995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

მეორედ დაბადება!

ძვირფასო სტუმრებო!

ბოდიში ჩვენი საიტის რამდენიმე დღიანი გათიშვის გამო.

აი რა ხდებოდა:

25 -ში “კაუკაზუსისაგან”, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ჩვენი საიტის “ჰოსტინგი”, მივიღეთ გაფრთხილება, რომ 26-ში სერვერი რამდენიმე საათით გამოირთვებოდა. “რამდენიმე სააათი” გაგრძელდა კვირაზე მეტხანს, შემდეგ კი მობოდიშების გარეშე,  გამოცხადდა, რომ რადგანაც მათ სერვერზე სიტუაცია შეიცვალა, ჩვენც არსებითად უნდა შეგვეცვალა ჩვენი საიტის ტექნიკური მხარე.

რა თქმა უნდა, თავსმოხვეული ზედმეტი სამუშაოების შერულების პერსპექტივა ვერ იყო მიმზიდველი.

ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ:

დღეიდან ჩვენი საიტი გაცილებით უფრო საიმედო სერვერზე ბინადრობს ევროპაში. გარდა საიმედობისა, მეტი შესაძლებლობები გვაქვს საიტის მართვისა, რათა იგი უკეთ ემსახუროს ყველა ვიზიტორს.

ჩვენი ვიქტორინის მონაწილეთა საყურადღებოდ!

ჩვენი ვიქტორინის მორიგი, მე-7 ტურის კითხვები პარასკევს, 10 აპრილს გამოქვეყნდება. გავაგრძელებთ იგივე გეგმით, რაც თავიდანვე იყო დაგეგმილი.

ველით თქვენს პასუხებს და გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი კომენტარი