ფოთისა და ხობის რეგიონში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მცხოვრებთ ბიბლიური საზოგადოების გამოცემები გადაეცათ.საჩუქრები მეტწილად ბავშვებისა და მოზარდებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არც ბიბლიის წაკითხვის მოსურნე უფროსები დარჩნენ საკუთარი ბიბლიის გარეშე.
აქციის წარმატება ადგილობრივი ხელისუფლების და სასულიერო პირების აქტიურმა ჩართულობამ და დახმარებამ განაპირობა.