995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

ვიქტორინა #19. ტური 4.

წინა ტურის ორ შეკითხვაში გაიპარა ტექნიკური წუნი: ერთ შეკითხვაში არ იხსნებოდა ნახატი, მეორე კი არასწორად იყო ფორმულირებული. ამის გათვალისწინებით, შეფასდა შეკითხვები დანარჩენ 8 კითხვაზე. ორი შესწორებული შეკითხვა კი გადავიდა მე-5 ტურში.

გარდა ამისა, სამწუხაროდ, ბატონ თემო ხაინდრავას პასუხები მივიღეთ ისეთი სახით, რომ მათი წაკითხვა ვერ შევძელით.

სწორი პასუხები მე-4 ტურის შეკითხვებზე მცირეოდენი კომენტარებით:

როგორ ჩავიდნენ ბეთლემამდე მარიამი და იოსები? = არ არის ცნობილი
რა ცხოველებისთვის იყო განკუთვნილი სადგომი, სადაც იესო იშვა? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
რომელი მხარიდან იყვნენ მოგვები, რომლებიც მოვიდნენ, როცა იესო იშვა? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
(მათ. 2:1 ამბობს, რომ მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან, მაგრამ არსად არ არის ნათქვამი, რომელი მხრიდან იყვნენ ისინი)
რა ნიშანი მიუთითა ანგელოზმა მოგვებს, ყრმა რომ ეპოვათ? = არც ერთი ჩამოთვლილთაგან

რა სიტყვებით აქებდა ღმერთს ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი? = დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და დედამიწაზე მშვიდობა…  (ლუკ. 2:14)
რა არის ახალ აღთქმაში ნახსენები მური? = ნელსაცხებელი წესის მიხედვით დამარხვისათვის
რამდენი მოგვი მოვიდა იერუსალიმში აღმოსავლეთიდან? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
ბიბლიის მიხედვით – ნამდვილად ერთზე მეტი. ფიქრობენ, რომ სამი – სამი ძღვენის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

ვისი ბრძანების გამო წავიდნენ მარიამი და იოსები ბეთლემში? = ავგუსტუს კეისრის (ლუკ. 2:1)
ყრმა იესო ეგვიპტეში აღმოჩნდა იმის გამო, რომ: = ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა წაეყვანა ყრმა ეგვიპტეში (მათ. 2:13)

ყოველივე ამის გათვალისწინებით, 4 ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

ნიკა ხუბაშვილი 14
დათო რუსია  16
დაჩი პაპაშვილი  16
თემო ხაინდრავა  14
ლიზი მესხი  2
ილია ზაალიშვილი 7
თამილა ბექაური  13
ეკა ხორბალაძე  7
გურამ ჩახვაზე 5
სულხან ბაზერაშვილი 7
გიორგი გოგოჭური  7
მიხეილ კრუპიცკი  16.5
როზა აგაჯანიანი  17.5
ვიკა კაზარიანი  16.5
ნუგზარ ბარდაველიძე 5
ანა ბერიძიშვილი  3
ანი ყალიჩავა  1
პაპუნა ჩივაძე 4
რატი ნოსელიძე  6
გიორგი სიყმაშვილი 4

გისრვეთ წარმატებას შემდეგ ტურებში!

თქვენი კომენტარი