კიევ-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალის ტერიტორიაზე 5 მარტს საზეიმოდ გაიხსნა გამოფენა �ბიბლია ეპოქებსა და ათასწლეულებში�. იგი ორგანიზებულია ერთობლივად უკრაინის ბიბლიური საზოგადოებისა და უკრაინის წიგნის მუზეუმის მიერ.
გამოფენის მთავარი ექსპონატები, რა თქმა უნდა, წმიდა წერილის გამოცემებია: სხვადასხვა დროს ნათარგმნი და გამოცემული ბიბლიები, ახალი აღთქმები, ილუსტრირებული საბავშვო გამოცემები, აგრეთვე – უკრაინის ბიბლიური საზოგადოების გამოცემები თათრულ და ბოშურ ენებზე, წიგნები მხედველობა დაქვეითებულთათვის (ბრაილის შრიფტით).
თქვენი კომენტარი