დასაწყისი
კატალოგი
ბიბლიის შესახებ
ბიბლიის სახლი
საკონტაქტო ინფორმაცია
მიმდინარე პროექტები
პროექტების არქივი
მომავალი პროექტები
მოგზაურობა მესხეთში
ქართული კლავიატურა

 


 

ვებ საიტი

 
 

www.bible.ge

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ვებსაითის ამუშავებით საშუალება გვეძლევა მეტ ადამიანს გავუადვილოთ ბიბლიისთან ურთიერთობა, დავახმაროთ წიგნთა წიგნის აღმოჩენაში,  უკეთესად გავიგოთ მკითხველის მოლოდინი და საჭიროებანი. მოგვიანებით ამუშავდება საითის ინგლისურენოვანი ვერსია.

 

გთხოვთ,  მოგვწეროთ თქვენი შთაბეჭდილებების და სურვილების შესახებ - როგორ გავაუმჯობესოთ ვებ-საითი, რა ინფორმაციის ნახვას ისურვებდით მომავალში. შევეცადოთ ერთობლივი ძალებით მოვძებნოთ პასუხები იმ კითხვებე, რომელიც  დაიბადება ბიბლიის კითხვისას.

 
 

ბიბლია ბავშვებისათვის

 
წინა წლების საბავშვო გამოცემების გამოცდილება ადასტურებს პატარების დიდ ინტერესს ილუსტრირებული ბიბლიური ისტორიების მიმართ. უკვე მომზადდა და 2006 წლის შემოდგომიდან გაყიდვაში იქნება მორიგი ასეთი გამოცემა.

 

ბიბლიური საზოგადოება მოწადინებულია მოამზადოს საბავშვო გამოცემა ქართველ მხატვართა ილუსრაციებით ბიბლიურ სიუჟეტებზე. სიამოვნებით განვიხილავთ წინადადებს ამ მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზე.

 
 

ახალი თარგმანი

 
ოთხთავიგადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის ყველა ქართული თარგმანი, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, ტიტანური შრომის შედეგია. ჩვენ გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას ყველა მუშაკის  ნიჭისა და ღვაწლის მიმართ, რომელთა წყალობით ქართველებს საშუალება გაუჩნდათ ღვთის სიტყვას მშობლიურ ენაზე ეზიარონ.

 

სერიოზული დაბრკოლებები მთარგმნელებს არცერთ ეპოქაში არ აკლდათ - სწორედ ამით აიხსნება, რომ  როგორც ძველ, ასევე ახალქართულ თარგმანებში საგრძნობი ტექსტოლოგიური, სტილისტური, ტერმინოლოგიური არაერთგვაროვნებაა.

 

თარგმანიდღევანდელი უახლესი გამოკვლევები ბიბლიოლოგიაში, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, ელექტრონული მონაცემთა ბაზები, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამები და რაც ძალზე მნიშვნელოვანია - კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები, ხელსაყრელი წინაპირობაა ახალი თარგმანის დაწყებისა, რომელიც არსებულ ტრადიციასაც გაითვალისწინებს და ამავდროულად განვითარების თანამედროვე ეტაპის შესაბამისიც იქნება.

 

მადლიერებით მივიღებთ თქვენს მოსაზრებებს  და შენიშვნებს არსებული თარგმანების შესახებ, ასევე მომავალ თარგმანთან დაკავშირებულ სურვილებს.

 
 
საქართველოს კუთხეები
 
საჩუქარიპროექტი ითვალისწინებს ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის უფასო მიწოდებას საქართველოს რამდენიმე ძნელადმისადგომი რეგიონის სოფლებისათვის, სადაც ადამიანები განსაკუთრებით მძიმე პირობებში ცხოვრობენ.
ამ მოგზაურობების ამსახველი მასალა ჩვენს ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდება.

 

 


 

საიტის ბოლო განახლება: 2015-02-08

© 2006 გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა. ყველა საავტორო უფლება დაცულია.