პატარა ჰოლანდიური ქალაქის � შაგენის მკვიდრმა ბიზნესმენმა ბიბლიური კიდობნის თავისი ვერსია ააგო. ამით იგი შეეცდება საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს გლობალური დათბობის და ამის გამო, მსოფლიო ოკეანის დონის მომატების საშიშროებაზე. სანამ ეს არ მომხდარა, კიდობანი ღიაა ტურისტთა მისაღებად.
წმიდა წერილში აღწერილ ნოეს კიდობნისაგან, ეს კიდობანი ზომებით განსხვავდება. ის ორჯერ პატარა ზომისაა, რომ შესაძლებელი იყოს სანაოსნო კანონმდებლობით საჭირო ნებართვების მიღება რაბებში გასასვლელად.
კიდობნის ასაგებად იოჰან ხაუბერსმა მარტოდმარტო იმუშავა თოთქმის ორი წლის განმავლობაში. საჭირო თანხა, 200 ათას ევროზე მეტი, მან კრედიტად მიიღო ადგილობრივ ბანკში.
ჰოლანდიურ კიდობანში ცხოველების ნაცვლად მათი ფიტულებია განთავსებული. ტურისტების კიდობანში შესასვლელი ბილეთი 3 ევრო ღირს, ბავშვებისათვის � 2 ევრო. დამთვალიერებელთა ნაკლებობა არ იგრძნობა.
თქვენი კომენტარი