; და მე ვყო ერთი იგი ზუარაკი და დავდვა ზედა შეშასა და ცეცხლი არა მივაახლო.
18,24 და ხადოდეთ სახელსა ღმერთთა თქუენთასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა. და იყოს ღმერთი, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, - იგი არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ.
18,25 და ჰრქუა ელია წინასწარმეტყუელთა მათ სირცხჳლისათა: გამოირჩიეთ თქუენდად ზუარაკი ერთი და ყავთ პირველ, რამეთუ თქუენ უმრავლეს ხართ, და ხადოდეთ სახელსა მას ღმერთთა თქუენთასა და ცეცხლსა ნუ შეახებთ.
18,26 და მიიბეს ზუარაკი იგი, (172r) რომელ მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ჰხადოდეს სახელსა ბაალისსა ცისკრითგან ვიდრე სამხრადმდე და იტყოდეს: ისმინე ჩუენი, ბაალ, ისმინე ჩუენი! და არა იყო მათა ჴმაჲ და არცა სმენა და რბიოდეს გარემო საკურთხეველსა მას, რომელ ქმნეს.
18,27 და იყო სამხრის ოდენ და განბასრნა იგინი ელია თეზბიტელმან და ჰრქუა: მაღლად-რე უჴმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუთუ განსცხრებოდის რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და აღდგეს.
18,28 და უჴმობდეს ჴმითა დიდითა და იჴაჴდეს მსგავსად შჯულისა მათისა მახჳლითა და დანაკითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა.
18,29 და იყო, ვითარ გარდაჴდა სამხარი და წინასწარმეტყუელებდეს ვიდრე ჟამადმდე მსხუერპლის შეწირვისა და არა იყო მუნ ჴმაჲ. და ეტყოდა ელია წინასწარმეტყუელთა მათ საძაგელებისათა და ჰრქუა: გარემიდეგით და აწ მე ვყო შესაწირავი იგი ჩემი. და გან-რე-დგეს და წარვიდეს.
18,30 და ჰრქუა ელია ერსა მას: მომეახლენით მე! და მიეახლნეს ყოველი ერი მისა და აღჰმართა საკურთხეველი იგი უფლისაჲ დამჴობილი.
18,31 და მოიხუნა ელია (v) ათორმეტნი ქვანი მსგავსად რიცხჳსა მის ძეთა მათ ისრაელისათა, ვითარცა ეტყოდა მას უფალი, და ჰრქუა: ისრაელ, იყავნ სახელი შენი!
18,32 და აღაშენა ქვანი იგი სახელად უფლისა და ქმნა ტაბლაჲ, რომელმანცა შთაისხა ორი გრივი თესლი გარემოჲს საკურთხეველსა მას.
18,33 და დააზჳნა შეშაჲ იგი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა, და განაგო ასოეულად ზუარაკი იგი და ზდადვა ზედა შეშასა მას და აღზჳნა ზედა საკურთხეველსა მას.
18,34 და ჰრქუა: მომართუთ მე ოთხითა ლაგჳნითა წყალი და დაასხით ზედა შესაწირავსა მაგას და შეშასა. და ჰრქუა: დაასხით! და დაასხეს; და თქუა: მეორედ: დაასხით! და დაასხეს; თქუა მესამედ: დაასხით! და დაასხეს.
18,35 დამოვიდოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და აღავსეს ტბაჲ იგი წყლითა.
18,36 და იყო, ჟამსა ოდენ შეწირვისასა მსხუერპლისა მის ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და ისრაელისაო! დღეს ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ისრაელისა და მე მონა შენი. მე ვქმენ საქმე ესე.
18,37 ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი ცეცხლითა და ცნას ერმან ამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და შენ გარე-მიაქ(173r)ციე გული ერისა ამის მართლუკუნ.
18,38 და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისამიერი ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშა იგი, და მიწაჲ იგი და წყალი იგი, რომელ დგა ტბასა მას, აღწბა ცეცხლმან მან.
18,39 ვითარცა იხილა ყოველმან მან ერმან, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ნანდჳლვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი.
18,40 და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინასწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუმცა ვინ განმერების მათგანი ნუცა ერთი! და შეიპყრნეს იგინი და შთაიყვანნა იგინი ელია ნაღუარევსა მას კიშონისასა და მოსრნა იგინი მუნ.
18,41 და ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ბგერისა წჳმისაჲ არს.
18,42 და აღვიდა აქაბ ჭამად და სუმად და ელია აღჴდა თავსა მთისა მის კარმელისასა და დადრკა ქუეყანად და დადვა პირი თჳსი ზედა მუჴლთა თჳსთა.
18,43 და ჰრქუა ყრმასა მას თჳსსა: აღდეგ და მიხედენ გზასა მას ზღჳთ კერძო. და აღჴდა და მიხედნა ყრმამან მან და ჰრქუა: არარა არს! და ჰრქუა ელია ყრმასა მას: მიიქეც და მიჰ(v)ხედენ შჳდგზის და მიიქცა ყრმაჲ იგი შჳდგზის.
18,44 და იყო მეშჳდესა მას ჯერსა და, აჰა, ღრუბელი ერთი მცირე, ვითარცა ნები კაცისაჲ, და აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ. და ჰრქუა: მივედ და არქუ აქაბს: აღმზადენ ეტლნი შენნი და შთავედ, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ.
18,45 და იყო, ვითარცა-იგი მიმოიქცეოდა, ცაჲ დაბნელდა ღრუბლითა და ქარითა და იყო წჳმაჲ ძლიერი. და ტიროდა აქაბ და მიდიოდა იეზრაელად.
18,46 და ჴელი უფლისაჲ იყო ელიაჲს ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისსა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელდ.

თავი XIX
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

FJS
19,1 და უთხრა აქაბ იეზაბელს, ცოლსა თჳსსა, ყოველი იგი, რაჲცა ყო ელია, და ვითარ მოსწყჳდნა ყოველნი იგი წინასწარმეტყუელნი მახჳლითა.
19,2 და წარავლინნა იეზაბელ ელიასა მოციქულნი და ჰრქუა: უკეთუ შენ ელია ხარ და მე იეზაბელ, ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა და ესე შემძინენ, უკეთუ არა ხვალე ამასვე ჟამსა დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისაჲ.
19,3 და შეეშინა ელიას(174r) და აღდგა და წარვიდა გულისსიტყჳთ და მივიდა ბერსაბედ, ქუეყანასა მას იუდაჲსსა, და დაუტევა მუნ ყრმაჲ იგი თჳსი.
19,4 და იგი წარვიდა დღისა ერთისა სავალსა უდაბნოდ და მივიდა და დაჯდა ბელეკონსა ერთსა ქუეშე და ითხოვა სიკუდილი თავისა თჳსისაჲ და თქუა: კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა მათ ჩემთა.
19,5 დაწვა და დაიძინა ნერგსა ერთსა ქუეშე და, აჰა, შე-ვინმე-ახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ღამე.
19,6 და აღიხილა ელია და, აჰა, სთუნლით მისა ჴუეზაჲ ერთი ასლისაჲ და წყალი სტამნითა. და აღდგა, ჭამა და სუა და მიიძინა მუნვე.
19,7 და მიეახლა კუალად ანგელოზი უფლისაღ და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე, რამეთუ გრძელ არს შენდა გზა იგი.
19,8 და აღდგა, ჭამა და სუა და წარვიდა ძალითა მით ჭამადისაჲთა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, ვიდრე მიწევნადმდე მთასა მას ღმრთისასა ქორებდ.
19,9 და შევიდა მუნ ქუაბსა მას და დაადგრა მუნ და, აჰა, სიტყუაჲ უფლისაჲ იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ (v) შენ აქა, ელია?
19,10 და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისაჲ, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
19,11 და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა. და, აჰა, უფალი წარვიდოდის, და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა - და არა ქარსა მას უფალი; და შემდგომად ქარისა მის ძრვა და არა ძრვასა მას უფალი;
19,12 და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი და არა ცეცხლსა მას უფალი; და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისაჲ(13) და მას შინა უფალი.
19,13 და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქუაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?
19,14 და თქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ყოვლისამპყრობელისაჲ (175r), რამეთუ დაუტევეს აღთქუმაჲ შენი ძეთა ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაარღჳვნეს და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
19,15 და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა უდაბნოჲსასა დამასკეთ კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა.
19,16 და ეუს, ძესა ნამესიაჲსსა, მეფედ ისრაელსა ზედა და ელისეს, ძესა საფატისსა, აბელ მაულელსა, სცხო წინასწარმეტყუელად შენ წილ.
19,17 და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისსა, მოკლას იგი ეუ, და რომელი განერეს მახჳლსა ეუსსა, მოკლას იგი ელისე.
19,18 და დაუტეო ჩემდა ისრაელისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელსა არა თაყუანის-ეცეს მას.
19,19 და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისა, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა. და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი (175v) მისი მის ზედა.
19,20 და დაუტევნა ელისა ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიაჲსა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას ელია: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ.
19,21 და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართაღ მათ და დაწყჳდა საქმრითა მით ჴართათა და მოამზადა და მისცა ერსა მას და ჭამეს. და აღდგა ელისა და შეუდგა და მსახურებდა მას.

თავი XX (XXI)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

FJS
20,1 და ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, შეიკრიბა ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა და ყოველნი საჴედარნი მის თანა და ეტლნი. და წარვიდეს სამარიად და ჰბრძოდეს მას.
20,2 და წარავლინნა მის თანა მოციქულნი აქაბ მეფისა ისრაელისა ქალაქსა მას.
20,3 და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს ძე ადერისი: ვეცხლი შენი და ოქროჲ შენი თჳთ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი შენნი ქმნულკეთილნი თჳთ ჩემნი არიან.
20,4 მიუგო მეფემან ისრაელისამან და ჰრქუა: ვითარცა სთქუ, უფალო ჩემო, მეფე, შენი ვარ მე და ყოველივე (176r) ჩემი შენი არს.
20,5 და მიიქცეს მოციქულნი იგი, მიუთხრეს და მოიქცეს აქაბისავე და ჰრქუეს: ესრე იტყჳს ძე ადერისი: «მე მივავლინე, რათამცა ვეცხლი შენი და ოქროჲ შენი და ცოლნი შენნი და შვილნი შენნი მომიძღუანენ»,
20,6 ხოლო ხვალე ამასვე ჟამსა მივავლინნე მონანი ჩემნი და აღიხილონ სახლი შენი და სახლნი მონათა შენთანი. და იყოს, რაჲ სათნო უჩნდეს წინაშე თუალთა მათთა, მიყონ ჴელი თჳსი და მოიღონ.
20,7 და მოუწოდა მეფემან ისრაელისამან ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქუეყანისათა და ჰრქუა: უწყოდეთ, რამეთუ ძჳრსა რასმე ეძიებს იგი. და მოავლინა ჩემდა ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს, რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი არა დავაყენე მისგან.
20,8 ჰრქუეს მას მოხუცებულთა მათ და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ და ნუცა თავს-იდებ.
20,9 და ჰრქუა მოციქულთა მათ ძისა ადერისთა: არქუთ უფალსა მას თქუენსა მეფესა: ყოველივე, რაჲ მრქუა მონასა შენსა, ვყო პირ(v)ველსა მას ჯერსა, ხოლო ეგე სიტყუაჲ ვერა ვყო. და მიიქცეს კაცნი იგი და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი.
20,10 და მიავლინა მისა ძემან ადერისმან და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა მათ ჩემთა და ესე და ესე შემძინენ, უკუეთუ ეყოს მიწაჲ ქუეყანისა შენისაჲ ჴელთა ერისა ჩემისა მკჳრცხლისათა.
20,11 მიუგო მეფემან ისრაელისამან და ჰრქუა: კმა არს, აწ ნუღარა იქადინ მღუნავი იგი, ვითარცა მართალი.
20,12 და იყო ვითარცა მიუგო მას სიტყუაჲ ესე, და იგი შეოდენ-ღვინებულ იყო და ყოველნი იგი მეფენი მის თანა კარავსა შინა. ჰრქუა მონათა თჳსთა: მოადგთ პატნეზი! და მოადგეს პატნეზი გარემო ქალაქსა მას.
20,13 და, აჰა, წინასწარმეტყუელი ერთი მივიდა აქაბ მეფისა ისრაელისა და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: იხილე აწ დიდი ესე ამბოხი და, აჰა, მე მივსცნე იგინი ჴელთა შენთა დღეს და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.
20,14 და თქუა აქაბ: რათამე? და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: ყრმებითა სოფლისა მის მთავართაჲთა(177r) და ჰრქუა აქაბ: ვინ მიეტეოს პირველ ღუაწლსა ამას?
20,15 და აღრაცხნა მონანი იგი მთავართანი და იპოვნეს ორას ოცდაათ. და მერმე აღრაცხნა ყოველი იგი ერი და ყოველნი ძენი ძლიერებისანი და იყვნეს შჳდ ათას.
20,16 და განვიდა შუა სამხარსა ოდენ და ძე იგი ადერისი შე-ოდენ-ღჳნებულ იყო და დამთრვალ სოკქოთს იგი თავადი და ათორმეტნი მეფენი შემწენი მისნი.
20,17 და განვიდეს პირველ ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და უთხრეს ძესა ადერისსა და ჰრქუეს, ვითარმედ: კაცნი გამოვიდეს სამარიაჲთ.
20,18 და ჰრქუა მათ: მშჳდობით თუ გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი და თუ ბრძოლად გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი.
20,19 და განვიდეს ქალაქისა მისგან ყრმები მთავართა მათ სოფლებისათა და ერი იგი შეუდგა მათ.
20,20 სცეს თჳთეულად, ვისცა შეემთხუეოდეს, და სივლტოლად იქცეს ასურასტანელნი იგი ისრაიტელთა მათგან და განერა ძე ადერისი, მეფე ას(v)ურასტანისაჲ, აღმჴედრებული სამითა მჴედრითა.
20,21 და გამოვიდა მეფე იგი ისრაელისაჲ და დაჰყარა ეტლები მათი და საჴედარნი მათნი და დასცნა ასურასტანელნი იგი დაცემითა დიდითა.
20,22 * და მივიდა წინასწარმეტყუელი მეფისა მის ისრაელისა და ჰრქუა მას: განძლიერდი და უწყოდე და იხილე, რაჲ ჰყო, რამეთუ შემდგომად ამის წელიწდისა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისაჲ, გამოსლვად არს შენ ზედა.
20,23 და მონანი მეფისა მის ასურასტანელისანი ეტყჳან მას: ღმერთი მთათაჲ არს ღმერთი იგი ისრაელისაჲ და არა ღმერთი ველთაჲ და მისთჳს გუძლეს ჩუენ. უკუეთუ ვეწყვნეთ მართლ ადგილსა, ვსძლოთ მათ.
20,24 და აწ ჰყო მსგავსად სიტყჳსა ამის: გარდაადგინენ მეფენი ეგე ადგილით თჳსით და დაადგინენ მათ წილ მთავარნი.
20,25 და აღედგინოს შენ ერი ერისა ამის წილ, რომელ განგეჴუა შენ, და საჴედარნი საჴედართა მათ წილ და ეტლნი ეტლთა მათ წილ და სცე მათ ბრძოლად ველსა და სძლო მას. და მიერჩდა ჴმასა მისსა და ყო ეგრე.
20,26 და იყო, შემდგომად (178r) მის წლისა ახილვა-ყო ძემან ადერისმან ასურასტანისა და გამოვიდა აფეკდ წყობად ისრაელისა.
20,27 და ძეთა მათ ისრაელისათა ახილვა-ყვეს და განიგუნდნეს ორგან და მიეგებვოდეს წინა მათსა ბრძოლად და ძენი იგი ისრაელისანი იყვნეს წინა მათსა, ვითარცა ორნი სამწყსონი თხათანი, ხოლო ასურთა მათ აღავსეს ქუეყანაჲ იგი.
20,28 * და მივიდა კაცი იგი ღმრთისაჲ და ჰრქუა მეფესა მას ისრაელისასა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ თქუეს ასურთა მათ, ვითარმედ: ღმერთი მთათაჲ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ და არა ღმერთი ველთაჲ, მე მიგცე დღეს ერი იგი დიდი ჴელთა შენთა და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.
20,29 და დაიბანაკეს პირისპირ მათსა შჳდ დღე. და იყო, შემდგომად შჳდისა მის დღისა განეწყუნეს ბრძოლად და დასცა ისრაელმან ასურასტანელთაჲ მათ ასი ათასი მკჳრცხლთაჲ ერთსა შინა დღესა.
20,30 და ნეშტი იგი მიივლტოდეს აფეკად, ქალაქსა თჳსსა. და დაეცა ზღუდე იგი ოცდაშჳდი ათასთა მათ ზედა კაცთა ნეშტთა და ძე (v) იგი ადერისი ივლტოდა და შეივლტოდა სახიდ თჳსა სენაკითი სენაკად.
20,31 და ჰრქუეს მონათა მათ თჳსთა: აჰა ესერა, უწყით, რამეთუ მეფენი სახლისა მის ისრაელისანი მოწყალე არიან; აწ შთავიცუათ ძაძა და მოვიდვათ საბელი თავსა და განვიდეთ მეფისა მის ისრაელისა, გან-ხოლო თუ-არინნეს თავნი ჩუენნი.
20,32 და შთაიცუეს ძაძაჲ და მოიდვეს საბელი თავსა თჳსსა და ჰრქუეს მეფესა მას ისრაელისასა: მონაჲ შენი, ძე ადერისი, ესრე იტყჳს: ცხოვნდინ თავი ჩემი. და ჰრქუა აქაბ: ცოცხალღა თუ არს? ძმაჲ ჩემი არს.
20,33 და კაცთა მათ დაიზმნეს და გულისჴმა-ყვეს და მოისმინეს სიტყუაჲ პირისაგან მისისა და ჰრქუეს: ძმაჲ შენი, ძე ადერისი, აქა არს. და ჰრქუა აქაბ: შევედით და გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა მისა ძე ადერისი და აღსუა იგი ეტლთა მათ მისთა თანა.
20,34 და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან აქაბს: ქალაქნი იგი, რომელ დაიპყრნა მამამან ჩემმან მამისაგან შენისა, კუალად გაგო შენდავე. და დასდვა ხარკი დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან ხარკი სამარიასა, და მე აღთქუმა ვყო შენ თანა. და დადვა აღთქუმაჲ (179r) მის თანა. და განუტევა იგი და წარვიდა.
20,35 და კაცმან ერთმან ძეთა მათ წინასწარმეტყუელთაგანმან ჰრქუა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისათა: მომკალ მე! და არა ინება მან მოკლვად მისა.
20,36 ხოლო ჰრქუა მას: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისა, აჰა, ვითარ წარხჳდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან. და ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა იგი ლომმან და მოკლა იგი.
20,37 და მიემთხჳა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მომკალ მე! და სცა მას კაცმან მან და დალეწა.
20,38 და მოვიდა წინასწარმეტყუელი და დადგა წინაშე მეფისა მის ისრაელისასა გზასა ზედა და დაიხურნა თუალნი თჳსნი.
20,39 და იყო, ვითარცა წარმოვიდოდა მეფე, და მან ღაღად-ყო მეფისა მიმართ და თქუა: მონაჲ შენი განვიდა ერსა თანა ღუაწლსა და, აჰა, კაცმან ერთმან მოიყვანა ჩემდა კაცი და მრქუა: დამიმარხე კაცი ეგე. უკუეთუ განრინებით განგერეს, იყოს თავი შენი თავისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ერთი ვეცხლისა მომიწონო მე.
20,40 და იყო, ვიდრე მონაჲ შენი იქი და აქა ვხედევდ, და იგი არა უწყი, ვიდრე ჴდა. და ჰრქუა (v) მეფემან ისრაელისამან მას: აჰა, შენცა სტყუვი ჩემდა მომართ, მო-სამე-ჰკალ.
20,41 და ისწრაფა და უკუნ-იჴადა საბურველი იგი თუალთაგან მისთა და იცნა იგი მეფემან ისრაელისამან, ვითარმედ წინასწარმეტყუელთაგანი არს იგი.
20,42 და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განუტევე შენ კაცი წარსაწყმედელი ჴელთაგან შენთა, იყავნ თავი შენი თავისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.
20,43 და წარვიდა მეფე ისრაელისაჲ სახიდ თჳსა მწუხარე და დაჴსნილი და მივიდა სამარიად.

თავი XXI (XX)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

FJS
21,1 და იყო შემდგომად ამათ სიტყუათა და ვენაჴი ერთი იყო ნაბუთესი იეზრაიტელისაჲ, მახლობელად კალოსა მას აქაბისსა, მეფისა მის სამარიტელთასა.
21,2 და ეტყოდა მეფე ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც მე ვენაჴი შენი, რათა იყოს მტილად ჩემდა სამხლედ, რამეთუ მახლობელცა არს ჩემდა სახლსა და მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი უმჯობესი მაგისსა; უკეთუ კულა გნებავს, შენ მიგცე ვეცხლი სასყიდლად მაგისსა და იყოს მტილად ჩემდა სამხლედ.
21,3 და ჰრქუა ნაბუთე მეფესა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა (180r) ღმრთისა ჩემისაგან, ვითარცა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთაჲ.
21,4 და შევიდა აქაბ მწუხარე და გულმწყრალი სიტყუათა მათთჳს ნაბუთე იეზრაიტელისათა, რამეთუ ჰრქუა მას: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა. და მიწვა იგი ცხედარსა თჳსსა და დაიხურა პირი თჳსი და არა ჭამა პური.
21,5 და შევიდა მისა იეზაბელ, ცოლი თჳსი, ეტყოდა მას და ჰრქუა: რაჲსა მწუხარე არს სული შენი და არა სჭამ პურსა?
21,6 და თქუა: ამისთჳს, რამეთუ ვეტყოდე ნაბუთეს იზრაიტელსა, ვითარმედ: მომეც ვენახი შენი ვეცხლად სასყიდლად და უკუეთუ გნებავს, მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი მაგის წილ. და თქუა: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა.
21,7 და ჰრქუა მას იეზაბელ, ცოლმან მისმან: აწ ეგრეთ ჰყოა შენ მეფობაჲ ეგე შენი ისრაელსა ზედა? აწ აღდეგ და ჭამე პური და განიფრთხვე და მე მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბუთესი იზრაიტელისაჲ.
21,8 და მიწერა ჰროარდაგი სახელად აქაბისა და დაჰბეჭდა ბეჭდითა მისითა და მიუძღუანა მოხუცებულთა მათ და აზნაურთა მის ქალაქისათა, (v) რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ნაბუთეს თანა.
21,9 და წერილ იყო ჰროარდაგსა მას ესრეთ: იმარხეთ მარხვაჲ და დასუთ ნაბუთე მთავრად ერსა მაგას.
21,10 და დასხენით ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, პირისპირ მისა და შესწამონ მას და ჰრქუან, ვითარმედ: აკურთხა ნაბუთე ღმერთი და მეფე. და განიყვანეთ იგი და დაჰკრიბეთ ქვაჲ და მოკუედინ.
21,11 და ყვეს მოხუცებულთა მის ქალაქისათა და აზნაურთა, რომელნი სხდეს ქალაქსა მას შინა, ვითარცა მიევლინა მათა იეზაბელს და ვითარცა წერილ იყო ჰროარდაგსა მას.
21,12 განუწესეს მარხვაჲ და დასუეს ნაბუთე მთავრად ერსა მას.
21,13 და მივიდეს ორნი კაცნი, ძენი უშუჯლოებისანი, და დასხდეს პირისპირ მისა; და შესწამეს კაცთა მათ განდგომილთა ნაბუთეს წინაშე ყოვლისა ამის ერისა და ჰრქუეს: აკურთხე (sic), ნაბუთე, ღმერთი და მეფე. და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა მას და დაჰკრიბეს მას ქვა და მოკუდა.
21,14 და წარავლინეს იეზაბელისა და ჰრქუეს: დაიქოლა ნაბუთე ქვითა და მოკუდა.
21,15 და იყო, ვითარცა ესმა იეზაბელს, რამეთუ ქვადაკრებულ იქმნა ნაბოთე და მოკუდა, ჰრქუა იეზაბელ აქაბს: აღდეგ და დაიმკჳდრე ვენაჴი იგი (181r) ნაბუთესი იეზრაიტელისაჲ, რომელი არა მოგცა შენ ვეცხლად, რამეთუ არა არს ნაბუთე ცოცხალ, არამედ მოკუდა.
21,16 და იყო, ვითარცა ესმა აქაბს, ვითარმედ მოკუდა ნაბუთე იეზრაიტელი, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცუა ძაძა. და იყო შემდგომად ამისა და აღდგა აქაბ და შთავიდა ვენაჴსა მას ნაბუთეს იზრაიტელისასა დაპყრობად მისა.
21,17 და ეტყოდა უფალი ელიას თეზბიტელსა და ჰრქუა:
21,18 აღდეგ და ჩავედ და მიეგებვოდე აქაბს, მეფესა ისრაელისასა, რომელ არს სამარიას, რამეთუ შთასრულ არს იგი ვენაჴსა მას ნაბუთესსა დაპყრობად მისა.
21,19 და ეტყოდე მას და არქუა: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე! ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბუთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსკიპნი იბანნენ სისხლითა შენითა.
21,20 და მოვიდა ელია აქაბისა და ეტყოდა მსგავსად სიტყჳსა მის და ჰრქუა აქაბ ელიას: მპოემეა, მტერო ჩემო? და ჰრქუა ელია: გპოე, რამეთუ ცუდად აღილაღე და ჰქმენ (v) ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა.
21,21 აჰა, მე მოვავლინო შენ ზედა ძჳრი და აღატყდეს შემდგომად შენსა და მოვსპო აქაბისი და არა დაუტეო, რომელი აფსმიდეს კედელსა, და ჭირვეული იგი და დაცემული ისრაელისა.
21,22 და მივსცე სახლი შენი, ვითარცა სახლი იერობუამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიაჲსი, განრისხებათა მაგათთჳს, რომელ განმარისხე მე, და აცთუნე ისრაელი.
21,23 და იეზაბელისთჳს იტყჳს უფალი: ნაცვალად ნაბუთესა ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა მას თანა იეზრაიტელისასა.
21,24 მომკუდარნი აქაბისნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მომკუდარნი მისნი ველსა შეჭამნენ მფრინველთა ცისათა,
21,25 რამეთუ ცუდად აჰყვა აქაბ ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, რამეთუ შესულიბა იგი იეზაბელ, ცოლმან თჳსმან.
21,26 და მოიძაგა ფრიად შედგომად კუალსა მას საძაგელთასა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა ამორეველმან მან, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაელისათა.
21,27 და სიტ(182r)ყჳსა მისთჳს, რომელ შეიკდიმა მეფემან პირისაგან უფლისა; და მივიდოდა ტირილით და დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცუა ძაძაჲ ჴორცთა მისთა და იმარხა დღესა მას, რომელსა მოკუდა ნაბუთე იეზრაიტელი და ძე მისი, მივიდოდა მღუწარედ.
21,28 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ელიაჲსსა აქაბისთჳს და ჰრქუა უფალმან:
21,29 იხილე, ვითარ შეიკდიმა აქაბ პირისაგან ჩემისა და შეინანა. და თქუა უფალმან: არა მოვავლინო ძჳრი დღეთა მაგისთა, არამედ დღეთა ძისა მაგისისათა მოვავლინო ძჳრი ზედა სახლსა მაგისსა.

თავი XXII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54

FJS
22,1 დად დასხდეს სამ წელ და არა იყო ბრძოლაჲ შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.
22,2 და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდაჲსი, მეფისა მის ისრაელისა.
22,3 და ჰრქუა მეფემან ისრაელისამან მონათა თჳსთა: არა უწყითა, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაადი და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთაჲსა?
22,4 და ჰრქუა მეფემან ისრაელისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად ჰრამათდ გალაადისა. და ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაელისასა (v): ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნნი.
22,5 და ჰრქუა იოსაფატ მეფემან იუდაჲსმან, მეფესა ისრაელისასა: მოე(!)და ვჰკითხოთ დღეს უფალსა.
22,6 და შეკრიბნა მეფემან ისრაელისამან ყოველნი წინასწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაც, და ჰრქუა მათ მეფემან მან ისრაელისამან: მივიდეა ჰრამათად გალაადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.
22,7 და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაელისასა: არს ვინ აქა წინასწარმეტყუელი უფლისაჲ ანუ არა და ვჰკითხოთ მის მიერ უფალსა?
22,8 და ჰრქუა მეფემან ისრაელისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვჰკითხემცა უფალსა. და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳნ ჩემთჳს კეთილსა, არამედ - ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასამან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე!
22,9 და მოუწოდა მეფემან ისრაელისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე-ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი (183r).
22,10 და მეფე ისრაელისაჲ და იოსაფატ, მეფე იუდაჲსი, სხდეს თითოეულად სავარძელთა ზედა ჭურვილნი, ბჭეთა მათ თანა სამარიაჲსათა, და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.
22,11 და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისმან, რქანი რკინისანი და თქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქინდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.
22,12 და ყოველნი იგი წინასწარმეტყუელნი წინასწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ ჰრამათად გალაადისად და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.
22,13 და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა ეგერა, ყოველნი იგი წინასწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.
22,14 და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქუას მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.
22,15 და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა ჰრამათდ გალაადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო მიქეა და ჰრქუა: აღვედ (v) და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.
22,16 ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რაჲთა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისაჲთა.
22,17 და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე! ვიხილე ყოველი ისრაელი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსოჲ, რომლისაჲ არა არნ მწყემს. და თქუა უფალმან: არავინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თითოეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.
22,18 ჰრქუა მეფემან ისრაელისამან იოსაფატს, მეფესა იუდაჲსსა: არა გრქუა შენ, ვითარმედ არა წინასწარმეტყუელებნ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?
22,19 და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.
22,20 და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაელისაჲ, და აღვიდეს და დაეცეს ჰრამათ გალაადს? და თქუეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.
22,21 და წარდგა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?
22,22 და ჰრქუა მას (184r): მივიდე და ვექმნე სულ ცრუ პირსა ყოველთა მათ წინასწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუო და შეუძლო; განვედ და ყავ ეგრე.
22,23 და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუვისაჲ პირსა ყოველთა მათ წინასწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.
22,24 და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეაჲსსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისაჲ არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?
22,25 და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკითი სენაკად დამალვად.
22,26 და თქუა მეფემან ისრაელისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს ქალაქაპეტსა და იოასს, ძესა მეფისასა.
22,27 და არქუთ, ესრე იტყთს მეფე: შესუთ ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისაჲ და წყალი იწროებისაჲ, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.
22,28 ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით, უკუე ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყოველმან მაგან ერმან.
22,29 და განვიდა მეფე იგი ისრაელისაჲ და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა ჰრამათ გალაადდ (v).
22,30 და ჰრქუა მეფემან ისრაელისამან იოსაფატს, მეფესა იუდასსა: შევიმოსო სხუად სახედ და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაელისამან და შევიდა ღუაწლსა მას.
22,31 და მეფემან ასურასტანისამან ამცნო მეეტლეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ნუ შეახებთ ნუცა დიდსა, ნუცა მცირესა, არამედ მეფესა ხოლო ისრაელისასა.
22,32 და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ იოსაფატ, მეფე იუდაჲსი, და თქუეს ურთიერთას: ვჰგონებთ, თუ ესე არს მეფე იგი ისრაელისაჲ. და გარეშეიცვეს იგი და ღაღად-ყო იოსაფატ.
22,33 და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაელისაჲ, მიაქციეს მისგან.
22,34 და მოირთხა ერთმან ვინმე მეისართაგანმან და სცა მეფესა ისრაელისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფირტუსა. და ჰრქუა აქაბ მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნ-მაქციე ღუაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.
22,35 და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ (185r) პირისპირ ასურასტანელთა მათ დილითგან მიმწუხრადმდე და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.
22,36 და შთასულასა ოდენ მზისასა ჴმობდა ქადაგი ერისა მის და თქუა: მიიქეცით თითოეულად ქალაქსა თჳსსა, ქუეყანად თჳსა.
22,37 რამეთუ მოკუდა მეფე და მოვიდეს სამარიად და დაჰფლეს იგი სამარიას.
22,38 და განრცხნეს ეტლნი იგი სისხლისა მისგან წყალთა მათ სამარიასათა და ლოკდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა მისსა და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა ელიაჲსითა.
22,39 და ნეშტნი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და სახლი იგი პილოს ძუალისა, რომელ ქმნა, და ყოველნი იგი ქალაქნი, რომელ აღაშენნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეუფეთა ისრაელისათა.
22,40 და დაიძინა აქაბ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.
22,41 და იოსაფატ, ძე ასაჲსი, მეფობდა ზედა იუდასა წელსა მეოთხესა, აქაბ მეფისა (v) ისრაელისა.
22,42 და ოცდაათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდა ხუთ წელ მეფობდა იერუსალემს და სახელი დედისა მისისაჲ ასუბა, ასული სალსალასი.
22,43 და ვიდოდა ყოველთა გზათა ასაჲს, მამისა თჳსისათა, და არა გარდააქცია მათგან და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა,
22,44 გარნა მაღალნი იგი არა მოსპნა, რამეთუ ერი იგი უზორვიდავე და უკუმევდა საკუმეველსა ზედა მაღალთა მათ.
22,45 და მშჳდობა იყო შორის იოსაფატისა და მეფისა მიმართ ისრაელისასა.
22,46 და ნეშტნი სიტყუათა იოსაფატისთანი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა იუდაჲსთა.
22,47 და შეწირულნი, რომელ დაშთომილ იყვნეს დღეთა მათ მამისა მისისათა, მოსპნა ქუეყანით.
22,48 და მეფე არა დგა ედომს დამტკიცებულად.
22,49 და მეფემან იოსაფატ ქმნნა ნავნი მიმავალნი თარსიდ და სოფირდ, რომელთა მოაქუნდა ოქრო, და არღარა ვიდოდეს, რამეთუ დაიმუსრნეს ნავნი იგი გასიონგაბერს.
22,50 მას ჟამსა ჰრქუა ოქოზია, ძემან აქაბისმან (186r), იოსაფატს: მოვიდენ მონანი შენნი მონათა ჩემთა თანა და ნავნი შენნი ნავთა ჩემთა თანა, და არა ინება იოსაფატ.
22,51 და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისსა და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.
22,52 და ოქოზია, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაელსა ზედა სამარიას წელსა მას მეჩჳდმეტესა იოსაფატისსა, მეფისა იუდაჲსსა, მეფობდა ისრაელსა ზედა ორ წელ.
22,53 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა აქაბის, მამისა თჳსისათა, და გზათა იეზაბელის, დედისა თჳსისათა, სახლისა მის იორობოამისა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაელი,
22,54 და ჰმონა კერპთა მათ და თაყუანის-სცა მათ და განარისხა უფალი ღმერთი ისრაელისაჲ უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მისთა.