ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

ნორვეგიის ბიბლიური საზოგადოების მხადაჭერით განხორციელებული პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ძნელადმისადგომ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ბიბლიის და ბიბლიური ლიტერატურის უფასოდ დარიგებას (მსგავსი პროექტები გასულ წლებშიც ხორციელდებოდა. მაგალითად, 2004 წელს მესხეთ-ჯავახეთის სოფლების სომეხ მოსახლეობას საჩუქრად სომხური ბიბლიები გადაეცა).

წელს მესხეთს ერთხელაც ვესტუმრეთ. ახალციხის და ადიგენის რაიონებში სამდღიანი სტუმრობის დროს ბიბლიით დაინტერესებულ ოჯახებს და ცალკეულ მორწმუნეებს, ღვთისმსახურებს საჩუქრად გადაეცათ: ქართული ბიბლიები, ძვ.ქართული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა და ფსალმუნები თანამედროვე ქართულზე, იოანეს სახარება, ბიბლიის კარი, ბიბლია ინგლისურ ენაზე, ასევე, სომეხ მორწმუნეებს – სომხურენოვანი ბიბლია.

სამივე დღე მეტად საინტერესო და დატვირთული იყო. იგი დაიწყო სტუმრობით  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოს თეოდორესთან. მან თავისი ხედვა გაგვიზიარა იმის თაობაზე, თუ როგორი ლიტერატურა უფრო აინტერესებთ ბავშვებს, როგორია იქაური სასულიერო სემინარიის სტუდენტთა საჭიროებანი. მეუფემ მეორე დღისთვის წმიდა მარინეს დღისადმი მიძღვნილ მსახურებაზე და პურობაზე დაგვპატიჟა. ჩვენ მიწვევა მადლიერებით მივიღეთ.

შემდეგ მამა ეჟის ვეწვიეთ, რომელიც ბევრი წელია ამ რეგიონში (უდე-არალი-ივლიტა) ცხოვრობს და უკვე კარგადაა ასიმილირებული გარემოსთან.  მან საინტერესო კომენტარები და შენიშვნები გააკეთა ბიბლიის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით.

დავრწმუნდით, რომ საქართველოს ამ მხარეში სისტემურად კითხულობენ ბიბლიას და აფასებენ ბიბლიური საზოგადოების წვლილს თანამედროვე ქართულ ენაზე ღმრთის სიტყვის პოპულარიზაციაში.

არლის შემდეგ აბასთუმანში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკისკენ გავემგზავრეთ, გზად კი სოფელ ბენარს ვესტუმრეთ. ბენარის საკრებულოს წევრების ბიბლიებითა და სხვა წიგნებით დასაჩუქრების შემდეგ აბათუმანში სამხრეთ საქართველოდან შეკრებილ საბავშვო ბანაკს ვესტუმრეთ. მათ მშვენიერი შეხვედრა მოგვიწყეს – გვიჩვენეს თავიანთი შემოქმედება. ვალეს საკრებულოს მგალობლებმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ბადალი არა ჰყავთ.

With shepherdsაბასთუმანში გვიანობამდე დავრჩით, თითქმის ბინდდებოდა, თანაც საკმაოდ დაღლილები ვიყავით მგზავრობისა და ემოციებისაგან, მაგრამ მამა არტურის მეგზურობით ზეკარის უღელტეხილის გადაღმა მდებარე სოფელ ივლიტის საზაფხულო იალაღებს ვესტუმრეთ. სიბნელისა და სქლად ჩამოწოლილი ნისლის მიუხედავად, მამა არტურმა შეკრიბა იქ მწყემსებიმყოფი ივლიტელი მორწმუნეები, როგორც მართლმადიდებლები, ასევე, კათოლიკეები და მანქანის ფარების შუქზე, ბიბლიური საზოგადოების ყურადღებით გაოცებულ და გახარებულ ადამიანებს საჩუქრად ახალ ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიები გადაეცათ.
გვიან ღამით კი, როდესაც კვირა თენდებოდა, უდეს ვესტუმრეთ… ღამე ერთ შესანიშნავ ოჯახში გავატარეთ. მარინა და ჯუმბერი, ჩვენი სათნო მასპინძლები, საინტერესოდ გვესაუბრნენ აქაური ყოფა-ცხოვრების შესახებ.

ფოტო: ეს ღუმელი იდეიდან რეალიზაციამდე ჯუმბერის ქმნილებაა. რამდენიმე დღეში ერთხელ მასში ოჯახისათვის პურს აცხობენ.

სოფელ უდეში, სადაც ეს წყვილი ცხოვრობს, დგას დიდებული ტაძარი. უდეერთი შეხედვითაც თვალში საცემია, რომ არქიტექტურულად განსხვავებული სტილისაა. ტაძრის ერთ-ერთ კედელზე, ისე მაღლა, რომ წაკითხვა მხოლოდ ბინოკლით ხერხდება, არის წარწერა, რომელიც ამბობს, რომ ეს ტაძარი 1904-06 წლებში აშენდა უდელი ქრისტიანებისა და ქართველი მუსულმანების  მიერ, რაც იმ საუკუნის ტოლერანტობაზე მიგვითითებს, როცა მართლმადიდებლურ იმპერიაში დაპყრობილი ხალხები ერთმანეთს ეკლესიების აგებაში ეხმარებოდნენ.
დილით უდეს ეკლესიები მოვინახულეთ. საკვირაო წირვაზე შეკრებილ  მორწმუნეებს მამა პავლე დილმა ჩვენი თავი წარუდგინა და ჩვენი ჩამოსვლის მიზანიც გააცნო.

თბილისში დაბრუნებისას ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მადლობა გადმოგვცა ძნელადმისასვლელ სოფლებში მცხოვრები ხალხისათვის გამოჩენილი უანგარო ზრუნვის გამო.

�უდეშიც, არალშიც და, განსაკუთრებით, მაღალმთან საძოვრებზე მყოფი ადამიანებისათვის მთავარი საჩუქარი ეს იმის შეგრძნებაა, რომ ისინი ახსოვთ და მათზე ფიქრობენ�, – განაცხადა ეპისკოპოსმა.