რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა: �ქალწული დაორსულდება და შობს ძეს� = ესაიამ
რას ნიშნავს სახელი “ემანუელი”? = ჩვენთანაა ღმერთი
რას ამბობს მიქა წინასწარმეტყველი იესოს შობაზე? = იგი დაიბადება ბეთლემში
ელისაბედის ორსულობის მერამდენე თვეში გამოეცხადა ანგელოზი მარიამს? = მეექვსე
რა ჰქვია ანგელოზს, რომელიც მარიამს გამოეცხადა? = გაბრიელი
ვინ იგალობა �ადიდებს სული ჩემი უფალს� = მარიამმა
ანგელოზის სიტყვის მიხედვით, ძველი აღთქმის რომელი გმირის სახლზე იმეფებს საუკუნოდ იესო? = დავითის
რა ერქვა მოხუც წინასწარმეტყველ ქალს, რომელიც უფლის წინაშე წარსადგენად იერუსალიმს აყვანილი იესოს ტაძარში დახვდა? = ანა (ხანა)
რომელმა კეისარმა გამოსცა ბრძანება – აღეწერათ მთელი მსოფლიო? = ავგუსტუსმა
ვინ თქვა: �..წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად…� როცა იესო იხილა? = სიმეონმა
ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ოთხმა მონაწილემ გასცა; მათი პასუხები ასეთი თანმიმდევრობით მივიღეთ:
ლევან ჭიქინაშვილი
დავით კიკილაშვილი
ბაკურ ალავიძე
მახო ნატროშვილი.
ვიქტორინის წესის შესაბამისად, გამარჯვებულად ლევან ჭიქინაშვილი ცხადდება. გილოცავთ, ბატონო ლევან მორიგ გამარჯვებას!
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ ბედნიერ შობა-ახალწელს!
მრავალს დაესწარით ყველა ახლობელ და ძვირფას ადამიანთან ერთად!
უზენაესის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთელს ჩვენს ქვეყანას!
თქვენი კომენტარი