995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

ვიქტორინა #17-ის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინა #17-ის შეკითხვებზე ასეთია:

მოწოდება �შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი� ბიბლიაში პირველად გვხვდება = მოსეს ხუთწიგნეულში (ლევიტელთა 19:1).
იდეით, რომ შვილი მამის დანაშაულზე პასუხისმგებელი არ არის, ი. სტალინი დაესესხა: = ეზეკიელ წინასწარმეტყველს (ეზეკიელი 18:19-20)
აბრაამის რამდენი ძეა ნახსენები ბიბლიაში? = 8.
რა ამბავი იყო ერთნაირი ისააკის, იაკობისა და მოსეს ისტორიებში? = მათი (ან მათი წარმომადგენლის) პირველი შეხვედრა მათ მომავალ ცოლებთან ჭასთან (წყაროსთან) მოხდა.
ვინ დაწერა იგავების წიგნის მეტი წილი? = სოლომონმა
იგავების წიგნის მიხედვით – რა არის ღირსეული (გამრჯე) ქალი ქმრისათვის? = სამკაული
რამდენგზის უნდა მივუტევოთ ჩვენს ძმას, ჩვენს წინააღმდეგ თუ შესცოდა? = 490
ვინ უთხრა თავის ცოლს: �…განა ათ შვილს არა ვჯობვარ შენთვის?� = ელკანამ
რომელი მცენარის თესლია �ყოველგვარ თესლზე მცირე, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდ ხედ იქცევა� = მდოგვი
რომელი მცენარის მშვენიერება შეადარა იესომ მეფე სოლომონის შემოსილობას? = შროშანის

#17 ვიქტორინის შეკითხვებზე სულ მხოლოდ 11 პასუხი მივიღეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცირე რაოდენობა მოულოდნელია.

შეკითვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, იმათაც გაუჭირდებოდათ, ვინც ბიბლიას ყოველდღიურად კითხულობს.

ამ ერთ-ერთი ურთულესი ვიქტორინის შეკითხვებიდან ცხრაზე სწორი პასუხი რამდენიმე მონაწილემ გასცა, მხოლოდ ერთმა – ნორჩმა იოანა რუთ ბაქრაძემ კი ათივე შეკითხვას სწორად უპასუხა!
ძვირფასო ქალბატონო იოანა-რუთ! გილოცავთ და გელოდებით დაწესებული პრიზის – �ნარნიის ქრონიკების� მეორე წიგნის თქვენთვის გადმოსაცემად.

ამ ვიქტორინამ კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახვა დიდი განსხვავება ბიბლიის ტექსტის ცოდნის მხრივ ჩვენი საიტის სტუმრებს შორისაც კი. იგი ელემენტარულიდან (ან უფრო ნაკლებიდან :-)) ექსპერტულამდე მერყეობს.

ჩევნ ვცდილობთ, საიტი საინტერესო იყოს ყველა სტუმრისათვის. ამ მიზნით, მომავალ წელს, ვფიქრობთ საიტის ძირეულ რეორგანიზაცია / მოდერნიზაციას.

მანამდე კი ველით თქვენს წინადადებებს. როგორ გავაუმჯობესოთ ერთობლივად საიტი ისე, რომ იგი მართლაც ხელს უწყობდეს ღვთის სიტყვის მეტად გავრცელებას ქართულენოვან ადამიანთა შორის?

გთხოვთ ნუ დაიზარებთ ორიოდე სიტყვით აზრის გამოთქმას!

თქვენი კომენტარი