995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

დაუვიწყარი შეხვედრა

გუშინ, 26 იანვარს, უსინათლოთა კავშირის ცენტრში ბიბლიურმა საზოგადოებამ ბრაილის შრიფტით გამოცემული ოთხი სახარების პრეზენტაცია მოაწყო.

პროექტის განხორციელებაში დახმარება გერმანიის ბიბლიურმა საზოგადოებამ გაგვიწია. წიგნები ინგლისში დაბეჭდა ორგანიზაციამ �Compass Braille�.  ჯერ-ჯერობით, სულ 200 წიგნი დამზადდა (თითოეული სახარება ცალკე წიგნად, 50 ეგზემპლარი).

სამ-სამი კომპლექტი უსინათლოთა კავშირის და უსინათლოთა სკოლა-ინტერნატის ბიბლიოთეკებს გადაეცათ, დანარჩენი კი დამსწრეთ დაურიგდათ.

მასპინძლებმა საჩუქარი დიდი სიხარულითა და მადლიერებით მიიღეს. ვინაიდან რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა მსურველისათვის, მათ მოწიწებით ითხოვეს მსგავსი დახმარება მომავლისათვის.

საქართველოს ბიბლიური საზოგადოება მოწადინებულია უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა მსურველი უზრუნველყოს სახარებით.

ცნობისათვის: საქართველოში დაახლოებით 6000 უსინათლო ადამიანია, რომელთაგან მეათედს შეუძლია ბრაილის შრიფტის წაკითხვა.

თქვენი კომენტარი