წინა ტურის ორ შეკითხვაში გაიპარა ტექნიკური წუნი: ერთ შეკითხვაში არ იხსნებოდა ნახატი, მეორე კი არასწორად იყო ფორმულირებული. ამის გათვალისწინებით, შეფასდა შეკითხვები დანარჩენ 8 კითხვაზე. ორი შესწორებული შეკითხვა კი გადავიდა მე-5 ტურში.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, ბატონ თემო ხაინდრავას პასუხები მივიღეთ ისეთი სახით, რომ მათი წაკითხვა ვერ შევძელით.
სწორი პასუხები მე-4 ტურის შეკითხვებზე მცირეოდენი კომენტარებით:
როგორ ჩავიდნენ ბეთლემამდე მარიამი და იოსები? = არ არის ცნობილი
რა ცხოველებისთვის იყო განკუთვნილი სადგომი, სადაც იესო იშვა? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
რომელი მხარიდან იყვნენ მოგვები, რომლებიც მოვიდნენ, როცა იესო იშვა? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
(მათ. 2:1 ამბობს, რომ მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან, მაგრამ არსად არ არის ნათქვამი, რომელი მხრიდან იყვნენ ისინი)
რა ნიშანი მიუთითა ანგელოზმა მოგვებს, ყრმა რომ ეპოვათ? = არც ერთი ჩამოთვლილთაგან
რა სიტყვებით აქებდა ღმერთს ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი? = დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და დედამიწაზე მშვიდობა… (ლუკ. 2:14)
რა არის ახალ აღთქმაში ნახსენები მური? = ნელსაცხებელი წესის მიხედვით დამარხვისათვის
რამდენი მოგვი მოვიდა იერუსალიმში აღმოსავლეთიდან? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
ბიბლიის მიხედვით – ნამდვილად ერთზე მეტი. ფიქრობენ, რომ სამი – სამი ძღვენის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.
ვისი ბრძანების გამო წავიდნენ მარიამი და იოსები ბეთლემში? = ავგუსტუს კეისრის (ლუკ. 2:1)
ყრმა იესო ეგვიპტეში აღმოჩნდა იმის გამო, რომ: = ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა წაეყვანა ყრმა ეგვიპტეში (მათ. 2:13)
ყოველივე ამის გათვალისწინებით, 4 ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:
ნიკა ხუბაშვილი 14
დათო რუსია 16
დაჩი პაპაშვილი 16
თემო ხაინდრავა 14
ლიზი მესხი 2
ილია ზაალიშვილი 7
თამილა ბექაური 13
ეკა ხორბალაძე 7
გურამ ჩახვაზე 5
სულხან ბაზერაშვილი 7
გიორგი გოგოჭური 7
მიხეილ კრუპიცკი 16.5
როზა აგაჯანიანი 17.5
ვიკა კაზარიანი 16.5
ნუგზარ ბარდაველიძე 5
ანა ბერიძიშვილი 3
ანი ყალიჩავა 1
პაპუნა ჩივაძე 4
რატი ნოსელიძე 6
გიორგი სიყმაშვილი 4
გისრვეთ წარმატებას შემდეგ ტურებში!
თქვენი კომენტარი