სწორი პასუხები ვიქტორინა #17-ის შეკითხვებზე ასეთია:
მოწოდება �შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი� ბიბლიაში პირველად გვხვდება = მოსეს ხუთწიგნეულში (ლევიტელთა 19:1).
იდეით, რომ შვილი მამის დანაშაულზე პასუხისმგებელი არ არის, ი. სტალინი დაესესხა: = ეზეკიელ წინასწარმეტყველს (ეზეკიელი 18:19-20)
აბრაამის რამდენი ძეა ნახსენები ბიბლიაში? = 8.
რა ამბავი იყო ერთნაირი ისააკის, იაკობისა და მოსეს ისტორიებში? = მათი (ან მათი წარმომადგენლის) პირველი შეხვედრა მათ მომავალ ცოლებთან ჭასთან (წყაროსთან) მოხდა.
ვინ დაწერა იგავების წიგნის მეტი წილი? = სოლომონმა
იგავების წიგნის მიხედვით – რა არის ღირსეული (გამრჯე) ქალი ქმრისათვის? = სამკაული
რამდენგზის უნდა მივუტევოთ ჩვენს ძმას, ჩვენს წინააღმდეგ თუ შესცოდა? = 490
ვინ უთხრა თავის ცოლს: �…განა ათ შვილს არა ვჯობვარ შენთვის?� = ელკანამ
რომელი მცენარის თესლია �ყოველგვარ თესლზე მცირე, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდ ხედ იქცევა� = მდოგვი
რომელი მცენარის მშვენიერება შეადარა იესომ მეფე სოლომონის შემოსილობას? = შროშანის
#17 ვიქტორინის შეკითხვებზე სულ მხოლოდ 11 პასუხი მივიღეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცირე რაოდენობა მოულოდნელია.
შეკითვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, იმათაც გაუჭირდებოდათ, ვინც ბიბლიას ყოველდღიურად კითხულობს.
ამ ერთ-ერთი ურთულესი ვიქტორინის შეკითხვებიდან ცხრაზე სწორი პასუხი რამდენიმე მონაწილემ გასცა, მხოლოდ ერთმა – ნორჩმა იოანა რუთ ბაქრაძემ კი ათივე შეკითხვას სწორად უპასუხა!
ძვირფასო ქალბატონო იოანა-რუთ! გილოცავთ და გელოდებით დაწესებული პრიზის – �ნარნიის ქრონიკების� მეორე წიგნის თქვენთვის გადმოსაცემად.
ამ ვიქტორინამ კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახვა დიდი განსხვავება ბიბლიის ტექსტის ცოდნის მხრივ ჩვენი საიტის სტუმრებს შორისაც კი. იგი ელემენტარულიდან (ან უფრო ნაკლებიდან :-)) ექსპერტულამდე მერყეობს.
ჩევნ ვცდილობთ, საიტი საინტერესო იყოს ყველა სტუმრისათვის. ამ მიზნით, მომავალ წელს, ვფიქრობთ საიტის ძირეულ რეორგანიზაცია / მოდერნიზაციას.
მანამდე კი ველით თქვენს წინადადებებს. როგორ გავაუმჯობესოთ ერთობლივად საიტი ისე, რომ იგი მართლაც ხელს უწყობდეს ღვთის სიტყვის მეტად გავრცელებას ქართულენოვან ადამიანთა შორის?
გთხოვთ ნუ დაიზარებთ ორიოდე სიტყვით აზრის გამოთქმას!
Post a comment