995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

ვიქტორინა #19. ტური 9.

ბიბლიაში ნახსენები რომელი ცხოველ(ებ)ი ლაპარაკობდა/დნენ ადამიანურ ენაზე? = გველი; ვირი (დაბ. 3:1; რიცხვ. 22:28)
ძველი აღთქმის რომელი გმირები დაიღუპნენ დიდი ქარისაგან? = იობის შვილები (იობ. 1:18-19)
რომელმა ცხოველებმა ან ფრინველებმა გადაწვეს ფილისტიმელთა ყანები და ბაღები? = მელიებმა (მსაჯ. 15:4-5)
რა საბაბის გამო დაიღუპა ორმოცდაორი ათასი კაცი ეფრემიდან? = არასწორი გამოთქმის გამო (მსჯ 12:6)
ვის არ გაუცვდა ფეხსაცმელი ათწლეულების განმავლობაში? = ისრაელიანებს უდაბნოში ხეტიალისას (რჯ. 29:5)
იესო ქრისტეს მოციქულთაგან – პირველად ვინ მოკლეს? = იაკობი (საქ. 12:2)
რომაელთა მიმართ წერილში ნათქვამია, რომ ღმერთმა ერთი ადამიანი შეიძულა. ვის იყო ეს ადამიანი? = ესავი(რომ. 9:13)
ებრაელთა მიმართ წერილში არის პავლეს რჩევა: �სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, რადგან ზოგიერთებს …….. გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ.� = ანგელოზებისათვის (ებრ. 13:2)
ვინ გადასცა პავლე მოციქულმა სატანას? = ჰიმენეოსი და ალექსანდრე (1ტიმ. 1:20)
რომელ ქალაქში იყო `სატანის ტახტი~  გამოცხადების მიხედვით? = პერგამო (გამოცხ. 2:12-13)

მცირეოდენი კომენტარები მიღებულ პასუხებთან დაკავშირებით:

ამ ტურში მაქსიმუმი – 10 ქულა, დათო რუსიამ, დაჩი პაპიაშვილმა და დავით კიკილაშვილმა მოაგროვეს. კიდევ რამდენიმე მონაწილემ, სამწუხაროდ, ვერ შენიშნა, რომ პირველ შეკითხვას ორი სწორი პასუხი ჰქონდა, და შესაბამისად, ორი უჯრი მონიშვნა იყო საჭირო. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამის გამო (სანახევრო პასუხი პირველ შეკითხვაზე), თამილა ბექაურმა, თეა შავერდაშვილმა, ზურაბ ჯაშმა და დათო გიორგობიანმა �მხოლოდ� 9,5 ქულა დააგროვეს.
�წაიფორხილეს� ლიდერმა – თემო ხაინდრავამ – 9 ქულა და სხვა დაწინაურებულებმა – როზა აგაჯანიანი – 7, ვიკა კაზარიანი – 8, მიხეილ კრუპიცკი – 7 ქულა.

დიდი მადლობა ყველას, ვინც პასუხებთან ერთად თავისი კომენტარები და აზრები გაგვიზიარა – ვიქტორინაზე, ბიბლიაზე და სხვ.

ბოლო, მეათე ტურის რამდენიმე შეკითხვა, ჩვეულებრივზე ძნელია.
ამიტომ, გამორიცხული არ არის, ლიდერებსაც გაუჭირდეთ მათზე პასუხის გაცემა.

ჯერ-ჯერობით, #19 ვიქტორინის ბოლო, მე-10 ტურის წინ ასეთი სურათია:

თემო ხაინდრავა  64
დათო რუსია  60
თამილა ბექაური  58.5
ვიკა კაზარიანი  56.5
დაჩი პაპაშვილი  56
მიხეილ კრუპიცკი  55.5
როზა აგაჯანიანი  54.5
დავით კიკილაშვილი 19
ციცი ჯაფარიძე 18.5
თეა შავერდაშვილი 18.5
ანა ბერიძიშვილი  18
ნიკა ხუბაშვილი 14
ლევან ყალაგაშვილი 14
რობა მახარაშვილი 13
რატი ნოსელიძე  12
ზურაბ ჯაში 9.5
დათო გიორგობიანი 9.5
ლევან გიგინეიშვილი 8
ნათია კაკაურიძე 8
pato(???) 7.5
ესთერ დადიანი 7
ილია ზაალიშვილი 7
ეკა ხორბალაძე  7
სულხან ბაზერაშვილი 7
გიორგი გოგოჭური  7
დათო დავითაშვილი 7
ბარბარე ჯაფარიძე 7
ლეილა მუსტაფა-ოღლი 6.5
მარინა მაღრაძე 6
ნუგზარ ბარდაველიძე 5
გურამ ჩახვაზე 5
თათია საბაშვილი 5
ზვიად წიკლაური 5
ქეთი ქაროსანიძე 5
მარიამ ნუცუბიძე 4
გიორგი სიყმაშვილი 4
პაპუნა ჩივაძე 4
ლალი ბოგვავა 4
ნაირა ხანიაშვილი 4
ლია ტაბატაძე 3.5
შოთა თედორაძე 3.5
ლიზი მესხი  2
გურამ ცერცვაძე 2
ვანო სუჯაშვილი 2
სოფო ჯიშკარიანი 1.5
ნინო გოგოლაძე 1.5
ანი ყალიჩავა  1

პასუხების მიღება – 3 სექტემბრამდე.
გამარჯვებული გამოცხადდება და დაჯილდოვდება სექტემბრის პირველ ნახევარში.
გისურვებთ წარმატებას!

თქვენი კომენტარი