პირველ რიგში, დიდი ბოდიში ვიქტორინა #16-ის დაგვიანებით გამოქვეყნებისათვის, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემით ჩვენს სერვერზე. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ უკიდურესად იშვიათად მოხდება მომავალში.
მე-15 ვიქტორინის საკმაოდ იოლ შეკითხვებს შორის იყო ერთი, რომელის პასუხიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. შეგახსენებთ, რომ შეკითხვა ასეთი იყო:
�რომელ მღვდელმთავართან წაიყვანეს იესოს შემპყრობლებმა იგი თავდაპირველად?�
მათე 26:57 ამბობს – �მღვდელმთავარ კაიაფასთან�.
მარკოზი 14:53 – �მღვდელმთავართან�,
ლუკა 22:54 � �მღვდელმთავრის სახლში�;
იოანე 18: 13 � �და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს.�
ლოპუხინის �ტოლკოვაია ბიბლია� ამის თაობაზე განმარტავს, რომ იოანე მახარობელი უფრო ზუსტ ცნობას იძლევა. ანა თავადაც იყო მღვდელმთავარი 6-15 წლებში ქ.შ., შემდგომ კი მღვდელმთავრის სახლში ცხოვრობდა;
ეს მოსაზრება, შესაძლოა, ბევრისათვის სადავო იყოს. ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ ყველამ, ვინც პასუხში �ანა� ან �კაიაფა� მონიშნა, სწორად უპასუხა ვიქტორინის ამ შეკითხვას;
ამის გათვალისწინებით, იმ მონაწილეთა სია, ვინც ვიქტორინის ყველა შეკითხვას სწორი პასუხი გასცა (პასუხის გამოგზავნის დროის თანმიმდევრობით) ასეთია:
ლევან ჭიქინაშვილი
ანა ქრისტესაშვილი
ნუგზარ ბარდაველიძე
გიორგი მეხრიშვილი
თეა შავერდაშვილი
თამილა ბექაური
დათო რუსია
ჯონ დანიელ ბაქრაძე
ჯოშუა ბაქრაძე
ნინო ?????
თამუნა შეყილაძე
გიორგი შარაბიძე
გიორგი აბულაშვილი
ვასო ელის
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ვიქტორინაში რამდენიმე სასკოლო ასაკის ახალგაზრდის მონაწილეობა.
აი, ამონარიდი ერთი მათგანის, ჯოშუა ბაქრაძის კომენტარიდან: �თუ შეიძლება უფრო რთული შეკითხვები დასვით…� ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მონაწილის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს უნდა ვენდოთ და მისი ასაკი მხოლოდ …. 8(!!!) წელია!
ვფიქრობთ, რომ მორიგი (#16) ვიქტორინის ზოგიერთი კითხვა ბიბლიის ნორჩ მეგობარს იოლად არ მოეჩვენება 🙂
განსაკუთრებული მადლობა ნორჩ ჯოშუას და ვიქტორინის ყველა სხვა მონაწილეს.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ვიქტორინის პირობებში ამჯერად ცოტაოდენი ცვლილება შევიდა.
გისურვებთ წარმატებას! For younger participants, such as those in the school-age group, engaging in thought-provoking activities like quizzes can foster both education and entertainment. When considering options for engaging activities, readers might also be interested in exploring how interactive and competitive experiences, like those found in this guide on online casino slots in Australia, cater to various interests and offer an additional layer of excitement.