�ბიბლიის მშვენიერება მასში წამოჭრილ ფასეულობებსა და მორალურ დილემებში მოჩანს. მჯერა, რომ მორალთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ბავშვებში ზნეობრივი სამართლიანობის გრძნობას გააღვივებს� – განაცხადა ისრაელის განათლების მინისტრმა ბიბლიის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელიც იერუსალიმში, �ბიბლიური ქვეყნების მუზეუმში� ჩატარდა.
დღეს ჩვენ ოფისს სტუმრობდა საფრანგეთის ბიბლიური საზოგადოების პრეზიდენტი ბატონი მეგრელისი მეუღლითურთ.
ბატონი მეგრელისის სხვა საქმიანობის თაობაზე – ფარმაცევტიკის სფეროში – ჩვენში ცნიბილია ერთი ტელეგადაცემიდან, რომელშიც მის ქართულ წარმომავლობაზე და საქართველოსთან მის ურთიერთობებზე იყო მოთხრობილი.
სტუმრები ინტერესით გაეცნენ საქართველოს ბიბლიური საზოგადოების საქმიანობას, მის გამოცემებს და გამოთქვეს სურვილი მომავალი თანამშრომლობისა.