ძველქართული თარგმანები

ბიბლიები სხვადასხვა ენებზე

რა არის ბიბლია?

ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (ταβιβλια). შედგება 66 წიგნისაგან � 39 ძველი აღთქმის, 27 � ახლისა.  იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.

გარდა ამისა, ბერძნული ბიბლიის სამოცდაათისეულ თარგმანში � სეპტუაგინტაში � შესულია ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნი (აპოკრიფები), რომელთაც ეკლესია არ აღიარებს კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სასარგებლოდ.

ბიბლიის წიგნთა თავებად და მუხლებად დაყოფა შედარებით გვიანდელი მოვლენაა და კონკორდანსის ანუ სასურველ ადგილთა ადვილად მოძიების საშუალებათა შექმნის იდეამ, ზოგადად, – კითხვისა და აღქმის პროცესის გაიოლებისათვის ზრუნვამ განაპირობა. ცალკეული წიგნები ჯერ თავებად დაიყო, შემდეგ მუხლებად (მოცემული თავის ფარგლებში). მუხლობრივი დაყოფის ის სისტემა, რითაც დღეს ვსარგებლობთ, XVI ს-ში დასავლეთ ევროპაში შეიმუშავეს.

ვინ და როგორ დაწერა ბიბლია?

უზენაესი ღმერთი � ყოვლადწმიდა სამება � ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1500-2000 წელი) ბიბლიის ცალკეული ნაწილები სხვადასხვა ადამიანების მიერ იწერებოდა. ეს მრავალრიცხოვანი ნაწილები მოგვიანებით ერთ წიგნად გააერთიანეს.

ბიბლიაში აღწერილი თავდაპირველი ამბები წინაისტორიულ ხანას შეეხებიან, როცა დამწერლობა ჯერ არ არსებობდა. ისინი თაობიდან თაობას თხრობით, მრავალჯერადი გამეორებით გადაეცემოდა. ასეთ გადაცემას ზეპირი ტრადიცია ჰქვია.

რაც შეეხება ახალ აღთქმას, იესო ნაზარეველი ორი ათასი წლის წინ დაიბადა, როცა ძველი აღთქმის წიგნები უკვე დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი. თავდაპირველად უწყება მის შესახებ აგრეთვე ზეპირად ვრცელდებოდა. მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ოთხი სახარება  იესოს ცხოვრების მოწმობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომლების თვითმხილველთა მიერ იყო დატოვებული. სახარებაში აღწერილი ამბები � ბეთლემში იესოს შობის, მისი ცხოვრების და სასწაულების შესახებ ქ.შ. 100 წლამდე დაიწერა. როგორც ჩანს, ოთხივე სახარება იესოს ცხოვრებისა და მოძღვრების აღწერისას ერთიდაიგივე ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა.

ბიბლიის ენები

ძველი აღთქმის მეტი წილი ძველებრაულ ენაზე დაიწერა. ამ ენაში 22 თანხმოვანია (ხმოვნები თვით მკითხველს უნდა ჩაესვა). ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ამიტომ წიგნის დასაწყისი იქ არის, სადაც ჩვენ ბოლო გვერდს ვართ მიჩვეული.

არამეული ენა ფართოდ იყო გავრცელებული მთელს ახლო და შუა აღმოსავლეთში (დაახლ. 550 წ.ქ.წ. მოყოლებული). ეს იყო ვაჭართა ენა მთელს რეგიონში. არამეულად დაიწერა ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნის ნაწილები.

ახალი აღთქმის დღემდე აღმოჩენილ ფრაგმენტთა შორის სავარაუდოდ უძველესია 6×9 სმ ზომის პაპირუსზე შემორჩენილი რამდენიმე სტრიქონი იოანეს სახარებიდან. დაწერილია ბერძნულად  და დაახლოებით 130 წ.ქ.შ. თარიღდება.

331 წ.ქ.წ. ალექსანდრე დიდმა სპარსეთი დაიპყრო და თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიოს მმართველი გახდა. �საყველპურო� ბერძნული უმრავლესობისათვის გასაგებ ენად იქცა. იესოს მიმდევრებს სურდათ, რომ ყველას გაეგო �კეთილი უწყება�; ამიტომ არამეულიდან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, ბერძნულად თარგმნიდნენ. მხოლოდ ზოგიერთ ადგილზე შემორჩა ცალკეული არამეული ფრაზები. ბერძნულ ანბანში (24 ასო) პირველად გაჩნდა ხმოვნების შესაბამისი ასოები.

დიალექტი, რომელზეც დაწერილია ახალი აღთქმის წიგნები, არის კოინე ანუ ბერძნული ენის საერთო-სახალხო, ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი მეტყველება. ზოგადად ბიბლიისა და, მით უმეტეს, ახალი აღთქმის საერთო პრინციპიც სწორედ დემოკრატიულობა, საყოველთაობაა და, ჩანს, ახალი აღთქმის ავტორები ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ.