995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

ბიბლია და მხატვრობა

კონკურსი

კავშირი �გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა� აცხადებს კონკურსს ბიბლიურ სიუჟეტებზე ბავშვთა და მოზარდთათვის შექმნილი სახვითი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გამოვლენის მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს – როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მხატვრებს. 2009 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება საკონკურსოდ შემოსული, რჩეული  ნამუშევრების გამოფენა, ხოლო 24 დეკემბერს გამოცხადდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

პირველი ადგილი – 1500 (ათასხუთასი) ლარით
მეორე ადგილი – 1000 (ათასი) ლარით
მესამე ადგილი – 500 (ხუთასი) ლარით

ყველა წარმოდგენილი ნამუშევარი დარჩება ავტორის საკუთრებაში. კონკურსის ორგანიზატორს უფლე­ბა ექნება გამოიყენოს კონკურსზე წარმოდგენილი პრემირებული ნამუშევრების რეპროდუქციები საკუთარ გამოცემებში.

კონკურსის ორგანიზატორი:
უფლებამოსილია არ მიიღოს საკონკურსოდ ნამუშევრები, რომლებიც,
მისი აზრით, არ შეესაბამება კონკურსის თემას, ან სასურველ მხატვრულ დონეს.
თავისი გადაწყვეტილებით შეარჩიოს ნამუშევრები გამოფენისათვის.
თავისი გადაწყვეტილებით გამოავლინოს გამარჯვებული ნამუშევრები.

ნამუშევრები საკონკურსოდ მიიღება 2009 წლის 27 ნოემბრამდე მისამართზე:
თბილისი 0160, პეკინის ქ. 35/37, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა.
ტელ.: 37 67 46
office@bible.ge
www.bible.ge

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსი მიზნად ისახავს მხატვრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის საფუძვლების ჩამოყალიბებას ბიბლიური საზოგადოებების გამოცემების ილუსტრირების საქმეში. აქედან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება სიუჟეტურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.
შესაძლო თემებია: ძველი და ახალი აღთქმის – მოვლენები, გმირები, ისტორიები (სიუჟეტები), დღესასწაულები, იგავები და სხვ.

თქვენი კომენტარი