995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

გილოცავთ ბზობას!

როგორც სჩანს, ვიქტორინა #3 მართლაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი მკითხველებისათვის. მივიღეთ მხოლოდ 3 (!) წერილი პასუხებით.

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხი მხოლოდ ლევან ჭიქინაშვილმა გასცა.

ბატონ ლევანს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს პრიზის მისაღებად (ტელ. 37 67 46).

ყველა სხვა მონაწილეს კი ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ ვიქტორინებში!

 

ვიქტორინის #3-ის კითხვები სწორი პასუხებით და რამდენიმე კომენტარით:

რას არის სეპტუაგინტა? = ბიბლიის ბერძნული თარგმანი
რომელი იყო ისრაელის ბოლო მსაჯული, რომელმაც ისრაელის ორ მეფეს ცხო ზეთი? = სამუელი
რომელმა ადამიანმა იცოცხლა ყველაზე დიდხანს ბიბლიის მიხედვით? = მათუსალამ
ბიბლიის მიხედვით – ვინ იყო დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთაგან ყველაზე თავმდაბალი? = მოსე (რცხ. 12:3)
რომელი მოციქული არ ესწრებოდა იესო ქრისტეს ფერიცვალებას? = ანდრია (ლუკა 9:28)
რამდენი მოციქულის მიერ დაწერილ წერილებს ვიცნობთ ჩვენ, როგორც �საყოველთაო წერილებს�? = 4 მოციქულის
ახალი აღთქმის რომელ წიგნშია ახალი აღთქმის ყველაზე გრძელი თავი? = ლუკას სახარებაში
რომელ სახარებაშია აღწერილი წყლის ღვინოდ გადაქცევის სასწაული გალილეის კანაში? = იოანეს სახარებაში
რომელ კუნძულზე იყო გადასახლებული იოანე მოციქული როდესაც მან იხილა �გამოცხადება იესო ქრისტესი�? = პატმოსზე
რომელი ეკლესია არაა ნახსენები �გამოცხადების� წიგნში? = ანტიოქიის

Read more

ალექსანდრე ივანოვის 200 წლისთავი

დიდი რუსი მხატვრის – ალექსანდრე ივანოვის (1806 � 1858) დაბადებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში.
ამ გამოფენის მთავარი შემადგენელი ნაწილია �ბიბლიური ესკიზები� – მხატვრის შემოქმედებითი ბიოგრაფიის დამაგვირგვინებელი აკორდი.

ალექსანდრე ივანოვი ცნობილია, როგორც ავტორი ერთი-ერთი ყველაზე გრანდიოზული ჩანაფიქრისა რუსულ ხელოვნებაში – ტილოსი �ქრისტეს გამოცხადება ხალხის წინაშე�

გამოფენა იმუშავებს 2007 წლის 29 აპრილამდე.

Read more

ახალი გამოცემა ბავშვებისათვის!

ბიბლია ბავშვებისათვის

წინა წლების საბავშვო გამოცემების გამოცდილება ადასტურებს პატარების დიდ ინტერესს ილუსტრირებული ბიბლიური ისტორიების მიმართ. მომზადდა და გამოიცა მორიგი ასეთი გამოცემა.

ბიბლიური საზოგადოება მოწადინებულია მოამზადოს საბავშვო გამოცემა ქართველ მხატვართა ილუსრაციებით ბიბლიურ სიუჟეტებზე. სიამოვნებით განვიხილავთ წინადადებს ამ მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზე.

Read more

ყურადღება!

საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში. სრული ვერსი ამუშავდება 2006 წლის 1 დეკემბრიდან.

ბოდიში დროებითი გაუმართაობისათვის!

Read more

ვებ საიტი

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ვებსაითის ამუშავებით საშუალებება გვეძლევა მეტ ადამიანს გავუადვილოთ ბიბლიისთან ურთიერთობა, დავახმაროთ წიგნთა წიგნის აღმოჩენაში,  უკეთესად გავიგოთ მკითხველის მოლოდინი და საჭიროებანი. მოგვიანებით ამუშავდება საითის ინგლისურენოვანი ვერსია.

გთხოვთ,  მოგვწეროთ თქვენი შთაბეჭდილებების და სურვილების შესახებ – როგორ გავაუმჯობესოთ ვებ-საითი, რა ინფორმაციის ნახვას ისურვებდით მომავალში. შევეცადოთ ერთობლივი ძალებით მოვძებნოთ პასუხები იმ კითხვებე, რომელიც  დაიბადება ბიბლიის კითხვისას.v

Read more