995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

ახალი მეთოდი ბიბლიის ანალიზისათვის

ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფი შეეცადა კომპიუტერული ანალიზის მეთოდით გამოეკვლია ბიბლიის წიგნების ავტორობის საკითხები.

ანალიზი გულისხმობდა ტექსტში ინფორმაციული ერთეულების (სიტყვების) განმეორების კანონზომიერებების კვლევას. შედეგებით შეიძლება ვიმსჯელოთ კონკრეტული ავტორისათვის დამახასიათებელ სტილზე.

მკვლევართა აზრით, დადასტურდა ის, რასაც ბიბლიოლოგები ვარაუდობდნენ:  ლუკას სახარება და საქმე მოციქულთა ერთი ავტორის მიერ დაიწერა.

Read more

იერუსალიმი. 10 იანვარი.

�ბიბლიის მშვენიერება მასში წამოჭრილ ფასეულობებსა და მორალურ დილემებში მოჩანს. მჯერა, რომ მორალთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ბავშვებში ზნეობრივი სამართლიანობის გრძნობას გააღვივებს� – განაცხადა ისრაელის განათლების მინისტრმა ბიბლიის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელიც იერუსალიმში, �ბიბლიური ქვეყნების მუზეუმში� ჩატარდა.

Read more

თანამშრომლობა საერთო საქმისათვის

დღეს ჩვენ ოფისს სტუმრობდა საფრანგეთის ბიბლიური საზოგადოების პრეზიდენტი ბატონი მეგრელისი მეუღლითურთ.

ბატონი მეგრელისის სხვა საქმიანობის თაობაზე – ფარმაცევტიკის სფეროში – ჩვენში ცნიბილია ერთი ტელეგადაცემიდან, რომელშიც მის ქართულ წარმომავლობაზე და საქართველოსთან მის ურთიერთობებზე იყო მოთხრობილი.

სტუმრები ინტერესით გაეცნენ საქართველოს ბიბლიური საზოგადოების საქმიანობას, მის გამოცემებს და გამოთქვეს სურვილი მომავალი თანამშრომლობისა.

Read more

ვიქტორინის ახალი გამარჯვებული!

სექტემბრი თვის ვიქტორინაში (# 8) გაიმარჯვა ბატონმა რატი ნოსელიძემ, რომელმაც პირველმა გამოგზავნა სწორი პასუხი ყველა შეკითხვაზე. როგორც ყოველთვის, ვიქტორინის ათივე შეკითხვას სწორი პასუხი გასცა ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმაც.

ვულოცავთ ბატონ რატის პირველ წარმატებას და ველოდებით ჩვენს მაღაზიაში გამარჯვებულისათვის დაწესებული პრიზის მისთვის გადასაცემად!

Read more

სიახლე მაღაზიაში

ახლად მიღებული წიგნებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ რუსული ბიბლიის ძვირფასი გამოცემები (მათ შორის კომენტარებით). ახალი აღთქმის ბერძნულ-რუსული ბწკარედი, ახალი აღთქმის სასწავლო გამოცემა, საბავშვო გამოცემები – ე.წ. �მოძრავი� ილუსტრაციებით, გამოსაჭრელ-ასაწყობი ნოეს კიდობანი.
დიდი ხნის შემდეგ მაღაზიაში კვლავ იყიდება გერმანული ბიბლია (ლუთერის თარგმანი).

Read more

ვიქტორინა # 6-ის შედეგები

ჩვენი ვიქტორინების უკვე მრავალჯერ გამარჯვებულმა, ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმა, კვლავ არავის დაუთმო პირველობა და როგორც ყოველთვის, ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი გასცა.

გილოცავთ, ბატონო ლევან!

(გელოდებით პრიზის მისაღებად ჩევნს ოფისში!)

ვიქტორინა #6-ში მონაწილეთა რეკორდულად მცირე რიცხვი დაფიქსირდა. ვიფიქრობთ, რომ ეს შეკითხვების სირთულის გამო მოხდა, ამიტომ ვიქტორინა #7-ისათვის შედარებით მარტივი კითხვები მომზადდა. გისურვებთ წარმატებას!

Read more

გაგრძელდება თუ არა სერია?

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ვიქტორინა პოპულარული ხდება.  ვიქტორინა #3, წინა ვიქტორინებისაგან აშკარად გამოირჩეოდა  სირთულით. ალბათ ამით აიხსნება, რომ ამჯერად მხოლოდ სამი წერილი მივიღეთ პასუხებით.

როგორც უკვე შეგატყობინეთ, #3 ვიქტორინის გამრჯვევებული, ისევე როგორც #2 ვიქტორინისა, ლევან ჭიქინაშვილი, გახდა!

3 აპრილს ორი ვიქტორინის გამარჯვებული ოფისში გვეწვია. რა თქმა უნდა, ბატონ ლევანს სიამოვნებით გადავეცით (და მან სიხარულით მიიღო) მოგებული პრიზები � �ახალი აღთქუმაჲ� და �ბიბლია ბავშვებისათვის�.

საუბარში ბატონი ლევანისაგან შევიტყვეთ, რომ იგი არის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი და ამავდროულად მეტად საპატიო და საპასუხიმგებლო მოვალეობები აკისრია ეკლესიაში.

რა თქმა უნდა, დავინტერესდით, თუ როგორ შეძლო მან აბსოლუტურად სწორი პასუხები გაეცა ვიქტორინის საკმაოდ რთულ კითხვებზე.

აღმოჩნდა, რომ  ბატონმა ლევანმა კარგად იცის წიგნთა წიგნის მნიშვნელობა და უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე რეგულარულად კითხულობს ბიბლიას.
ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ წანაკითხი მას კარგად ახსოვს!

წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ლევანს მის საქმიანობაში, ვიქტორინის სხვა მონაწილეებს კი მოვუწოდებთ – მომავალ ვიქტორინებში ღირსეული მეტოქეობა გაუწიონ წინა ორი ვიქტორინის გამარჯვებულს!

Read more

გილოცავთ ბზობას!

როგორც სჩანს, ვიქტორინა #3 მართლაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი მკითხველებისათვის. მივიღეთ მხოლოდ 3 (!) წერილი პასუხებით.

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი მხოლოდ ლევან ჭიქინაშვილმა გასცა.

ბატონ ლევანს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს პრიზის მისაღებად (ტელ. 37 67 46).

ყველა სხვა მონაწილეს კი ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ ვიქტორინებში!

 

ვიქტორინის #3-ის კითხვები სწორი პასუხებით და რამდენიმე კომენტარით:

რას არის სეპტუაგინტა? = ბიბლიის ბერძნული თარგმანი
რომელი იყო ისრაელის ბოლო მსაჯული, რომელმაც ისრაელის ორ მეფეს ცხო ზეთი? = სამუელი
რომელმა ადამიანმა იცოცხლა ყველაზე დიდხანს ბიბლიის მიხედვით? = მათუსალამ
ბიბლიის მიხედვით – ვინ იყო დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთაგან ყველაზე თავმდაბალი? = მოსე (რცხ. 12:3)
რომელი მოციქული არ ესწრებოდა იესო ქრისტეს ფერიცვალებას? = ანდრია (ლუკა 9:28)
რამდენი მოციქულის მიერ დაწერილ წერილებს ვიცნობთ ჩვენ, როგორც �საყოველთაო წერილებს�? = 4 მოციქულის
ახალი აღთქმის რომელ წიგნშია ახალი აღთქმის ყველაზე გრძელი თავი? = ლუკას სახარებაში
რომელ სახარებაშია აღწერილი წყლის ღვინოდ გადაქცევის სასწაული გალილეის კანაში? = იოანეს სახარებაში
რომელ კუნძულზე იყო გადასახლებული იოანე მოციქული როდესაც მან იხილა �გამოცხადება იესო ქრისტესი�? = პატმოსზე
რომელი ეკლესია არაა ნახსენები �გამოცხადების� წიგნში? = ანტიოქიის

Read more

ალექსანდრე ივანოვის 200 წლისთავი

დიდი რუსი მხატვრის – ალექსანდრე ივანოვის (1806 � 1858) დაბადებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში.
ამ გამოფენის მთავარი შემადგენელი ნაწილია �ბიბლიური ესკიზები� – მხატვრის შემოქმედებითი ბიოგრაფიის დამაგვირგვინებელი აკორდი.

ალექსანდრე ივანოვი ცნობილია, როგორც ავტორი ერთი-ერთი ყველაზე გრანდიოზული ჩანაფიქრისა რუსულ ხელოვნებაში – ტილოსი �ქრისტეს გამოცხადება ხალხის წინაშე�

გამოფენა იმუშავებს 2007 წლის 29 აპრილამდე.

Read more

ახალი გამოცემა ბავშვებისათვის!

ბიბლია ბავშვებისათვის

წინა წლების საბავშვო გამოცემების გამოცდილება ადასტურებს პატარების დიდ ინტერესს ილუსტრირებული ბიბლიური ისტორიების მიმართ. მომზადდა და გამოიცა მორიგი ასეთი გამოცემა.

ბიბლიური საზოგადოება მოწადინებულია მოამზადოს საბავშვო გამოცემა ქართველ მხატვართა ილუსრაციებით ბიბლიურ სიუჟეტებზე. სიამოვნებით განვიხილავთ წინადადებს ამ მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზე.

Read more