სწორი პასუხები (#19, ტური 1):

ბიბლიაში ნახსენები მუსიკალური ინსტრუმენტები სამ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. რომელი ჯგუფია ზედმეტი? = კლავიშიანი
რამდენი იგავი წარმოთქვა და რამდენი გალობა შეთხზა სოლომონმა?= 3000 იგავი და 1500 გალობა.   (3მეფ. 4:32)
რა სახელით იცნობდნენ თომა მოციქულს? = ტყუპისცალი (იოან.11:16)
ბიბლიის მიხედვით, ელია წინასწარმეტყველი იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც არ მომკვდარა. კიდევ ვინ ჩამოთვლილთაგან? = ენოქი (დაბ. 5:24)
აღმოსავლეთში ყველა სხვა წიგნზე ბოლოს ახალ აღთქმაში ჩართული იქნა: = იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
ეს მსახიობი მოსეს როლზე შეირჩა ბიბლიის ღრმა ცოდნისა და მიქელანჯელოს ცნობილ ნამუშევართან – მოსეს ქანდაკებასთან გარეგნული მსგავსების გამო. = ბენ კინგსლი
ამ ქვეყანაში ფილმზე �ქრისტეს ვნებანი� დასასწრები ბილეთები მხოლოდ ეკლესიებში ვრცელდებოდა და ფილმის ნახვის უფლება მხოლოდ ქრისტიანებს ჰქონდათ. = მალაიზია
კინოს ისტორიაში ამ ფილმს პირველი ადგილი უჭირავს წინასწარ დაჯავშნული ბილეთების რაოდენობის მიხედვით. = ქრისტეს ვნებანი
ეს ფილმი კინოს ისტორიაში ყველაზე მეტ ენაზე იქნა დუბლირებული: = იესო
ამ ფილმზე მუშაობის პროცესში გადამღები ჯგუფის ბევრი წევრი, მტკიცე ათეისტების ჩათვლით, ქრისტიანად მოიქცა. = ქრისტეს ვნებანი

შეკითხვები, როგორც სჩანს, ზედმეტად რთული აღმოჩნდა.
მიღებულია მხოლოდ 3(!) მონაწილის პასუხები!

სწორი პასუხების რაოდენობის შესაბამისი ქულების მინიჭების შემდეგ სურათი ასეთია:

ნიკა ხუბაშვილი 6 ქულა
დათო რუსია 4 ქულა
ლიზი მესხი 2 ქულა

ვფიქრობთ, რომ მეორე ტურის შეკითხვები შედარებით იოლია.
პირველ ტურში მოგროვებული არც ისე ბევრი ქულა ყველას უტოვებს შესაძლებლობას სწრაფად დაეწიონ წინწაწეულებს.
სცადეთ!