ქებაჲ ქებათაჲ, შესხმაჲ
წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ,
ბრძნისა სოლომონისგან,
მეუფეო, გუაკურთხენ!

თავი I
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

A
1,1 მუხლი აკლია
1,2 ამბორის-ყოფაჲ პირისაჲ მომეცინ მე, რამეთუ შენნი ძუძუნი ღჳნისა მჯობ არიან,
1,3 და სულნელებაჲ მიჰრონთა შენთაჲ უმეტეს ყოველთა სულნელთაჲსა. ნელსაცხელებელ არს წარმოცალიერებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ,
1,4 და მიგიზიდეს თჳსად. შემდგომად შენსა ვსდევდეთ სულნელთა შენთა. შემიყვანა მე მეფემან საუნჯედ. ვიხარებდეთ და ვიშუჱბდეთ შენდა მიმართ. ძუძუნი უფროჲს ღჳნისა შევიყუარნეთ შენნი, რომელი უყუარ სიწრფოებასა.
1,5 შავ და შუენიერ, იერუსალიმისა ასულნო, ვარ მე კედრისა საყოფელებრ და სოლომონისა კარვებრ.
1,6 და ნუ მომხედავთ შავქმნილსა მზისა უგულებელს-ყოფითა. ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს, სავენაჴისა ებგურად დამადგინეს. და სავენაჴჱ ჩემი არა დავიცევ.
1,7 მითხარ, რომელი გითჳსა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუადღე? ნუსადა ვიქმნე, ვითარ გარემომცველი კოლტსა სხჳსასა.
1,8 არა თუ იცან თავი შენი, კეთილო სხუათა დედათა შორის, სამწყსოთა შენთა კუალსა განისწრაფი შენ და საყოფელსა მწყემსთასა ჰმწყსიდ თიკანთა.
1,9 ჰუნესა ჩემსა ფარაოჲს ეტლთა შორის მიგამსგავსე შენ, მახლობელქმნილო ჩემო.
1,10 რაბამ განშუჱნდეს ღაწუნი შენნი გურიტულად, დაცუმულსა მძივსა ემსგავსა ყელი შენი.
1,11 მიგამსგავსოთ შენ ოქროჲსა ქმნულებასა და ელვარესა წურილად დაცუმულსა ვეცხლსა.
1,12 ვიდრემდის ჴელნი მოასხნეს მას მეფემან, გამოსცა თჳსი მიჰრონი ნარდმან ჩემმან.
1,13 შეკრული შტახსი - ძმისწული ჩემი ჩემდა; ძუძუთა შენთა შორის განისუენა მან.
1,14 ძმისწული ჩემი ჩემდა, გამობუტკოის ტევანი შორის ვენაჴთა გადისათა.
1,15 აჰა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო. აჰა, შუენიერ ხარ, თუალნი ტრედ არიან.
1,16 აჰა, კეთილ და შუენიერ ხარ, ძმისწულო. საგრილი მტკიცე ცხედარსა ჩუენსა ზედა.
1,17 მოსელნი სახლთა ჩუენთანი - ნაძჳსანი, ხოლო მენაკნი - სურნელნი საროჲსანი».

თავი II
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

A
2,1 მე - ნათლისფერი ყუავილი ველისაჲ და ოქრომნათობი შროშანი ღელოვანთაჲ.
2,2 და ვითარ შორის ეკალთაჲსა შროშანი, ეგრეთ ქალწულთა შორის ტრფიალი ჩემი.
2,3 ვითარცა ხეთა მაღნართა შორის ვაშლი, ეგრეთ არს ჩემი ძმისწული ძეთა შორის. საგრილსა მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ტკბილ არს მისი ნაყოფი პირსა ჩემსა.
2,4 შემიყვანეთ მე სახლსა მას ღჳნისასა, და განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული,
2,5 და დამამტკიცეთ ნელსაცხებელთა მიერ, ვაშლი მომასხთ მე, წყლულსა სიყუარულითა.
2,6 მარცხენე მისი ზედა კერძო თავისა, და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე.
2,7 სიმტკიცეთა და ძალთა და აგარაკსა ლოცვით გაფუცებ, იერუსალიმისა ასულნო, აღ-თუ-სდგეთ თქუენ, და განაღჳძეთ ტრფიალი ჩემი, ვიდრემდისცა ინებოს,
2,8 ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისაჲ: აჰა, მოვალს მხლდომარე მთათა და მსრბოლი ბორცუთა ზედა.
2,9 ძმისწული ჩემი ჰგავს ქურციკსა და ნუკრსა მას ირმისასა ბეთილისა მთათა ზედა. აჰა, ესე დგას ფარვით ზღუდესა ჩუენსა, და სარკუმლით გამო შთამოიჭურობს იგი და არდაგთაჲთ გარდამოიხედავს ჩუენდა.
2,10 ძმისწული ჩემი მომიგებს და მეტყჳს მე: «აღდეგ და მოვედ აწ, მახლობელო ჩემო, განშუენებულო ჩემო და ტრედო ჩემო.
2,11 რამეთუ, აჰა, ზამთარი ჩუენგან წარჴდა, წჳმაჲ დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.
2,12 ყუავილმან იმსთო სოფელსა შინა ჩუენსა და სხლვისა ჟამი, ესერა, მოიწია, გურიტისაჲ ისმა ჴმაჲ ქუეყანასა ჩუენსა.
2,13 გამოუტევა ლეღუმან ყუავილი თჳსი, მოსცეს ვენაჴთა ყუავილთა სულნელებაჲ, აღდეგ და მოვედ აწ, მახლობელო ჩემო, განშუენებულო ჩემო და ტრედო ჩემო.
2,14 თჳთ თავით შენით მოხუჱდი, ტრედო, კლდისა საგრილსა, მახლობელად ზღუდისა, მიჩუენე პირი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ და შუენიერ პირი.
2,15 მიპყრენით მელნი მცირენი, რყუნილებისა მოქმედნი შორის ვენაჴთასა, რამეთუ ვენაჴნი ჩუენნი ყუავილოვან არიან.
2,16 ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისდამი, რომელი შროშანთა ჰმწყსი.
2,17 ვიდრემდის წარვიდეს დღე და მოიწივნენ აჩრდილნი, მოიქეც უკუჱ ჩემდა მომართ, ძმისწულო. ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ შუელთა, მსპოლველსა ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთასა. მე თჳთ მივიდე მთასა მას მურისასა და დავემკჳდრო ბორცუსა გუნდრუკისასა შერიჟუებადმდე დღისა და აღძრვად აჩრდილთა. ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არცა ერთი რაჲ არს შენ თანა.

თავი III
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

A
3,1 მე სარეცელთა ჩემთა ზედა ვეძიებდ ღამე, რომელი უყუარდა სულსა ჩემსა, ვეძიებდი მას და ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არასადა ჴმა-მცა მე.
3,2 აღვდგე და მოვლო ყოველი ქალაქები, სავაჭრონი და უბანნი და ვიძიო, რომლისა-იგი ტრფიალ არს სული ჩემი, ვეძიებდი მას და არა ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არასადა ჴმა-მცა მე.
3,3 მპოვეს მე მჴუმილთა, რომელ სცვიდეს ქალაქსა. ნუ იხილეთა სატრფიალოჲ სულისაჲ?
3,4 ვითარ კნინოდენ წარვლე მათგან, ვიდრემდის ვპოვე, რომელი უყუარდა სულსა ჩემსა. შევიპყარ იგი და არა განუტევე, ვიდრემდის სახიდ დედისა შევიყვანე და საუნჯეთა მშობლისა ჩემისათა.
3,5 გაფუცებ თქუენ აწ, იერუსალიმისა ასულნო, ძალთა მიმართ და სიმტკიცეთა აგარაკთასა, უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სურვილი, ვითარ სთნდეს.
3,6 ვინ არს უდაბნოჲთ რტოებრ აღმომავალი და საკუმეველთა კუამლი? გუნდრუკთა მური ზოგად მტუერთაგან მენელსაცხებელთაჲსა?
3,7 აჰა, ესერა, სოლომონისა ცხედარი, გარემოჲს მისსა სამეოცნი ძლიერნი ძლიერთა მათგან ისრაჱლისათა.
3,8 და წუდილნი მახჳლნი უპყრიან ყოველთავე, წურთილნი ბრძოლასა, კაცი და ჴრმალი მისი შებმულად წელთა შიშნეულებისათა და განკრთომისა შიშითა ღამესა შინა.
3,9 იქმნა მეფემან სოლომონ გავალაკნი დაულპოლველთა ლიბანისა ძელთაგან.
3,10 სუეტნი ქანდაკნა ვეცხლისა წმიდისანი და კამარები მისი ოქროდრეკილ-ყო, პორფირისფერი შეუქმნა აღსავალი, და იატაკი მისი ქვამოფენილ-ყო, სურვილი ასულთაგან სიონისათა.
3,11 გამოვედით აწ, იერუსალიმისა ასულნო, რაჲთა იხილოთ თქუენ სოლომონ მეფე, შემკული გჳრგჳნითა, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა სიძობისა მისისა, სიხარულისა გულისა მისისასა.

თავი IV
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

A
4,1 აჰა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო; აჰა, შუენიერ ხარ, თუალნი ტრედისანი, გარეშე დუმილისა მაგის შენისა; თხათა არვესა ებაძვნეს თმანი შენნი, რომელნი- იგი გამოჩნდეს გალადით,
4,2 და კბილნი შენნი - მორისულთა არვესა, რომელნი წიაღმოჴდეს საბანელით, მარჩბივთმშობელნი ყოველნი, უბერწონი,
4,3 ხოლო ბაგენი - საბელსა ძოწეულსა, სიტყუაჲ შუენიერ მროწეულისა ნაქურცენებრ და სიკეთენი - გარეშე დუმილისა.
4,4 დავითის გოდლებრ ამაღლდა ქედი შენი, რომელი-იგი შენ არს თალპიონს შინა. ათასი ფარი დამოჰკიდავს მას ზედა და ყოველნივე ისარნი ძლიერთანი.
4,5 ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მრჩობლად შობილნი თიკანნი ქურციკისანი, რომელნი შორის შროშანთასა იმოთხვედ.
4,6 შერიჟუებადმდე დღისა და აღძრვად აჩრდილთა მე თჳთ მივიდე მთასა მას მურისასა და მივიწიო ბორცუსა გუნდრუკისასა,
4,7 ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არცა ერთი რაჲ არს შენ თანა.
4,8 მოვედით, ლიბანით, სძალო, და წარმოგუალე. და თავით განვლე შენ სარმუნოებისა სანარისაცა და ერმონისა თხემით, საყოფლით ლომთაჲთ, მთებისაგან ვეფხთაჲსა.
4,9 გულად-მიხუენ ჩუენ, ჵ, დაო ჩუენო, სძალო, გულად-მიხუენ ჩუენ თუალთა შენთა ერთითა, და ერთითავე მძივითა ყელისაჲთა.
4,10 ვითარ განშუჱნდეს ძუძუნი, დაო ჩემო, სძალო, და ვითარ განშუენდეს შენნი ღჳნისა მიერ ძუძუნი და შენთა მათ შესამოსელთა სულნელებაჲ უმეტეს სულნელებისა ყოველთა სულნელთაჲსა.
4,11 და გოლეულნი გარდმოსწთუებიან ბაგეთა შენთა, სძალო, და თაფლი და სძე ენასა შენსა ქუეშე და სული შესამოსელთა შენთაჲ, ვითარცა მიჰრონი ლიბანისაჲ.
4,12 მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.
4,13 მოვლინებულნი შენნი - წყარო სამოთხის ნაყოფსა თანა ხეთა მწუერვალისასა, ყუავილი ნარდისა თანა,
4,14 ნარდი, ზაფრანი, კინამოჲ და ლელწამი ყოველთავე მწუერვალსა თანა ლიბანისა ხეთასა, ზმირნი და ალოჲ ზოგად ყოველთა თანა ნელსაცხებელთა უპირატესობისა.
4,15 წყაროჲ ედემთაჲ და ჯურღმული მწყურნებთა ცხოველთაჲ, ხოლო ძირგანბმული ლიბანით.
4,16 აღდეგ, ჩრდილოო, და მოგუალე, თემანო, მოჰბერეთ მტილსა ჩემსა, წთოდედ სულნელნი ჩემნი, შთავედინ დისწული ჩემი მტილსა ჩემსა და ჭამენ ნაყოფი ხისმწუერვალთაჲთ.

თავი V
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

A
5,1 შთავიდა მტილსა ჩემსა დაჲ ჩემი, სძალი! მოვწილე ზმჳრნი მიჰრონთა თანა ჩემთა და პური ჩემი თაფლით ჩემითურთ ვჭამე, ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძისა თანა ჩემისა. ჭამეთ, მოყუასნო, და სუთ ჩემ თანა და დაითრვენით, ძმანო ჩემნო.
5,2 რამეთუ მე მძინარე ვარ და ჰღჳძავს გულსა ჩემსა. ჴმაჲ დისწულისა ჩემისაჲ კართა ზედა ჰრეკს: განმიღე მე, მახლობელო და დაო და ტრედო ჩემო, ყოვლითურთ სრულო ჩემო! რამეთუ თავი ჩემი აღავსეს ცუართა, ხოლო თავისა თმანი ღამისა ნიჟთა.
5,3 განვიძუარცე მე შესამოსელი ჩემი, ვითარმედ კუალად გარემოვირტყა იგი? და მოვიბანენ ფერჴნი, ვითარ შევბღალნე?
5,4 დისწულმან ჩემმან შთამოყო ჴელი სარკუმლით და განჰკრთა ჩემი მუცელი ამას ზედა.
5,5 აღვდეგ განღებად დისწულისა ჩემისა, და ამით ჴელთა ჩემთა ზმირნი დასწთოდა, აღსავსე იყვნეს თითნი ჩემნი ზმჳრნითა, ვინაჲთგან ჴელი მისი მიყო კლიტეთა.
5,6 ესრეთ განუღე კარი დისწულსა ჩემსა, დისწულმან ჩემმან წარირბინა ამიერ და სულმან ჩემმან სიტყუასა თანა მისსა. ვეძიებდი მას და არა მეპოვა იგი, უწოდდი მას და არა ისმინა ჩემი.
5,7 მპოვეს მე მცველთა, ქალაქისა მომცველთა, მგუემეს და მომწყლეს და მიმიღეს თერისტრაჲ ჩემი, რომელნი მოიცვიდეს ზღუდესა.
5,8 გაფუცებ კუალად, სიონისა ასულნო, სიმტკიცეთა და ძალთა აგარაკთასა, უკუეთუ სადა ჰპოოთ დისწული ჩემი, უთხართ, ვითარმედ წყლული ვარ ტრფიალებითა.
5,9 რაჲმე არს შენი დისწული დისწულთაგან, ჵ შუენიერო დედათა შორის ფრიად? რაჲმე არს შენი დისწული დისწულთაგან, რამეთუ ესრეთ შემაფუცებ ჩუენ მისთჳს?
5,10 დისწული ჩემი რაბამ მწყაზარ და მწითურ და გამორჩეულ ბევრისბევრეულთაგან.
5,11 თავი მისი არს ოქროჲ მოფაზისაჲ, წარბნი განჭედილ ფერითა მელნისაჲთა მსგავსად ყორნისა;
5,12 და თუალნი მისნი - ტრედისანი, ურიცხუთა წყალთა აღსავსებასა ზედა განბანილ სძითა, დასხმულ მწყურნებთა ზედა,
5,13 ღაწუნი, ვითარცა ფიალნი მიჰრონთანი, ფშჳან მრავალთა ნელსაცხებელთა სულსა, ბაგენი - შროშან, დამოსწთჳს ზმჳრნი სავსე,
5,14 და ჴელნი მისნი - ოქრო წახნაგებულ და ყოვლად აღსავსე თარშისა სიკეთითა, მუცელი მისი - ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, საპფიროვანსა ქვასა ზედა მდგომარე,
5,15 და სხჳლბარკალნი მარმარილოჲსა სუეტებრ დაფუძნებულნი ხარისხთა ოქროჲსათა, ვითარ ლიბანი რჩეული - სახე მისი, და ვითარ ნაძჳ მთისა მწუერვალთა მისთაჲ.
5,16 ჴორჴნი მისნი - ტკბილ, ყოვლითურთ გულისსათქუმელ. ესრეთ არს ჩემი დისწული დისწულთათჳს და ესრეთ ჩემი მახლობელი, ასულნო სიონისანო, და ესოდენ შუენიერ.
5,17 სადა წარვიდა დისწული შენი, დაო და შუენიერო დედათა მწყობრსა შორის? სადა წარვიდა დისწული შენი შენგან? მითხართ ჩუენ, რაჲთა მოვიძიოთ შენ თანა.

თავი VI
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

A
6,1 შთავიდა ჩემი დისწული მტილსა თჳსსა ფიალთა მიმართ მენელსაცხებლეთასა მწყსად მტილთა შორის და შეკრებად შროშანთა.
6,2 დისწული ჩემი ჩემდა და მე - მისდამი, რომელი-იგი მწყსის შროშანთა მტილსა შორის,
6,3 შუენიერ ჩემი მახლობელი, ვითარცა სათნოებაჲ, და შუენიერ, ვითარცა-რაჲ მთაჲ სიონისაჲ, და საკჳრველ, ვითარცა განწესებული, ფრიად სჯულკეთილობით.
6,4 აქციენ თუალნი შენნი მტერთა ჩემთაგან, რაჲთა მათ შემიმზადნეს მე ფრთენი, თმანი თავისა შენისანი -კოლტ თხათა, რომელნი-იგი აღმოჴდეს გალადით;
6,5 კბილნი - ვითარცა კოლტები მორისულთაჲ, რომელნი აწ აღმოვლენ საბანელით, მარჩბივთმსხმელ ზოგად არიან ყოველნივე და უშვილობასა ვერვინ ჰპოებს მათ თანა;
6,6 ბაგენი შენნი - საბელ ძოწეულისა, ხოლო უბნობაჲ შენი - შუენიერ რაბამ, მროწეულისა ნაქურცენსა მიმსგავსებულ შუანი შენნი გარეშე დუმილისა.
6,7 ექუსგზის სამეოც არიან დედუფალნი, ოთხმეოც - ხარჭნი, ქალწულნი - ურიცხუველ.
6,8 ერთ არს ტრედი და შუენიერი ჩემი, ერთ არს იგი მშობელისა მისისაჲ, გამორჩეული არს დედისა თჳსისაჲ, იხილეს იგი ასულთა და ჰნატრიან, და დედუფალთა და ხარჭთა აქეს იგი.
6,9 ვინ არს, რომელი აღმოიჭჳრობს, ცისკრებად და შუენიერ არს, ვითარცა-რაჲ მთოვარე, ხოლო ელვარე, ვითარცა მზე, რჩეულ, საკჳრველ, ვითარ განწესებულებანი?
6,10 შთავედ შენ მტილსა შინა ნიგზოვანთასა, რაჲთა იხილო მუნ ნაშობი ღურისაჲ, ხილვად, უკუეთუ ყუავილოის ვენაჴი, და აღყუავილნეს მას შინა ბროწეულნი. მუნ მოგცნე ჩემნი ძუძუნი წადიერად.
6,11 არამედ სულმან ჩემმან ვერ აგრძნა ესე. ამინადაბის ეტლად დამაწესა მე.

თავი VII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

A
7,1 მოაქციე, მოაქციე, სოილამიტი, მოაქციე, მოაქციე და ვიხილოთ მავალი შენდა ბანაკისა მწყობრთაებრ.
7,2 რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი სანდლითა, ამინადაბის ასულნო, და სიკეთე წყვილთა მათ შენთაჲ ემსგავსა მელევანდთა, რომელნი-იგი გამოქმნეს ჴელოვანთა.
7,3 და უპე შენი ტაკუკ წახნაგებულ არს, უნაკლულო არს იგი ზავებულთაგან; ხოლო მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, გარემოცული შროშანთა ფერებითა;
7,4 ორნი ძუძუნი შენნი - ორნი თიკანნი, რომელნი ერთგზის იმარჩბივნა ქურციკმან;
7,5 კისერი შენი - გოდოლი პილოჲსძუალისაჲ, და თუალნი შენნი - ესებონისა ტბანი, ცხჳრნი - ვითარცა ტაკუკნი სულნელთანი, გოდოლი ლიბანის პირისპირ დამასკისა;
7,6 და თავი შენი - ვითარცა-რაჲ კარმელი, ხოლო ნათხზენნი ჰგვანან პორფირისფერსა, მეფე შემკული თანაწარმვლელთა შორის.
7,7 რაბამ განჰშუენდი და რაბამ რაჲმე დასტკბენ, სატრფიალოჲ არს შუებათა შინა შენთა!
7,8 სიმაღლე შენი მიემსგავსა ფინიკსა, ხოლო ძუძუნი შენნი - ტევანთა მისთა,
7,9 ვთქუ: აღვჴდე მისსა და უპყრნე ტევანნი მისნი, ძუძუნი შენნი იყვნეს ვენაჴის ტევნებრ და ცხჳრთა შენთა სულნელნი მტუერ მიჰრონთა.
7,10 სასაჲ - ვითარცა ღჳნოჲ სულნელკეთილი, მო-რაჲ-ვიდოდა ჩემდა დისწული ჩემი, ბაგე-კბილებსა კმა-ეყო სიწრფოებაჲ.
7,11 მიქცევაჲ ჩემი - დისწულისა ჩემისა და კუალად მისი მოქცევაჲ ჩემდა მომართ,
7,12 მოვედ, დისწულო ჩემო, და განვიდეთ ჩუენ აგარაკებად, ვიქცეოდით დაბნებთა;
7,13 ვიმსთოთ ვენაჴთა შორის ყუავილისმზრდელთა და მოვიხილოთ, უკუეთუ ყუავის იგი, აღყუავილნა თუ ბუტკოვანებაჲ მისი, უკუეთუ წითლად ყუავიან ბროწეულნი, მუნ მიგანიჭნე ტკბილად ძუძუნი ჩემნი.
7,14 მანდრაგორებთა შენთა ფშუჱს სულნელებაჲ და კართა ზედა ხეთა მწუერვალნი, ახალნი ძუელთა თანა დაგიმარხნე შენ, დისწულო ჩემო.

თავი VIII
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

A
8,1 ვინმე მოგცეს შენ წოვნად ძუძუნი ტკბილნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე და სურვილით ამბორს-გიყავ, არა უდებ-მყო, არცა შეურაცხ-მყო მე.
8,2 მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახედ მუცლად მიღებისა ჩუენისა და საუნჯედ დედისად. გასუ შენ სულნელთა ღჳნისაგან და სინოტიე მწყურნებოანთა ჩემთაჲ.
8,3 მარცხენე მისი ზეშთა კერძო თავისა, ხოლო მარჯუენე გარემომეხჳა მე.
8,4 აწცა გაფუცებ, სიონისა ასულნო, ძლიერებისა მიმართ აგარაკთაჲსა, აღ-თუ-სდგეთ თქუენ და აღადგინოთ ტრფიალი, ვითარცა სთნდეს მას და სათნო იყოს მისსა.
8,5 ვინმე არს ესე, რომელი აღიმაღლებს აღმომავალი ელვარე სპეტაკებით, დავამტკიცოთ ჩუენ ესე დისწულსა ზედა? საგრილსა ქუეშე ვაშლთასა განგაღჳძე, მუნ ელმო შენთჳს მუცლად მიღებისა შენისა, მუნ ელმო შობაჲ შენი დედასა შენსა.
8,6 დადევ, ვითარცა ბეჭედი, გულსა შენსა, და ვითარცა-რაჲ დასაბეჭდავი მკლავისა. მტკიცე არს, ვითარ სიკუდილი, სიყუარული. ფიცხელ, ვითარცა ჯოჯოხეთი, არს შური, გარემოს მისსა გარემოსდგას კლდე მტკიცე, გარემოჲს მისსა კლდე ალთა ცეცხლისათაჲ.
8,7 წყალი მრავალი ვერ დაჰშრეტს სიყუარულსა და ვერცა წარჰრღუნიან მდინარისა ღელვანი. უკუეთუ მისცეს კაცმან ცხორებაჲ თჳსი ტრფიალებასა, უგულებელს-ყონ იგი,
8,8 მცირე არს დაჲ და არა ასხენ ძუძუნი. რაჲ უყოთ დასა მას დღესა შინა, რომელსა-იგი ითქუას რაჲ მისსა მიმართ?
8,9 ზღუდისზღუდენი ვეცხლით ქანდაკებულნი, და, თუ კარი არს, დავამსჭუალნეთ მას ზედა ყოვლად სულნელნი ფიცარნი ნაძჳსანი.
8,10 მე - ზღუდე, ხოლო ძუძუნი ჩემნი - გოდოლ. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა-იგი ვერვინ მოიძიოს მშჳდობაჲ,
8,11 ვენაჴი აქუნდა სოლომონს ვევლამონს.
8,12 ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა. ათასის ვეცხლის არს კაცი ჟამსა მისსა, ათასეულნი სოლომონს და ორასნი მცველთა, რომელნი ჰკრძალვენ ნაყოფთა მისთა.
8,13 რომელი-იგი ზის მტილთა ზედა მისთა, მოყუასნი მისნი მოელიან სურვილით, მასმინე, გლოცავ, საწადელი ჴმაჲ შენი.
8,14 დისწულო ჩემო, ელოდებოდე და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნაშობსა ირმისასა მწუერვალსა ზედა ღელოვანთა მთათასა.