995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

მსოფლიო სინოდი

კვირას, 7 ოქტომბერს ვატიკანში ოფიციალურად გაცხადდა კათოლიკე ეპისკოპოსთა მსოფლიო სინოდის ჩატარების შესახებ. პაპმა, ბენედიქტ XVI-მ, აუწყა ფორუმის თემა: �ღვთის სიტყვა ცხოვრებასა და ეკლესიის მისიაში�.

Read more

ძვირფასო მეგობრებო!

გულწრფელ ბოდიშს გიხდით ჩვენი საიტის ყველა სტუმარს მორიგი ვიქტორინის დაგვიანებით გამოქვეყნებისათვის.

ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს თვეში დატრიალებულმა უბედურებებმა, ვფიქრობთ, თითოეულ ჩვენგანს შეაცვლევინა გეგმები, ხელი შეუშალა მათ რეალიზაციაში.

სათქმელი ზუსტად თქვა ერთმა ჩვენმა შორეულმა მეგობარმა თავის წერილში: �მთავარია ჩვენ არ ვუღალატოდ ღმერთის სიყვარულს და იგი მის მოყვარულს არასოდეს არ მიატოვებს.”

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ მორიგი ვიქტორინის ჩატარების ახალ წესს. მისი გაჩენა იმან გამოიწვია, რომ არსებული წესი ვერ არის მარჯვე და სამართლიანი.

გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზით, რომელიც, დაგვერწმუნეთ, სასურველი იქნება ბიბლიის ყველა მოყვარულისათვის.

Read more

ვიქტორინა #18.

კითხვები სწორი პასუხებით, შესაბამისი ადგილის მითითებით:

ესაიას მიხედვით, უკანასკნელი დღეების განკითხვისას, ვის დაუყრის კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს? = თხუნელებსა და ღამურებს (ესაია 2:20)

რას არის შედარებული იგავებში უგუნური ქალის სილამაზე? = ოქროს რგოლს ღორის დინგზე (იგავ. 11:22)

რომელი მეფის დროს შემოჰყავდათ ისრაელში ფარშევანგები? = სოლომონის (3მეფ. 10:22; 2ნეშთ. 9:21)

რა თქვა იესომ, ორი რომელი ფრინველი იყიდება ერთ ასარად? = ბეღურა (მათ. 10:29)

რომელი ცხოველი არ მოიხსენიება ბიბლიაში? = კატა

რომელ წიგნშია ნათქვამი �მკვდარი ბუზი ამყრალებს, ადუღებს მენელსაცხებლის ზეთს.� = ეკლესიასტე (10:1)

რომელი ცხოველი სჯობია მკვდარ ლომს? = ცოცხალი ძაღლი (ეკლ. 9:4)

რომელ ცხოველებს მიაგავდა გამოცხადების წიგნის მიხედვით გველეშაპის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული? = ბაყაყებს (გამოცხ. 16:13)

ვისზე თქვა იესომ: �წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს …� = ჰეროდე (ლუკ. 13:32)

რომელი ცხოველების ტყავისაგან უნდა გაკეთებულიყო საფარველი კარვისათვის? = წითელი ვერძი და მაჩვი (გამ. 26:14)

 

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხები გამოგზავნეს:

 

ეკატერინე ხორბალაძემ

დავით კიკილაშვილმა

ირმა ჯაიანმა

კიდევ ხუთმა მონაწილემ 9 შეკითხვას გასცა  სწორად პასუხი.

წესების შესაბამისად, გამარჯვებულად ქ-ნი ეკატერინე ხორბალაძე ცხადდება, რომლის პასუხებიც სხვებზე ადრე მივიღეთ.

 

გილოცავთ, ქალბატონო ეკატერინე!

Read more

ვიქტორინა #17-ის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინა #17-ის შეკითხვებზე ასეთია:

მოწოდება �შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი� ბიბლიაში პირველად გვხვდება = მოსეს ხუთწიგნეულში (ლევიტელთა 19:1).
იდეით, რომ შვილი მამის დანაშაულზე პასუხისმგებელი არ არის, ი. სტალინი დაესესხა: = ეზეკიელ წინასწარმეტყველს (ეზეკიელი 18:19-20)
აბრაამის რამდენი ძეა ნახსენები ბიბლიაში? = 8.
რა ამბავი იყო ერთნაირი ისააკის, იაკობისა და მოსეს ისტორიებში? = მათი (ან მათი წარმომადგენლის) პირველი შეხვედრა მათ მომავალ ცოლებთან ჭასთან (წყაროსთან) მოხდა.
ვინ დაწერა იგავების წიგნის მეტი წილი? = სოლომონმა
იგავების წიგნის მიხედვით – რა არის ღირსეული (გამრჯე) ქალი ქმრისათვის? = სამკაული
რამდენგზის უნდა მივუტევოთ ჩვენს ძმას, ჩვენს წინააღმდეგ თუ შესცოდა? = 490
ვინ უთხრა თავის ცოლს: �…განა ათ შვილს არა ვჯობვარ შენთვის?� = ელკანამ
რომელი მცენარის თესლია �ყოველგვარ თესლზე მცირე, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდ ხედ იქცევა� = მდოგვი
რომელი მცენარის მშვენიერება შეადარა იესომ მეფე სოლომონის შემოსილობას? = შროშანის

#17 ვიქტორინის შეკითხვებზე სულ მხოლოდ 11 პასუხი მივიღეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცირე რაოდენობა მოულოდნელია.

შეკითვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, იმათაც გაუჭირდებოდათ, ვინც ბიბლიას ყოველდღიურად კითხულობს.

ამ ერთ-ერთი ურთულესი ვიქტორინის შეკითხვებიდან ცხრაზე სწორი პასუხი რამდენიმე მონაწილემ გასცა, მხოლოდ ერთმა – ნორჩმა იოანა რუთ ბაქრაძემ კი ათივე შეკითხვას სწორად უპასუხა!
ძვირფასო ქალბატონო იოანა-რუთ! გილოცავთ და გელოდებით დაწესებული პრიზის – �ნარნიის ქრონიკების� მეორე წიგნის თქვენთვის გადმოსაცემად.

ამ ვიქტორინამ კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახვა დიდი განსხვავება ბიბლიის ტექსტის ცოდნის მხრივ ჩვენი საიტის სტუმრებს შორისაც კი. იგი ელემენტარულიდან (ან უფრო ნაკლებიდან :-)) ექსპერტულამდე მერყეობს.

ჩევნ ვცდილობთ, საიტი საინტერესო იყოს ყველა სტუმრისათვის. ამ მიზნით, მომავალ წელს, ვფიქრობთ საიტის ძირეულ რეორგანიზაცია / მოდერნიზაციას.

მანამდე კი ველით თქვენს წინადადებებს. როგორ გავაუმჯობესოთ ერთობლივად საიტი ისე, რომ იგი მართლაც ხელს უწყობდეს ღვთის სიტყვის მეტად გავრცელებას ქართულენოვან ადამიანთა შორის?

გთხოვთ ნუ დაიზარებთ ორიოდე სიტყვით აზრის გამოთქმას!

Read more

როგორია თქვენი აზრი?

ვფიქრობთ, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები დაგვეთანხმებიან, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლო წლებში გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა წიგნებს (კითხვას), ვიდრე ათი, ოცი … წლის წინ ეთმობოდა.

 

 

ამ ტენდენციამ გვაფიქრებინა, მოვამზადოთ და მომავალ წელს დავბეჭდოთ ისეთი გამოცემა, სადაც ტექსტი მინიმალური მოცულობით იქნება, ძირითად შინაარსს კი ნახატები გადმოსცემენ. ჩვენი ყურადღება David C. Cook Publishing Co-ს THE PICTURE BIBLE-მ მიიქცია, მითუმეტეს, რომ ილუსტრაციები ბევრი ჩვენგანისათვის ნაწილობრივ ნაცნობია: შესაძლოა, გახსოვდეთ, 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ინკოგნიტო გამომცემლის მიერ  უხარისხოდ გამოცემული მცირე ზომის წიგნი �ცხოვრება იესო ქრისტესი�. თუ მის ყდაზე მითითებულს ვენდობით, 250 000 წიგნი (!!!) დაბეჭდილა!

 

 

ამჟამად ლაპარაკია უფლებების მფლობელთან შეთანხმებით სრული �დასურათებული ბიბლიის� (800 გვერდი) ლეგალურ გამოცემაზე, მაღალი ხარისხის ბეჭდვით და კინძვით (სავრაუდო ფასი – 17 ლარი).

 

 

საჭაშნიკოდ, ამჯერად, მომავალი წიგნის ორ მოზრდილ ფრაგმენტს გთავაზობთ: ერთს – ძველი აღთქმიდან, მეორეს კი – ახალი აღთქმიდან.

 

გთხოვთ – ყურადღებით დაათვალიეროთ ისინი;

გთხოვთ – უპასუხოთ შეკითხვას ჩვენი საიტის თავფურცელზე (გამოკითხვა);

 

 

მადლიერი ვიქნებით, თუ მოგვწერთ თქვენს მოსაზრებებს და შენიშვნებს ამ საკითხზე (office@bible.ge).

Read more

ვიქტორინა #16-ის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინა #16-ის შეკითხვებზე ასეთია:

რომელ ქალაქთან იყო სავლე, როდესაც მას გამოცხადებაში უფალი ელაპარაკა? = დამასკო
რამდენჯერ იმოგზაურა პავლემ მისიონერული მიზნით რომისაკენ გამგზავრებამდე? = 3
რომელ კუნძულზე იქადაგა პავლემ თავის პირველ სამისიონერო მოგზაურობაში? = კვიპროსი
რა ერქვა მოგვს, რომელსაც პავლე კუნძულზე შეხვდა? = ელიმასი
ვინ განკურნა პავლემ ლისტრაში? = კოჭლი
რომელ ქალაქში მოხდა ლიდიას მოქცევა? = ფილიპი
ვის ჩაეძინა და მესამე სართულიდან გადავარდა, სანამ პავლე საუბრობდა? = ევტიქე
პავლეს პირადი ნივთებიდან რა გამოიყენა აგაბოსმა? = სარტყელი
რომელი ღმერთის სახელი უწოდეს ბარნაბას ლისტრაში? = ზევსი
როგორ ნათესავად ეკუთვნოდა ბარნაბას იოანე, მარკოზად წოდებული? = დისწული

შეკითხვებს ზუსტად ასე – ექვსმა მონაწილემ უპასუხა. გამარჯვებულები #16 ვიქტორინაში არიან (პასუხების მიღების თანმიმდევრობა დაცულია):

ჯოშუა ბაქრაძე

ჯონ დანიელ ბაქრაძე

იოსებ კალაძე

ლევან ჭიქინაშვილი

ლევან ჯულახიძე (julakidze?)

გიორგი მეხრიშვილი

კიდევ რამდენიმე მონაწილემ მხოლოდ ერთ შეკითხვას ვერ გასცა სწორად პასუხი.

თითოეულს 6 გამარჯვებულიდან შეუძლია ივნისის ბოლომდე, მოხერხებულ დროს, ჩვენს ოფისში მიიღოს პრიზი:

კ.ს. ლუისის (C.S. Lewis) �ნარნიის ქრონიკების� პირველი წიგნი – �ჯადოქრის დისწული� (ქართულად).

თუ რაიმე მიზეზით მოსვლა ჭირს, გთხოვთ შეგვატყობინოთ, რომ წიგნის მოწოდების რაიმე სხვა გზა ერთობლივად გამოვძებნოთ.

დიდი მადლობა ვიქტორინის ყველა მონაწილეს!
გისურვებთ წარმატებას ვიქტორინა #17-ში!

Read more

ახალი პირველიერარქი

საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წინამძღოლად, გუშინ, 12 მაისს, სიდნეისა და ავსტრალია-ახალზელანდიის 60 წლის არქიეპისკოპოსი, ილარიონი აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ წინა ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ლავრი ა.წ. 16 მარტს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საინტერესოდ მოგვეჩვენა ერთი აზრი, რომელიც მისმა მაღალუსამღვდელოესებამ ინტერნეტ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდასათვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა:

– უძველეს საეკლესიო ტრადიციებში თუ რამეს შეცვლა ხდება საჭირო, ეს დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს.

არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ქალს შარვალი აცვია თუ არა.

– ჩემი აზრით, მაგალითად, მომწიფდა აუცილებლობა ლოცვების თარგმნისა სლავურიდან რუსულ ენაზე. ბევრ ადამიანისათვის უცხოა ძველი ენა, და შედეგად, ღმერთთან ურთიერთობის არც საიდუმლოებები, არც აზრი მათ არ ესმით.

Read more

ძვირფასო ბიბლიის მეგობრებო!

პირველ რიგში, დიდი ბოდიში ვიქტორინა #16-ის დაგვიანებით გამოქვეყნებისათვის, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემით ჩვენს სერვერზე. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ უკიდურესად იშვიათად მოხდება მომავალში.

მე-15 ვიქტორინის საკმაოდ იოლ შეკითხვებს შორის იყო ერთი, რომელის პასუხიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.  შეგახსენებთ, რომ შეკითხვა ასეთი იყო:

�რომელ მღვდელმთავართან წაიყვანეს იესოს შემპყრობლებმა იგი თავდაპირველად?�

მათე 26:57  ამბობს – �მღვდელმთავარ კაიაფასთან�.
მარკოზი 14:53  – �მღვდელმთავართან�,
ლუკა 22:54 � �მღვდელმთავრის სახლში�;
იოანე 18: 13 �  �და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს.�

ლოპუხინის �ტოლკოვაია ბიბლია� ამის თაობაზე განმარტავს, რომ  იოანე მახარობელი უფრო ზუსტ ცნობას იძლევა. ანა თავადაც იყო მღვდელმთავარი 6-15 წლებში ქ.შ., შემდგომ კი  მღვდელმთავრის სახლში ცხოვრობდა;

ეს მოსაზრება, შესაძლოა, ბევრისათვის სადავო იყოს.  ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ ყველამ, ვინც პასუხში �ანა� ან �კაიაფა� მონიშნა, სწორად უპასუხა ვიქტორინის ამ შეკითხვას;

ამის გათვალისწინებით, იმ მონაწილეთა სია, ვინც ვიქტორინის ყველა შეკითხვას სწორი პასუხი გასცა (პასუხის გამოგზავნის დროის თანმიმდევრობით) ასეთია:

ლევან ჭიქინაშვილი

ანა ქრისტესაშვილი

ნუგზარ ბარდაველიძე

გიორგი მეხრიშვილი

თეა შავერდაშვილი

თამილა ბექაური

დათო რუსია

ჯონ დანიელ ბაქრაძე

ჯოშუა ბაქრაძე

ნინო ?????

თამუნა შეყილაძე

გიორგი შარაბიძე

გიორგი აბულაშვილი

ვასო ელის

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ვიქტორინაში რამდენიმე სასკოლო ასაკის ახალგაზრდის მონაწილეობა.
აი, ამონარიდი ერთი მათგანის, ჯოშუა ბაქრაძის კომენტარიდან: �თუ შეიძლება უფრო რთული შეკითხვები დასვით…� ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მონაწილის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს უნდა ვენდოთ და მისი ასაკი მხოლოდ …. 8(!!!)  წელია!
ვფიქრობთ, რომ მორიგი (#16) ვიქტორინის ზოგიერთი კითხვა ბიბლიის ნორჩ მეგობარს იოლად არ მოეჩვენება 🙂

განსაკუთრებული მადლობა ნორჩ ჯოშუას და ვიქტორინის ყველა სხვა მონაწილეს.

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ვიქტორინის პირობებში ამჯერად ცოტაოდენი ცვლილება შევიდა.

გისურვებთ წარმატებას!

Read more

ვიქტორინა #14-ის შედეგები

სწორი პასუხები ვიქტორინა #14-ის შეკითხვებზე ასეთია:
პირველად რა სასჯელი მოუვლინა ღმერთმა ეგვიპტეს? = წყალი სისხლად იქცა
რომელი გამოსახულება აქციეს ისრაელიანებმა თავიანთ კერპად? = ოქროს ხბო
რომელი ცხოველი ელაპარაკა ბალაამს? = ვირი
რით მოკლა იაყელმა სისერა? = კარვის პალოთი
რა იპოვა სამსონმა მოგვიანებით მის მიერვე მოკლულ ლომში? = თაფლი
ვის მიჰქონდა გვალვის პერიოდში ელიასათვის საჭმელი? = ყორანს
ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ბრძანებისამებრ ნინევეში წასულიყო, საით გაემართა იონა? = თარშიშისაკენ
რა დრო გაატარა იონამ დიდი თევზის სტომაქში? = 3 დღე
რა პროდუქტები მოგროვდა 5000 კაცის გამოსაკვებად? = 5 პური და 2 თევზი
რა დაეხმარა პავლეს და სილას ციხიდან თავის დახსნაში? = მიწისძვრა

როგორც წინა ვიქტორინაში(#13), ამჯერადაც ექვსი მონაწილისაგან მივიღეთ ყველა შეკითხვაზე სწორი.  ამჯერად ესენი იყვნენ:

თამილა ბექაური

დავით რუსია

თამაზ გელუტაშვილი

ლევან ჩიქინაშვილი

გიორგი აბულაშვილი

ქეთევან ბარდაველიძე

 

სიაში მონაწილეთა თანმიმდევრობა მათგან პასუხების მიღების თანმიმდევრობას ემთხვევა; შესაბამისად, წინა თვის გამარჯვებული ქალბატონი თამილა ბექაური იყო.
ვულოცავთ ქალბატონ თამარს პირველ გამარჯვებას!

დიდი მადლობა ვიქტორინის ყველა მონაწილეს! განსაკუთრებით მათ, ვინც თავიანთი კომენტარებით რჩევა მოგვცა, აზრი გამოთქვა, ან გაგვამხნევა.
გისურვებთ წარმატებებს!..

Read more

ვიქტორინა 12-ის შედეგები

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი ექვსმა მონაწილემ გასცა; მათ შორის პირველი დავით რუსია იყო.

ვულოცავთ ბატონ დავითს პირველ გამარჯვებას!

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს! განსაკუთრებით მათ, ვინც თავიანთი კომენტარებით რჩევა მოგვცა, აზრი გამოთქვა, ან გაგვამხნევა.

გისურვებთ წარმატებებს!..

Read more