995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

#11 ვიქტორინის შედეგები

რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა: �ქალწული დაორსულდება და შობს ძეს� = ესაიამ
რას ნიშნავს სახელი “ემანუელი”? = ჩვენთანაა ღმერთი
რას ამბობს მიქა წინასწარმეტყველი იესოს შობაზე? = 
იგი დაიბადება ბეთლემში
ელისაბედის ორსულობის მერამდენე თვეში გამოეცხადა ანგელოზი მარიამს? = მეექვსე
რა ჰქვია ანგელოზს, რომელიც მარიამს გამოეცხადა? = გაბრიელი
ვინ იგალობა �ადიდებს სული ჩემი უფალს� = 
მარიამმა
ანგელოზის სიტყვის მიხედვით, ძველი აღთქმის რომელი გმირის სახლზე იმეფებს საუკუნოდ იესო? = 
დავითის
რა ერქვა მოხუც წინასწარმეტყველ ქალს, რომელიც უფლის წინაშე წარსადგენად იერუსალიმს აყვანილი იესოს ტაძარში დახვდა? = ანა (ხანა)
რომელმა კეისარმა გამოსცა ბრძანება – აღეწერათ მთელი მსოფლიო? = ავგუსტუსმა
ვინ თქვა: �..წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად…� როცა იესო იხილა? = სიმეონმა

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ოთხმა მონაწილემ გასცა; მათი პასუხები ასეთი თანმიმდევრობით მივიღეთ:

ლევან ჭიქინაშვილი

დავით კიკილაშვილი

ბაკურ ალავიძე

მახო ნატროშვილი.

ვიქტორინის წესის შესაბამისად, გამარჯვებულად ლევან ჭიქინაშვილი ცხადდება. გილოცავთ, ბატონო ლევან მორიგ გამარჯვებას!

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ ბედნიერ შობა-ახალწელს!
მრავალს დაესწარით ყველა ახლობელ და ძვირფას ადამიანთან ერთად!
უზენაესის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთელს ჩვენს ქვეყანას!

Read more

რუსეთის ბიბლიური საზოგადოება

2007 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ბიბლიური საზოგადოების პრეზიდენტი მამა ალექსანდრე (ბორისოვი) და აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი რუდენკო დაჯილდოვდენ მედლით �თანადგომისათვის�.

ამ ჯილდოთი აღინიშნა საქველმოქმედო პროექტის �ბიბლია სამხედრომოსამსახურეებს� დასრულება, რომლის ფარგლებშიც სასწავლო ბიბლიური ლიტერატურის 1800 კომპლექტი სამხედრო ნაწილების ბიბლიოთეკებს, საგუშაგოებს და სარეაბილიტაციო ცენტრებს გადაეცათ.

Read more

მეათე ვიქტორინის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინის შეკითხვებზე ასეთია:

ვისი სახელი ნიშნავს �მრავალთა მამას�? = აბრაამის
ვისი მამა იყო ისე გახარებული შვილის ხილვით, რომ მას საუკეთესო სამოსი მისცა და ნასუქალი ხბო დაუკლა? = დაკარგული ძის
ვინ მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები? = რახელმა
რა ერქვა აბრაამის მამას? = თერახი
ვისი მამა იყო მზად, შვილი სამსხვერპლოზე შეეწირა? = ისააკის
სიკვდილის პირას მყოფი თავისი გოგონას გადასარჩენად – რომელმა მამამ სთხოვა იესოს დახმრება? = იაიროსმა
რას ამბობს იაკობი, საიდან მოდის ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი? = ნათელთა მამისაგან
რა წარმომავლობის იყო ტიმოთეს მამა? = ბერძენი
ვინ იყო საულის მამა? = კიშონი
რას უნდა ვერიდოთ ადამიანთა თვალწინ, თორემ ვერ მივიღებთ საზღაურს ზეციერი მამისაგან: = მოწყალების გაღებას

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ოთხმა მონაწილემ გასცა; მათი პასუხები ასეთი თანმიმდევრობით მივიღეთ:

ლევან ჭიქინაშვილი

ნია მეგრელიშვილი

დავით კიკილაშვილი

დათო რუსია.

ვიქტორინის წესის შესაბამისად, გამარჯვებულად ლევან ჭიქინაშვილი ცხადდება. გილოცავთ, ბატონო ლევან მორიგ გამარჯვებას!

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას მორიგ ვიქტორინებში, რომალთაგან #11 და #12 შობასთან დაკავშირებული შეკითხვებით იქნება დაკომპლექტებული.

Read more

მკვლელობა ღაზას სექტორში

პალესტინის ბიბლიური საზოგადოების თანამშრომელი – ღაზას სექტორში განთავსებული წიგნის მაღაზიის მენეჯერი – რამი აიადი – შაბათს გატაცებული იქნა ჯერ-ჯერობით უცნობი ადამიანების ჯგუფის მიერ, იმ დროს, როცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ შინისაკენ მიეშურებოდა. მისი გვამი კვარა დილით იპოვეს – ტყვიით განგმირული და წამების აშკარა ნიშნებით. პასუხისმგებლობა ამ ბოროტმოქმედებაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

რამის დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, რომელიც მესამე შვილს მალე ელოდება.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას კოლეგის დაღუპვის გამო.

Read more

ვიქტორინა #7-ის შედეგები

ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმა  კიდევ ერთხელ გაიმარჯვა! როგორც ყოველთვის, ვიქტორინის ათივე შეკითხვას მან სწორი პასუხი გასცა.

ვულოცავთ ბატონ ლევანს მორიგ წარმატებას და ველოდებით გამარჯვებულისათვის დაწესებული პრიზის მისთვის გადასაცემად.

აგვისტოს თვეში ვიქტორინა არ გაიმართება. მორიგი, #8 ვიქტორინა გამოქვეყნდება 2007 წლის 1 სექტემბერს.
მოხარული ვიქნებით გიხილოთ მონაწილეთა შორის!

Read more

თანამედროვე კიდობანი

პატარა ჰოლანდიური ქალაქის � შაგენის მკვიდრმა ბიზნესმენმა ბიბლიური კიდობნის თავისი ვერსია ააგო. ამით იგი შეეცდება საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს გლობალური დათბობის და ამის გამო, მსოფლიო ოკეანის დონის მომატების საშიშროებაზე.  სანამ ეს არ მომხდარა, კიდობანი ღიაა ტურისტთა მისაღებად.

წმიდა წერილში აღწერილ ნოეს კიდობნისაგან, ეს კიდობანი ზომებით განსხვავდება. ის ორჯერ პატარა ზომისაა, რომ შესაძლებელი იყოს სანაოსნო კანონმდებლობით საჭირო ნებართვების მიღება რაბებში გასასვლელად.
კიდობნის ასაგებად იოჰან ხაუბერსმა მარტოდმარტო იმუშავა თოთქმის ორი წლის განმავლობაში. საჭირო თანხა, 200 ათას ევროზე მეტი, მან კრედიტად მიიღო ადგილობრივ ბანკში.
ჰოლანდიურ კიდობანში ცხოველების ნაცვლად მათი ფიტულებია განთავსებული. ტურისტების კიდობანში შესასვლელი ბილეთი 3 ევრო ღირს, ბავშვებისათვის � 2 ევრო. დამთვალიერებელთა ნაკლებობა არ იგრძნობა.

Read more

ვიქტორინა # 5-ის შედეგები

ჩვენი საიტის მუდმივი სტუმრებისათვის ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ ამჯერად გამარჯვებულის ვინაობა შეიცვალა. ზედიზედ წინა სამი ვიქტორინის გამარჯვებულმა, ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნა ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი, მაგრამ მანამდე, სულ რამდენიმე წამით (!!!) ადრე, ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი მივიღეთ მარიამისაგან, რომელიც, გათამაშების წესის თანახმად, ცხადდება ვიქტორინა #5 -ის გამარჯვებულად.

გილოცავთ, ქალბატონო მარიამ!

უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ოთხმა მონაწილემ გამოგვიგზავნა ვიქტორინის ათივე შეკითხვაზე სწორი პასუხი. ამიტომ, ვიქტორინა #6-ის  (�ბავშვები/შვილები�) შეკითხვები ოდნავ გართულებულია.

უნდა ვიფიქროთ, რომ მით უფრო საინტერესო და დაძაბული გახდება შემდეგი ვიქტორინების გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი.

Read more

კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება!

ბატონი ლევან ჭიქინაშვილი, გამოავლინა რა ღვთის სიტყვის შესაშური ცოდნა, კიდევ ერთხელ, ზედიზედ მესამედ (!!!) გახდა ვიქტორინის გამარჯვებული.

კვლავ ვულოცავთ ბატონ ლევანს ამ წარმატებას. არ შეიძლება არ გვახარებდეს ბიბლიის ტექსტის ასეთი მცოდნის  არსებობა.

მეორე მხრივ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენში მსგავსი ექპერტი სხვაც მოიძებნება; და ველოდებით მის გამოჩენას ვიქტორინა #5-ის შემდეგ!

Read more

ვიქტორინა #5 – მოგვიანებით

უკვე თითქმის აღარ არსებული ინტერნეტ-პროვაიდერის სერვერზე ტექნიკური პრობლემების გამო ოდნავ(არის პირობა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათით) გვიანდება ახალი ვიქტორინის განთავსება ჩვენს გვერდზე, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს საიტის ყველა სტუმრის წინაშე.

Read more

ბიბლია ეპოქებში და ათასწლეულებში

კიევ-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალის ტერიტორიაზე 5 მარტს საზეიმოდ გაიხსნა გამოფენა �ბიბლია ეპოქებსა და ათასწლეულებში�. იგი ორგანიზებულია ერთობლივად უკრაინის ბიბლიური საზოგადოებისა და უკრაინის წიგნის მუზეუმის მიერ.

გამოფენის მთავარი ექსპონატები, რა თქმა უნდა, წმიდა წერილის გამოცემებია: სხვადასხვა დროს ნათარგმნი და გამოცემული ბიბლიები, ახალი აღთქმები, ილუსტრირებული საბავშვო გამოცემები, აგრეთვე –  უკრაინის ბიბლიური საზოგადოების გამოცემები თათრულ და ბოშურ ენებზე, წიგნები მხედველობა დაქვეითებულთათვის (ბრაილის შრიფტით).

Read more