დასაწყისი
კატალოგი
ბიბლიის შესახებ
ბიბლიის სახლი
პროექტები
საკონტაქტო ინფორმაცია
სიახლეების არქივი
ყველა სიახლე
ქართული კლავიატურა

 

 

 


 

01-08-2007
ვიქტორინა #7-ის შედეგები

ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმა  კიდევ ერთხელ გაიმარჯვა! როგორც ყოველთვის, ვიქტორინის ათივე შეკითხვას მან სწორი პასუხი გასცა.

ვულოცავთ ბატონ ლევანს მორიგ წარმატებას და ველოდებით გამარჯვებულისათვის დაწესებული პრიზის მისთვის გადასაცემად.

აგვისტოს თვეში ვიქტორინა არ გაიმართება. მორიგი, #8 ვიქტორინა გამოქვეყნდება 2007 წლის 1 სექტემბერს.
მოხარული ვიქნებით გიხილოთ მონაწილეთა შორის!

03-06-2007
თანამედროვე კიდობანი

პატარა ჰოლანდიური ქალაქის შაგენის მკვიდრმა ბიზნესმენმა ბიბლიური კიდობნის თავისი ვერსია ააგო. ამით იგი შეეცდება საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს გლობალური დათბობის და ამის გამო, მსოფლიო ოკეანის დონის მომატების საშიშროებაზე.  სანამ ეს არ მომხდარა, კიდობანი ღიაა ტურისტთა მისაღებად.

წმიდა წერილში აღწერილ ნოეს კიდობნისაგან, ეს კიდობანი ზომებით განსხვავდება. ის ორჯერ პატარა ზომისაა, რომ შესაძლებელი იყოს სანაოსნო კანონმდებლობით საჭირო ნებართვების მიღება რაბებში გასასვლელად.
კიდობნის ასაგებად იოჰან ხაუბერსმა მარტოდმარტო იმუშავა თოთქმის ორი წლის განმავლობაში. საჭირო თანხა, 200 ათას ევროზე მეტი, მან კრედიტად მიიღო ადგილობრივ ბანკში.
ჰოლანდიურ კიდობანში ცხოველების ნაცვლად მათი ფიტულებია განთავსებული. ტურისტების კიდობანში შესასვლელი ბილეთი 3 ევრო ღირს, ბავშვებისათვის 2 ევრო. დამთვალიერებელთა ნაკლებობა არ იგრძნობა.

01-06-2007
ვიქტორინა # 5-ის შედეგები

ჩვენი საიტის მუდმივი სტუმრებისათვის ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ ამჯერად გამარჯვებულის ვინაობა შეიცვალა. ზედიზედ წინა სამი ვიქტორინის გამარჯვებულმა, ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნა ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი, მაგრამ მანამდე, სულ რამდენიმე წამით (!!!) ადრე, ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი მივიღეთ მარიამისაგან, რომელიც, გათამაშების წესის თანახმად, ცხადდება ვიქტორინა #5 -ის გამარჯვებულად.

გილოცავთ, ქალბატონო მარიამ!


უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ოთხმა მონაწილემ გამოგვიგზავნა ვიქტორინის ათივე შეკითხვაზე სწორი პასუხი. ამიტომ, ვიქტორინა #6-ის  (ბავშვები/შვილები) შეკითხვები ოდნავ გართულებულია.

უნდა ვიფიქროთ, რომ მით უფრო საინტერესო და დაძაბული გახდება შემდეგი ვიქტორინების გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი.

01-05-2007
ვიქტორინა #5 - მოგვიანებით

უკვე თითქმის აღარ არსებული ინტერნეტ-პროვაიდერის სერვერზე ტექნიკური პრობლემების გამო ოდნავ(არის პირობა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათით) გვიანდება  ახალი ვიქტორინის განთავსება ჩვენს გვერდზე, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს საიტის ყველა სტუმრის  წინაშე.

 

01-05-2007
კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება!

ბატონი ლევან ჭიქინაშვილი, გამოავლინა რა ღვთის სიტყვის შესაშური ცოდნა, კიდევ ერთხელ, ზედიზედ მესამედ (!!!) გახდა ვიქტორინის გამარჯვებული.

კვლავ ვულოცავთ ბატონ ლევანს ამ წარმატებას. არ შეიძლება არ გვახარებდეს ბიბლიის ტექსტის ასეთი მცოდნის  არსებობა.

მეორე მხრივ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენში მსგავსი ექპერტი სხვაც მოიძებნება; და ველოდებით მის გამოჩენას ვიქტორინა #5-ის შემდეგ!

15-03-2007
ბიბლია ეპოქებში და ათასწლეულებში

კიევ-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალის ტერიტორიაზე 5 მარტს საზეიმოდ გაიხსნა გამოფენა ბიბლია ეპოქებსა და ათასწლეულებში. იგი ორგანიზებულია ერთობლივად უკრაინის ბიბლიური საზოგადოებისა და უკრაინის წიგნის მუზეუმის მიერ.

გამოფენის მთავარი ექსპონატები, რა თქმა უნდა, წმიდა წერილის გამოცემებია: სხვადასხვა დროს ნათარგმნი და გამოცემული ბიბლიები, ახალი აღთქმები, ილუსტრირებული საბავშვო გამოცემები, აგრეთვე -  უკრაინის ბიბლიური საზოგადოების გამოცემები თათრულ და ბოშურ ენებზე, წიგნები მხედველობა დაქვეითებულთათვის (ბრაილის შრიფტით).

03-03-2007
დამთავრდა ვიქტორინა #2!

 ვაქვეყნებთ სწორ პასუხებს:

რომელი წიგნი არაა ბიბლიაში? = იაკობ მოციქულის მეორე წერილი
რომელი წიგნშია ბიბლიის ყველაზე დიდი თავი? = ფსალმუნთა წიგნში
რომელი წინასწარმეტყველი არ მომკვდარა, არამედ ცეცხლოვანი ეტლით იქნა ატაცებული ცაში? = ელია წინასწარმეტყველი
ვინ იყო იოანე ნათლისმცემლის მამა? = მღვდელი ზაქარია
რამდენ ეკლესიას, თუ პიროვნებას გაუგზავნა პავლე მოციქულმა ორ-ორი წერილი? = სამს
რომელი მოციქული იყო იოანე მოციქულის ძმა და ზებედეს ძე? = იაკობი
რომელ სახარებაშია იესოს მიერ წარმოთქმული ყველაზე მეტი იგავი? = ლუკას სახარებაში
რომელი სასწაულია ნახსენები ოთხივე სახარებაში? = ხუთი ათასი კაცის გაძღება
რომელი ქრისტიანული თემისთვის (ეკლესიისთვის) არ მიუწერია წერილი პავლე მოციქულს? = ანტიოქელთა თემისათვის
რომელი სახარება არ მიეკუთვნება სინოპტიკურ (ანუ მსგავს) სახარებებს? = იოანეს სახარება

-------

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ვიქტორინის მხოლოდ ორმა მონაწილემ გასცა. ესენი იყვნენ თამუნა ნადირაშვილი და ლევან ჩიქინაშვილი.

ვიქტორინის პირობების თანახმად გამარჯვებულად ლევანი ცხადდება, რომლისაგან პასუხი ორი დღით ადრე მივიღეთ(7 თებ. 2007), ვიდრე თამანუნასაგან.

გამარჯვებულს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს პრიზის მისაღებად (ტელ. 37 67 46).

ყველა სხვა მონაწილეს კი ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ ვიქტორინებში!

25-02-2007
უკვე 2426 ენაზე!

სრულად ან ნაწილობრივ ბიბლია მსოფლიოს 2426 ენაზეა ნათარგმნი. ეს რიცხვი 33-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინათ - იუწყება გერმანიის ბიბლიური საზოგადოება.

დღეისათვის ბიბლია - სრულად - თარგმნილია 429 ენაზე, ახალი აღთქმა - 1 145 ენაზე. ბიბლია კვლავ არის მსოფლიოში ყველაზე ხშირად თარგმნილი წიგნი.

სულ, იმავე ბიბლიური საზოგადოების თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 6 500 ცოცხალი ენა არსებობს.

31-01-2007

წინა ვიქტორინის (#1 ) შეკითხვებზე სულ  6 პასუხი მივიღეთ.
სამწუხაროდ, ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ვერავინ გასცა.

ვიმედოვნებთ, რომ ვიქტორინა # 2 -ს მეტი მონაწილე ეყოლება.

პირველი, ვინც ვიქტორინა #1-ში
10-დან 9 შეკითხვას სწორად უპასუხა, იყო ქ-ნი ირმა სირაძე, რომელიც, ვიქტორინის პირობების თანახმად, ცხადდება გამარჯვებულად.

გილოცავთ ქალბატონო ირმა!

22-01-2007
ახალი მეთოდი ბიბლიის ანალიზისათვის

ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფი შეეცადა კომპიუტერული ანალიზის მეთოდით გამოეკვლია ბიბლიის წიგნების ავტორობის საკითხები.

ანალიზი გულისხმობდა ტექსტში ინფორმაციული ერთეულების (სიტყვების) განმეორების კანონზომიერებების კვლევას. შედეგებით შეიძლება ვიმსჯელოთ კონკრეტული ავტორისათვის დამახასიათებელ სტილზე.

მკვლევართა აზრით, დადასტურდა ის, რასაც ბიბლიოლოგები ვარაუდობდნენ:  ლუკას სახარება და საქმე მოციქულთა ერთი ავტორის მიერ დაიწერა.

წინა ჩანაწერი შემდეგი ჩანაწერი

 

 

საიტის ბოლო განახლება: 2018-11-12

© 2006 გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა. ყველა საავტორო უფლება დაცულია.