995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

დამთავრდა ვიქტორინა #2!

ვაქვეყნებთ სწორ პასუხებს:

რომელი წიგნი არაა ბიბლიაში? = იაკობ მოციქულის მეორე წერილი
რომელი წიგნშია ბიბლიის ყველაზე დიდი თავი? = ფსალმუნთა წიგნში
რომელი წინასწარმეტყველი არ მომკვდარა, არამედ ცეცხლოვანი ეტლით იქნა ატაცებული ცაში? = ელია წინასწარმეტყველი
ვინ იყო იოანე ნათლისმცემლის მამა? = მღვდელი ზაქარია
რამდენ ეკლესიას, თუ პიროვნებას გაუგზავნა პავლე მოციქულმა ორ-ორი წერილი? = სამს
რომელი მოციქული იყო იოანე მოციქულის ძმა და ზებედეს ძე? = იაკობი
რომელ სახარებაშია იესოს მიერ წარმოთქმული ყველაზე მეტი იგავი? = ლუკას სახარებაში
რომელი სასწაულია ნახსენები ოთხივე სახარებაში? = ხუთი ათასი კაცის გაძღება
რომელი ქრისტიანული თემისთვის (ეკლესიისთვის) არ მიუწერია წერილი პავლე მოციქულს? = ანტიოქელთა თემისათვის
რომელი სახარება არ მიეკუთვნება სინოპტიკურ (ანუ მსგავს) სახარებებს? = იოანეს სახარება

——-

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ვიქტორინის მხოლოდ ორმა მონაწილემ გასცა. ესენი იყვნენ თამუნა ნადირაშვილი და ლევან ჩიქინაშვილი.

ვიქტორინის პირობების თანახმად გამარჯვებულად ლევანი ცხადდება, რომლისაგან პასუხი ორი დღით ადრე მივიღეთ(7 თებ. 2007), ვიდრე თამანუნასაგან.

გამარჯვებულს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს პრიზის მისაღებად (ტელ. 37 67 46).

ყველა სხვა მონაწილეს კი ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ ვიქტორინებში!

Read more

უკვე 2426 ენაზე!

სრულად ან ნაწილობრივ ბიბლია მსოფლიოს 2426 ენაზეა ნათარგმნი. ეს რიცხვი 33-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინათ – იუწყება გერმანიის ბიბლიური საზოგადოება.

დღეისათვის ბიბლია – სრულად – თარგმნილია 429 ენაზე, ახალი აღთქმა – 1 145 ენაზე. ბიბლია კვლავ არის მსოფლიოში ყველაზე ხშირად თარგმნილი წიგნი.

სულ, იმავე ბიბლიური საზოგადოების თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 6 500 �ცოცხალი� ენა არსებობს.

Read more

პირველი, ვინც ვიქტორინა #1-ში

წინა ვიქტორინის (#1 ) შეკითხვებზე სულ  6 პასუხი მივიღეთ.
სამწუხაროდ, ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ვერავინ გასცა.

ვიმედოვნებთ, რომ ვიქტორინა # 2 -ს მეტი მონაწილე ეყოლება.

პირველი, ვინც ვიქტორინა #1-ში
10-დან 9 შეკითხვას სწორად უპასუხა, იყო ქ-ნი ირმა სირაძე, რომელიც, ვიქტორინის პირობების თანახმად, ცხადდება გამარჯვებულად.

გილოცავთ ქალბატონო ირმა!

Read more

ახალი მეთოდი ბიბლიის ანალიზისათვის

ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფი შეეცადა კომპიუტერული ანალიზის მეთოდით გამოეკვლია ბიბლიის წიგნების ავტორობის საკითხები.

ანალიზი გულისხმობდა ტექსტში ინფორმაციული ერთეულების (სიტყვების) განმეორების კანონზომიერებების კვლევას. შედეგებით შეიძლება ვიმსჯელოთ კონკრეტული ავტორისათვის დამახასიათებელ სტილზე.

მკვლევართა აზრით, დადასტურდა ის, რასაც ბიბლიოლოგები ვარაუდობდნენ:  ლუკას სახარება და საქმე მოციქულთა ერთი ავტორის მიერ დაიწერა.

Read more

იერუსალიმი. 10 იანვარი.

�ბიბლიის მშვენიერება მასში წამოჭრილ ფასეულობებსა და მორალურ დილემებში მოჩანს. მჯერა, რომ მორალთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ბავშვებში ზნეობრივი სამართლიანობის გრძნობას გააღვივებს� – განაცხადა ისრაელის განათლების მინისტრმა ბიბლიის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელიც იერუსალიმში, �ბიბლიური ქვეყნების მუზეუმში� ჩატარდა.

Read more

თანამშრომლობა საერთო საქმისათვის

დღეს ჩვენ ოფისს სტუმრობდა საფრანგეთის ბიბლიური საზოგადოების პრეზიდენტი ბატონი მეგრელისი მეუღლითურთ.

ბატონი მეგრელისის სხვა საქმიანობის თაობაზე – ფარმაცევტიკის სფეროში – ჩვენში ცნიბილია ერთი ტელეგადაცემიდან, რომელშიც მის ქართულ წარმომავლობაზე და საქართველოსთან მის ურთიერთობებზე იყო მოთხრობილი.

სტუმრები ინტერესით გაეცნენ საქართველოს ბიბლიური საზოგადოების საქმიანობას, მის გამოცემებს და გამოთქვეს სურვილი მომავალი თანამშრომლობისა.

Read more

ვიქტორინის ახალი გამარჯვებული!

სექტემბრი თვის ვიქტორინაში (# 8) გაიმარჯვა ბატონმა რატი ნოსელიძემ, რომელმაც პირველმა გამოგზავნა სწორი პასუხი ყველა შეკითხვაზე. როგორც ყოველთვის, ვიქტორინის ათივე შეკითხვას სწორი პასუხი გასცა ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმაც.

ვულოცავთ ბატონ რატის პირველ წარმატებას და ველოდებით ჩვენს მაღაზიაში გამარჯვებულისათვის დაწესებული პრიზის მისთვის გადასაცემად!

Read more

სიახლე მაღაზიაში

ახლად მიღებული წიგნებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ რუსული ბიბლიის ძვირფასი გამოცემები (მათ შორის კომენტარებით). ახალი აღთქმის ბერძნულ-რუსული ბწკარედი, ახალი აღთქმის სასწავლო გამოცემა, საბავშვო გამოცემები – ე.წ. �მოძრავი� ილუსტრაციებით, გამოსაჭრელ-ასაწყობი ნოეს კიდობანი.
დიდი ხნის შემდეგ მაღაზიაში კვლავ იყიდება გერმანული ბიბლია (ლუთერის თარგმანი).

Read more

ვიქტორინა # 6-ის შედეგები

ჩვენი ვიქტორინების უკვე მრავალჯერ გამარჯვებულმა, ბატონმა ლევან ჭიქინაშვილმა, კვლავ არავის დაუთმო პირველობა და როგორც ყოველთვის, ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი გასცა.

გილოცავთ, ბატონო ლევან!

(გელოდებით პრიზის მისაღებად ჩევნს ოფისში!)

ვიქტორინა #6-ში მონაწილეთა რეკორდულად მცირე რიცხვი დაფიქსირდა. ვიფიქრობთ, რომ ეს შეკითხვების სირთულის გამო მოხდა, ამიტომ ვიქტორინა #7-ისათვის შედარებით მარტივი კითხვები მომზადდა. გისურვებთ წარმატებას!

Read more

გაგრძელდება თუ არა სერია?

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ვიქტორინა პოპულარული ხდება.  ვიქტორინა #3, წინა ვიქტორინებისაგან აშკარად გამოირჩეოდა  სირთულით. ალბათ ამით აიხსნება, რომ ამჯერად მხოლოდ სამი წერილი მივიღეთ პასუხებით.

როგორც უკვე შეგატყობინეთ, #3 ვიქტორინის გამრჯვევებული, ისევე როგორც #2 ვიქტორინისა, ლევან ჭიქინაშვილი, გახდა!

3 აპრილს ორი ვიქტორინის გამარჯვებული ოფისში გვეწვია. რა თქმა უნდა, ბატონ ლევანს სიამოვნებით გადავეცით (და მან სიხარულით მიიღო) მოგებული პრიზები � �ახალი აღთქუმაჲ� და �ბიბლია ბავშვებისათვის�.

საუბარში ბატონი ლევანისაგან შევიტყვეთ, რომ იგი არის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი და ამავდროულად მეტად საპატიო და საპასუხიმგებლო მოვალეობები აკისრია ეკლესიაში.

რა თქმა უნდა, დავინტერესდით, თუ როგორ შეძლო მან აბსოლუტურად სწორი პასუხები გაეცა ვიქტორინის საკმაოდ რთულ კითხვებზე.

აღმოჩნდა, რომ  ბატონმა ლევანმა კარგად იცის წიგნთა წიგნის მნიშვნელობა და უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე რეგულარულად კითხულობს ბიბლიას.
ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ წანაკითხი მას კარგად ახსოვს!

წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ლევანს მის საქმიანობაში, ვიქტორინის სხვა მონაწილეებს კი მოვუწოდებთ – მომავალ ვიქტორინებში ღირსეული მეტოქეობა გაუწიონ წინა ორი ვიქტორინის გამარჯვებულს!

Read more