კითხვები სწორი პასუხებით, შესაბამისი ადგილის მითითებით:
ესაიას მიხედვით, უკანასკნელი დღეების განკითხვისას, ვის დაუყრის კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს? = თხუნელებსა და ღამურებს (ესაია 2:20)
რას არის შედარებული იგავებში უგუნური ქალის სილამაზე? = ოქროს რგოლს ღორის დინგზე (იგავ. 11:22)
რომელი მეფის დროს შემოჰყავდათ ისრაელში ფარშევანგები? = სოლომონის (3მეფ. 10:22; 2ნეშთ. 9:21)
რა თქვა იესომ, ორი რომელი ფრინველი იყიდება ერთ ასარად? = ბეღურა (მათ. 10:29)
რომელი ცხოველი არ მოიხსენიება ბიბლიაში? = კატა
რომელ წიგნშია ნათქვამი �მკვდარი ბუზი ამყრალებს, ადუღებს მენელსაცხებლის ზეთს.� = ეკლესიასტე (10:1)
რომელი ცხოველი სჯობია მკვდარ ლომს? = ცოცხალი ძაღლი (ეკლ. 9:4)
რომელ ცხოველებს მიაგავდა გამოცხადების წიგნის მიხედვით გველეშაპის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული? = ბაყაყებს (გამოცხ. 16:13)
ვისზე თქვა იესომ: �წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს …� = ჰეროდე (ლუკ. 13:32)
რომელი ცხოველების ტყავისაგან უნდა გაკეთებულიყო საფარველი კარვისათვის? = წითელი ვერძი და მაჩვი (გამ. 26:14)
ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხები გამოგზავნეს:
ეკატერინე ხორბალაძემ
დავით კიკილაშვილმა
ირმა ჯაიანმა
კიდევ ხუთმა მონაწილემ 9 შეკითხვას გასცა სწორად პასუხი.
წესების შესაბამისად, გამარჯვებულად ქ-ნი ეკატერინე ხორბალაძე ცხადდება, რომლის პასუხებიც სხვებზე ადრე მივიღეთ.
გილოცავთ, ქალბატონო ეკატერინე!
თქვენი კომენტარი