ვინ დაარწყლულა აბრაამის მსახურის აქლემები მისი ლოცვის პასუხად? = რებეკამ (დაბ. 24)
როგორ გაამტკნარა მოსემ მწარე წყალი? = წყალში ძელი ჩააგდო (გამ. 15:25)
რომელი წინასწარმეტყველის სიტყვებია: �ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.� = ოსია (11:1)
რა ეგვიპტური რეალია არ არის ნახსენები ბიბლიაში? = პირამიდები
რომელი ქვეყანა არ არის ნახსენები ბიბლიაში? = ალჟირი
ბიბლიის მიხედვით უფსკრულის ანგელოზის სახელია: = აბადონი, აპოლიონი (გამოცხ. 9:11) (ყველა მონაწილემ, თუნდაც ერთ-ერთი ფორმის სწორად მითითებისას მიიღო 1 ქულა; სამმა მონაწილემ, ორივე სწორი ფორმის მითითებისათვის, თითოეულმა – დამატებით 0.5 ქულა )
სად მოინათლა იესო? = მდინარე იორდანე (მათ. 3:13)
როგორ წყალზე ელაპარაკა იესო სამარიელ ქალს წყაროსთან? = ცოცხალ წყალზე (იოან. 4:10)
როცა ფილიპე და ეთიოპელი საჭურისი ერთ წყალს მიადგნენ, რა თქვა საჭურისმა? = აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო? (საქმე 8:37)
ადამი და ევა ვინ არის ნამუშევრის ავტორი? = ლუკას კრანახი უფროსი
მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:
| 1 და 2 ტურში | მე-3 ტურში | ჯამი | ||
| ნიკა ხუბაშვილი | 14 | – | 14 | |
| დათო რუსია | 10 | – | 10 | |
| დაჩი პაპაშვილი | 5 | 8 | 13 | |
| თემო ხაინდრავა | 5 | 9 | 14 | |
| ლიზი მესხი | 2 | – | 2 | |
| ილია ზაალიშვილი | – | 4 | 4 | |
| თამილა ბექაური | – | 6 | 6 | |
| ეკა ხორბალაძე | – | 7 | 7 | |
| გურამ ჩახვაზე | – | 5 | 5 | |
| სულხან ბაზერაშვილი | – | 7 | 7 | |
| გიორგი გოგოჭური | – | 7 | 7 | |
| მიხეილ კრუპიცკი | – | 10.5 | 10.5 | |
| როზა აგაჯანიანი | – | 10.5 | 10.5 | |
| ვიკა კაზარიანი | – | 10.5 | 10.5 |
გისურვებთ წარმატებას მე-4 ტურში. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლი იქნება, როგორც თავდაპირველად მოგეჩვენებათ სხვადახვა მიზეზით განპირობებული სტერეოტიპების გამო.

Post a comment