გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებები
ბიბლიური საზოგადოების მიერ დაარსებული ბიბლიის სახლის მთავარი ამოცანაა ყველა მსურველის უზრუნველყოფა ბიბლიური ლიტერატურით, გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომ ფასად. ბიბლიის სახლის გამოცემები არ შეიცავენ საღვთისმეტყველო ხასიათის კომენტარებს.
ამ მოძრაობის სათავეებთან იდგა 1804 წელს დაარსებული „ბრიტანეთისა და უცხო ქვეყნების ბიბლიური საზოგადოება“. სულ მალე ბიბლიური საზოგადოებები ჩამოყალიბდა ირლანდიაში, ფინეთში, რუსეთში, დანიაში, ნიდერლანდებში.
1946 წელს, როცა ნათელი გახდა თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობა საერთო მიზნის მისაღწევად, დიდ ბრიტანეთში დაარსდა ასოციაცია „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებები“, რომელშიც ერთიდაიგივე პრინციპებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ბიბლიური საზოგადოებები შევიდნენ. ეს პრინციპებია:
- ღვთის სიტყვის მიტანა თითოეულ ადამიანამდე მისთვის გასგებ ენაზე;
- გამოცემები საღვთისმეტყველო ხასიათის კომენტარების გარეშე;
- გაყიდვები ხელმისაწვდომ ფასად.
დღეს-დღეობით 141 ბიბლიური საზოგადოება და ოფისი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. ძირითადი ძალები მიმართულია წმიდა წერილის თარგმნის, გამოცემის და გავრცელებისაკენ. დიდი ყურადღება ეთმობა ისეთი სასწავლო/საცნობარო ლიტერატურის გამოცემას, რომელიც მკითხველს ბიბლიის შესწავლაში დაეხმარება.
ბიბლიური საზოგადოებების საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია სახსრების შეგროვება ისეთი პროექტებისათვის, რომლებიც სუბსიდირებას საჭიროებენ.
თავდაპირველად ბიბლიური საზოგადოებები მეტწილად პროტესტანტული ორგანიზაციები იყო. ვატიკანის მეორე კრების მერე მოძრაობას კათოლიკეები შეუერთდნენ, შემდეგ კი მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაც აქტიურად დაიწყეს ბიბლიურ საზოგადოებებში მონაწილეობა.
„გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების“ ცენტრალური ოფისის მისამართი:
United Bible Societies World Service Center
Reading Bridge House, 7th Floor
Reading RG1 8PJ
England
Reading Bridge House, 7th Floor
Reading RG1 8PJ
England
Tel: +(44)-(0)118-9500200
Fax: +(44)-(0)118-9500857
Fax: +(44)-(0)118-9500857