დასაწყისი
კატალოგი
ბიბლიის შესახებ
ბიბლიის სახლი
პროექტები
საკონტაქტო ინფორმაცია
სიახლეების არქივი
ყველა სიახლე
ქართული კლავიატურა

 

 

 


 

10-06-2008
როგორია თქვენი აზრი?

ვფიქრობთ, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები დაგვეთანხმებიან, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლო წლებში გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა წიგნებს (კითხვას), ვიდრე ათი, ოცი ... წლის წინ ეთმობოდა.

ამ ტენდენციამ გვაფიქრებინა, მოვამზადოთ და მომავალ წელს დავბეჭდოთ ისეთი გამოცემა, სადაც ტექსტი მინიმალური მოცულობით იქნება, ძირითად შინაარსს კი ნახატები გადმოსცემენ. ჩვენი ყურადღება David C. Cook Publishing Co-ს THE PICTURE BIBLE-მ მიიქცია, მითუმეტეს, რომ ილუსტრაციები ბევრი ჩვენგანისათვის ნაწილობრივ ნაცნობია: შესაძლოა, გახსოვდეთ, 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ინკოგნიტო გამომცემლის მიერ  უხარისხოდ გამოცემული მცირე ზომის წიგნი ცხოვრება იესო ქრისტესი. თუ მის ყდაზე მითითებულს ვენდობით, 250 000 წიგნი (!!!) დაბეჭდილა!

ამჟამად ლაპარაკია უფლებების მფლობელთან შეთანხმებით სრული დასურათებული ბიბლიის (800 გვერდი) ლეგალურ გამოცემაზე, მაღალი ხარისხის ბეჭდვით და კინძვით (სავრაუდო ფასი - 17 ლარი).

საჭაშნიკოდ, ამჯერად, მომავალი წიგნის ორ მოზრდილ ფრაგმენტს გთავაზობთ: ერთს - ძველი აღთქმიდან, მეორეს კი - ახალი აღთქმიდან.

გთხოვთ - ყურადღებით დაათვალიეროთ ისინი;

გთხოვთ - უპასუხოთ შეკითხვას ჩვენი საიტის თავფურცელზე (გამოკითხვა);

 

მადლიერი ვიქნებით, თუ მოგვწერთ თქვენს მოსაზრებებს და შენიშვნებს ამ საკითხზე (office@bible.ge).

01-06-2008
ვიქტორინა #16-ის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინა #16-ის შეკითხვებზე ასეთია:

რომელ ქალაქთან იყო სავლე, როდესაც მას გამოცხადებაში უფალი ელაპარაკა? = დამასკო
რამდენჯერ იმოგზაურა პავლემ მისიონერული მიზნით რომისაკენ გამგზავრებამდე? = 3
რომელ კუნძულზე იქადაგა პავლემ თავის პირველ სამისიონერო მოგზაურობაში? = კვიპროსი
რა ერქვა მოგვს, რომელსაც პავლე კუნძულზე შეხვდა? = ელიმასი
ვინ განკურნა პავლემ ლისტრაში? = კოჭლი
რომელ ქალაქში მოხდა ლიდიას მოქცევა? = ფილიპი
ვის ჩაეძინა და მესამე სართულიდან გადავარდა, სანამ პავლე საუბრობდა? = ევტიქე
პავლეს პირადი ნივთებიდან რა გამოიყენა აგაბოსმა? = სარტყელი
რომელი ღმერთის სახელი უწოდეს ბარნაბას ლისტრაში? = ზევსი
როგორ ნათესავად ეკუთვნოდა ბარნაბას იოანე, მარკოზად წოდებული? = დისწული


შეკითხვებს ზუსტად ასე - ექვსმა მონაწილემ უპასუხა. გამარჯვებულები #16 ვიქტორინაში არიან (პასუხების მიღების თანმიმდევრობა დაცულია):

ჯოშუა ბაქრაძე

ჯონ დანიელ ბაქრაძე

იოსებ კალაძე

ლევან ჭიქინაშვილი

ლევან ჯულახიძე (julakidze?)

გიორგი მეხრიშვილი

კიდევ რამდენიმე მონაწილემ მხოლოდ ერთ შეკითხვას ვერ გასცა სწორად პასუხი.

თითოეულს 6 გამარჯვებულიდან შეუძლია ივნისის ბოლომდე, მოხერხებულ დროს, ჩვენს ოფისში მიიღოს პრიზი:

კ.ს. ლუისის (C.S. Lewis) ნარნიის ქრონიკების პირველი წიგნი - ჯადოქრის დისწული (ქართულად).

თუ რაიმე მიზეზით მოსვლა ჭირს, გთხოვთ შეგვატყობინოთ, რომ წიგნის მოწოდების რაიმე სხვა გზა ერთობლივად გამოვძებნოთ.

დიდი მადლობა ვიქტორინის ყველა მონაწილეს!
გისურვებთ წარმატებას ვიქტორინა #17-ში!

13-05-2008
ახალი პირველიერარქი

  საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წინამძღოლად, გუშინ, 12 მაისს, სიდნეისა და ავსტრალია-ახალზელანდიის 60 წლის არქიეპისკოპოსი, ილარიონი აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ წინა ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ლავრი ა.წ. 16 მარტს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საინტერესოდ მოგვეჩვენა ერთი აზრი, რომელიც მისმა მაღალუსამღვდელოესებამ ინტერნეტ გამოცემა კომსომოლსკაია პრავდასათვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა:

- უძველეს საეკლესიო ტრადიციებში თუ რამეს შეცვლა ხდება საჭირო, ეს დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს.

არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - ქალს შარვალი აცვია თუ არა.

- ჩემი აზრით, მაგალითად, მომწიფდა აუცილებლობა ლოცვების თარგმნისა სლავურიდან რუსულ ენაზე. ბევრ ადამიანისათვის უცხოა ძველი ენა, და შედეგად, ღმერთთან ურთიერთობის არც საიდუმლოებები, არც აზრი მათ არ ესმით.

03-05-2008
ძვირფასო ბიბლიის მეგობრებო!

პირველ რიგში, დიდი ბოდიში ვიქტორინა #16-ის დაგვიანებით გამოქვეყნებისათვის, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემით ჩვენს სერვერზე. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ უკიდურესად იშვიათად მოხდება მომავალში.

მე-15 ვიქტორინის საკმაოდ იოლ შეკითხვებს შორის იყო ერთი, რომელის პასუხიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.  შეგახსენებთ, რომ შეკითხვა ასეთი იყო:

რომელ მღვდელმთავართან წაიყვანეს იესოს შემპყრობლებმა იგი თავდაპირველად?

მათე 26:57  ამბობს - მღვდელმთავარ კაიაფასთან.
მარკოზი 14:53  - მღვდელმთავართან,
ლუკა 22:54 მღვდელმთავრის სახლში;
იოანე 18: 13   და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს.

ლოპუხინის ტოლკოვაია ბიბლია ამის თაობაზე განმარტავს, რომ  იოანე მახარობელი უფრო ზუსტ ცნობას იძლევა. ანა თავადაც იყო მღვდელმთავარი 6-15 წლებში ქ.შ., შემდგომ კი  მღვდელმთავრის სახლში ცხოვრობდა;

ეს მოსაზრება, შესაძლოა, ბევრისათვის სადავო იყოს.  ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ ყველამ, ვინც პასუხში ანა ან კაიაფა მონიშნა, სწორად უპასუხა ვიქტორინის ამ შეკითხვას;

ამის გათვალისწინებით, იმ მონაწილეთა სია, ვინც ვიქტორინის ყველა შეკითხვას სწორი პასუხი გასცა (პასუხის გამოგზავნის დროის თანმიმდევრობით) ასეთია:

ლევან ჭიქინაშვილი

ანა ქრისტესაშვილი

ნუგზარ ბარდაველიძე

გიორგი მეხრიშვილი

თეა შავერდაშვილი

თამილა ბექაური

დათო რუსია

ჯონ დანიელ ბაქრაძე

ჯოშუა ბაქრაძე

ნინო ?????

თამუნა შეყილაძე

გიორგი შარაბიძე

გიორგი აბულაშვილი

ვასო ელის


ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ვიქტორინაში რამდენიმე სასკოლო ასაკის ახალგაზრდის მონაწილეობა.
აი, ამონარიდი ერთი მათგანის, ჯოშუა ბაქრაძის კომენტარიდან: თუ შეიძლება უფრო რთული შეკითხვები დასვით... ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მონაწილის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს უნდა ვენდოთ და მისი ასაკი მხოლოდ .... 8(!!!)  წელია!
ვფიქრობთ, რომ მორიგი (#16) ვიქტორინის ზოგიერთი კითხვა ბიბლიის ნორჩ მეგობარს იოლად არ მოეჩვენება :-)


განსაკუთრებული მადლობა ნორჩ ჯოშუას და ვიქტორინის ყველა სხვა მონაწილეს.

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ვიქტორინის პირობებში ამჯერად ცოტაოდენი ცვლილება შევიდა.

გისურვებთ წარმატებას!

31-03-2008
ვიქტორინა #14-ის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინა #14-ის შეკითხვებზე ასეთია:
პირველად რა სასჯელი მოუვლინა ღმერთმა ეგვიპტეს? = წყალი სისხლად იქცა
რომელი გამოსახულება აქციეს ისრაელიანებმა თავიანთ კერპად? = ოქროს ხბო
რომელი ცხოველი ელაპარაკა ბალაამს? = ვირი
რით მოკლა იაყელმა სისერა? = კარვის პალოთი
რა იპოვა სამსონმა მოგვიანებით მის მიერვე მოკლულ ლომში? = თაფლი
ვის მიჰქონდა გვალვის პერიოდში ელიასათვის საჭმელი? = ყორანს
ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ბრძანებისამებრ ნინევეში წასულიყო, საით გაემართა იონა? = თარშიშისაკენ
რა დრო გაატარა იონამ დიდი თევზის სტომაქში? = 3 დღე
რა პროდუქტები მოგროვდა 5000 კაცის გამოსაკვებად? = 5 პური და 2 თევზი
რა დაეხმარა პავლეს და სილას ციხიდან თავის დახსნაში? = მიწისძვრა


როგორც წინა ვიქტორინაში(#13), ამჯერადაც ექვსი მონაწილისაგან მივიღეთ ყველა შეკითხვაზე სწორი.  ამჯერად ესენი იყვნენ:

თამილა ბექაური

დავით რუსია

თამაზ გელუტაშვილი

ლევან ჩიქინაშვილი

გიორგი აბულაშვილი

ქეთევან ბარდაველიძე

 

სიაში მონაწილეთა თანმიმდევრობა მათგან პასუხების მიღების თანმიმდევრობას ემთხვევა; შესაბამისად, წინა თვის გამარჯვებული ქალბატონი თამილა ბექაური იყო.
ვულოცავთ ქალბატონ თამარს პირველ გამარჯვებას!

დიდი მადლობა ვიქტორინის ყველა მონაწილეს! განსაკუთრებით მათ, ვინც თავიანთი კომენტარებით რჩევა მოგვცა, აზრი გამოთქვა, ან გაგვამხნევა.
გისურვებთ წარმატებებს!..

01-02-2008
ვიქტორინა 12-ის შედეგები

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ექვსმა მონაწილემ გასცა; მათ შორის პირველი დავით რუსია იყო.

ვულოცავთ ბატონ დავითს პირველ გამარჯვებას!

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს! განსაკუთრებით მათ, ვინც თავიანთი კომენტარებით რჩევა მოგვცა, აზრი გამოთქვა, ან გაგვამხნევა.

გისურვებთ წარმატებებს!..

01-01-2008
#11 ვიქტორინის შედეგები

რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს = ესაიამ
რას ნიშნავს სახელი "ემანუელი"? = ჩვენთანაა ღმერთი
რას ამბობს მიქა წინასწარმეტყველი იესოს შობაზე? =
იგი დაიბადება ბეთლემში
ელისაბედის ორსულობის მერამდენე თვეში გამოეცხადა ანგელოზი მარიამს? = მეექვსე
რა ჰქვია ანგელოზს, რომელიც მარიამს გამოეცხადა? = გაბრიელი
ვინ იგალობა ადიდებს სული ჩემი უფალს =
მარიამმა
ანგელოზის სიტყვის მიხედვით, ძველი აღთქმის რომელი გმირის სახლზე იმეფებს საუკუნოდ იესო? =
დავითის
რა ერქვა მოხუც წინასწარმეტყველ ქალს, რომელიც უფლის წინაშე წარსადგენად იერუსალიმს აყვანილი იესოს ტაძარში დახვდა? = ანა (ხანა)
რომელმა კეისარმა გამოსცა ბრძანება - აღეწერათ მთელი მსოფლიო? = ავგუსტუსმა
ვინ თქვა: ..წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად... როცა იესო იხილა? = სიმეონმა

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ოთხმა მონაწილემ გასცა; მათი პასუხები ასეთი თანმიმდევრობით მივიღეთ:

ლევან ჭიქინაშვილი

დავით კიკილაშვილი

ბაკურ ალავიძე

მახო ნატროშვილი.

ვიქტორინის წესის შესაბამისად, გამარჯვებულად ლევან ჭიქინაშვილი ცხადდება. გილოცავთ, ბატონო ლევან მორიგ გამარჯვებას!

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ ბედნიერ შობა-ახალწელს!
მრავალს დაესწარით ყველა ახლობელ და ძვირფას ადამიანთან ერთად!
უზენაესის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთელს ჩვენს ქვეყანას!

02-12-2007
მეათე ვიქტორინის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინის შეკითხვებზე ასეთია:

ვისი სახელი ნიშნავს მრავალთა მამას? = აბრაამის
ვისი მამა იყო ისე გახარებული შვილის ხილვით, რომ მას საუკეთესო სამოსი მისცა და ნასუქალი ხბო დაუკლა? = დაკარგული ძის
ვინ მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები? = რახელმა
რა ერქვა აბრაამის მამას? = თერახი
ვისი მამა იყო მზად, შვილი სამსხვერპლოზე შეეწირა? = ისააკის
სიკვდილის პირას მყოფი თავისი გოგონას გადასარჩენად - რომელმა მამამ სთხოვა იესოს დახმრება? = იაიროსმა
რას ამბობს იაკობი, საიდან მოდის ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი? = ნათელთა მამისაგან
რა წარმომავლობის იყო ტიმოთეს მამა? = ბერძენი
ვინ იყო საულის მამა? = კიშონი
რას უნდა ვერიდოთ ადამიანთა თვალწინ, თორემ ვერ მივიღებთ საზღაურს ზეციერი მამისაგან: = მოწყალების გაღებას


ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ოთხმა მონაწილემ გასცა; მათი პასუხები ასეთი თანმიმდევრობით მივიღეთ:

ლევან ჭიქინაშვილი

ნია მეგრელიშვილი

დავით კიკილაშვილი

დათო რუსია.

ვიქტორინის წესის შესაბამისად, გამარჯვებულად ლევან ჭიქინაშვილი ცხადდება. გილოცავთ, ბატონო ლევან მორიგ გამარჯვებას!

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას მორიგ ვიქტორინებში, რომალთაგან #11 და #12 შობასთან დაკავშირებული შეკითხვებით იქნება დაკომპლექტებული.

02-12-2007
რუსეთის ბიბლიური საზოგადოება

2007 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ბიბლიური საზოგადოების პრეზიდენტი მამა ალექსანდრე (ბორისოვი) და აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი რუდენკო დაჯილდოვდენ მედლით თანადგომისათვის.

ამ ჯილდოთი აღინიშნა საქველმოქმედო პროექტის ბიბლია სამხედრომოსამსახურეებს დასრულება, რომლის ფარგლებშიც სასწავლო ბიბლიური ლიტერატურის 1800 კომპლექტი სამხედრო ნაწილების ბიბლიოთეკებს, საგუშაგოებს და სარეაბილიტაციო ცენტრებს გადაეცათ.

08-10-2007
მკვლელობა ღაზას სექტორში

პალესტინის ბიბლიური საზოგადოების თანამშრომელი - ღაზას სექტორში განთავსებული წიგნის მაღაზიის მენეჯერი - რამი აიადი - შაბათს გატაცებული იქნა ჯერ-ჯერობით უცნობი ადამიანების ჯგუფის მიერ, იმ დროს, როცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ შინისაკენ მიეშურებოდა. მისი გვამი კვარა დილით იპოვეს - ტყვიით განგმირული და წამების აშკარა ნიშნებით. პასუხისმგებლობა ამ ბოროტმოქმედებაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

რამის დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, რომელიც მესამე შვილს მალე ელოდება.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას კოლეგის დაღუპვის გამო.

წინა ჩანაწერი შემდეგი ჩანაწერი

 

 

საიტის ბოლო განახლება: 2018-11-12

© 2006 გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა. ყველა საავტორო უფლება დაცულია.