ორგანიზაციის შექმნის და საქმიანობის მიზანია ღვთისა სიტყვის − ბიბლიის გავრცელება.
ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანაა ყველა მსურველის უზრუნველყოფა ბიბლიური ლიტერატურით მათთვის გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომ ფასად.
ორგანიზაციის წევრი შესაძლოა იყოს ქრისტიანული აღმსარებლობის არანაკლებ 18 წლის პირი, რომელიც საჭიროების დროს მონაწილეობს საქმიანობაში.
ამ გვერდის საშუალებით გაწევრიანების დროს წევრობის კანდიდატის მიერ მითითებული იმელ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ითვლება მისთვის გადაცემულ შეტობინებად.
წევრს უფლება აქვს:
1. აირჩიოს და იყოს არჩეული ორგანიზაციის მმართველ ორგანოში.
2. წესდების საფუძველზე მონაწილეობა მიღოს ორგანიზაციის მართვაში.
3. მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
4. დაუბრკოლებლად გავიდეს ორგანიზაციის წევრობიდან.