995 599 51 06 19
help@borntogive.com

Blog

მეორედ დაბადება!

ძვირფასო სტუმრებო!

ბოდიში ჩვენი საიტის რამდენიმე დღიანი გათიშვის გამო.

აი რა ხდებოდა:

25 -ში “კაუკაზუსისაგან”, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ჩვენი საიტის “ჰოსტინგი”, მივიღეთ გაფრთხილება, რომ 26-ში სერვერი რამდენიმე საათით გამოირთვებოდა. “რამდენიმე სააათი” გაგრძელდა კვირაზე მეტხანს, შემდეგ კი მობოდიშების გარეშე,  გამოცხადდა, რომ რადგანაც მათ სერვერზე სიტუაცია შეიცვალა, ჩვენც არსებითად უნდა შეგვეცვალა ჩვენი საიტის ტექნიკური მხარე.

რა თქმა უნდა, თავსმოხვეული ზედმეტი სამუშაოების შერულების პერსპექტივა ვერ იყო მიმზიდველი.

ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ:

დღეიდან ჩვენი საიტი გაცილებით უფრო საიმედო სერვერზე ბინადრობს ევროპაში. გარდა საიმედობისა, მეტი შესაძლებლობები გვაქვს საიტის მართვისა, რათა იგი უკეთ ემსახუროს ყველა ვიზიტორს.

ჩვენი ვიქტორინის მონაწილეთა საყურადღებოდ!

ჩვენი ვიქტორინის მორიგი, მე-7 ტურის კითხვები პარასკევს, 10 აპრილს გამოქვეყნდება. გავაგრძელებთ იგივე გეგმით, რაც თავიდანვე იყო დაგეგმილი.

ველით თქვენს პასუხებს და გისურვებთ წარმატებებს!

Read more

ვიქტორინა #19. ტური 5.

სწორი პასუხები მე-5 ტურის შეკითხვებზე მცირეოდენი კომენტარებით:

რომელი ცხოველია ნახსენები ყველაზე უფრო ხშირად მთელს ბიბლიაში? = ცხვარი
რა იარაღით გამოვიდა ფილისტიმელი გოლიათი დავითთან საბრძოლოდ? = ხმლით, შუბითა და ფარით (1მეფ.17:45)
ბიბლიის რამდენი წიგნია წოდებული ქალის სახელის მიხედვით? = 2 ან 3 (ესთერი, რუთი) არაკანონიკური წიგნებით +1(ივდითი)=3 ; ორივე პასუხი – 2 ან 3 ჩაითვალა სწორად.
რა სამწლიანი ნიშანი მისცა უფალმა სასწაულად ეგვიპტესა და ქუშის ქვეყანას (ეთიოპიას)? = ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი (ესაია 20:3)
როგორ დაისაჯნენ პატარა ბიჭები, ელისე წინასწარმეტყველს რომ დასცინოდნენ? = დათვებმა დაფლითეს (3მეფ. 2:24)
როგორ უნდა გადაეხადა პეტრეს თავისი და იესოს წილი ტაძრის ხარკი? = დაჭერილი თევზის პირში ნაპოვნი ფულით (მათ.17:27)
ვინ აირჩა მოციქულად იუდას ისკარიოტელის ნაცვლად? = მათიასი (საქ.1:26)
ვინ გამოსახა მხატვარმა თავის ნამუშევარში მარცხნიდან პირველ ფიგურად? = სარა (დაბ. 18)
რა ნიშანი მიუთითა ანგელოზმა მწყემსებს, ყრმა რომ ეპოვათ? = იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს (ლუკ. 2:12)
რომელ არაბულ სახელმწიფოშია პროცენტულად ყველა დანარჩენზე მეტი ქრისტიანი? = ლიბანი

5 ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

დათო რუსია  26
როზა აგაჯანიანი  25.5
ვიკა კაზარიანი  24.5
მიხეილ კრუპიცკი  24.5
დაჩი პაპაშვილი  24
თემო ხაინდრავა  23 (+?)
თამილა ბექაური  22
ნიკა ხუბაშვილი 14
ესთერ დადიანი 7
ილია ზაალიშვილი 7
ეკა ხორბალაძე  7
გურამ ჩახვაზე 5
სულხან ბაზერაშვილი 7
გიორგი გოგოჭური  7
დათო დავითაშვილი 7
რატი ნოსელიძე  6
ნუგზარ ბარდაველიძე 5
ლევან ყალაგაშვილი 5
მარიამ ნუცუბიძე 4
გიორგი სიყმაშვილი 4
პაპუნა ჩივაძე 4
ანა ბერიძიშვილი  3
რობა მახარაშვილი 3
ლიზი მესხი  2
ანი ყალიჩავა  1

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას მორიგ ტურში!

Read more

ვიქტორინა #19. ტური 4.

წინა ტურის ორ შეკითხვაში გაიპარა ტექნიკური წუნი: ერთ შეკითხვაში არ იხსნებოდა ნახატი, მეორე კი არასწორად იყო ფორმულირებული. ამის გათვალისწინებით, შეფასდა შეკითხვები დანარჩენ 8 კითხვაზე. ორი შესწორებული შეკითხვა კი გადავიდა მე-5 ტურში.

გარდა ამისა, სამწუხაროდ, ბატონ თემო ხაინდრავას პასუხები მივიღეთ ისეთი სახით, რომ მათი წაკითხვა ვერ შევძელით.

სწორი პასუხები მე-4 ტურის შეკითხვებზე მცირეოდენი კომენტარებით:

როგორ ჩავიდნენ ბეთლემამდე მარიამი და იოსები? = არ არის ცნობილი
რა ცხოველებისთვის იყო განკუთვნილი სადგომი, სადაც იესო იშვა? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
რომელი მხარიდან იყვნენ მოგვები, რომლებიც მოვიდნენ, როცა იესო იშვა? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
(მათ. 2:1 ამბობს, რომ მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან, მაგრამ არსად არ არის ნათქვამი, რომელი მხრიდან იყვნენ ისინი)
რა ნიშანი მიუთითა ანგელოზმა მოგვებს, ყრმა რომ ეპოვათ? = არც ერთი ჩამოთვლილთაგან

რა სიტყვებით აქებდა ღმერთს ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი? = დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და დედამიწაზე მშვიდობა…  (ლუკ. 2:14)
რა არის ახალ აღთქმაში ნახსენები მური? = ნელსაცხებელი წესის მიხედვით დამარხვისათვის
რამდენი მოგვი მოვიდა იერუსალიმში აღმოსავლეთიდან? = ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი
ბიბლიის მიხედვით – ნამდვილად ერთზე მეტი. ფიქრობენ, რომ სამი – სამი ძღვენის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

ვისი ბრძანების გამო წავიდნენ მარიამი და იოსები ბეთლემში? = ავგუსტუს კეისრის (ლუკ. 2:1)
ყრმა იესო ეგვიპტეში აღმოჩნდა იმის გამო, რომ: = ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა წაეყვანა ყრმა ეგვიპტეში (მათ. 2:13)

ყოველივე ამის გათვალისწინებით, 4 ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

ნიკა ხუბაშვილი 14
დათო რუსია  16
დაჩი პაპაშვილი  16
თემო ხაინდრავა  14
ლიზი მესხი  2
ილია ზაალიშვილი 7
თამილა ბექაური  13
ეკა ხორბალაძე  7
გურამ ჩახვაზე 5
სულხან ბაზერაშვილი 7
გიორგი გოგოჭური  7
მიხეილ კრუპიცკი  16.5
როზა აგაჯანიანი  17.5
ვიკა კაზარიანი  16.5
ნუგზარ ბარდაველიძე 5
ანა ბერიძიშვილი  3
ანი ყალიჩავა  1
პაპუნა ჩივაძე 4
რატი ნოსელიძე  6
გიორგი სიყმაშვილი 4

გისრვეთ წარმატებას შემდეგ ტურებში!

Read more

დაუვიწყარი შეხვედრა

გუშინ, 26 იანვარს, უსინათლოთა კავშირის ცენტრში ბიბლიურმა საზოგადოებამ ბრაილის შრიფტით გამოცემული ოთხი სახარების პრეზენტაცია მოაწყო.

პროექტის განხორციელებაში დახმარება გერმანიის ბიბლიურმა საზოგადოებამ გაგვიწია. წიგნები ინგლისში დაბეჭდა ორგანიზაციამ �Compass Braille�.  ჯერ-ჯერობით, სულ 200 წიგნი დამზადდა (თითოეული სახარება ცალკე წიგნად, 50 ეგზემპლარი).

სამ-სამი კომპლექტი უსინათლოთა კავშირის და უსინათლოთა სკოლა-ინტერნატის ბიბლიოთეკებს გადაეცათ, დანარჩენი კი დამსწრეთ დაურიგდათ.

მასპინძლებმა საჩუქარი დიდი სიხარულითა და მადლიერებით მიიღეს. ვინაიდან რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა მსურველისათვის, მათ მოწიწებით ითხოვეს მსგავსი დახმარება მომავლისათვის.

საქართველოს ბიბლიური საზოგადოება მოწადინებულია უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა მსურველი უზრუნველყოს სახარებით.

ცნობისათვის: საქართველოში დაახლოებით 6000 უსინათლო ადამიანია, რომელთაგან მეათედს შეუძლია ბრაილის შრიფტის წაკითხვა.

Read more

ვიქტორინა #19.ტური 3.

ვინ დაარწყლულა აბრაამის მსახურის აქლემები მისი ლოცვის პასუხად? = რებეკამ (დაბ. 24)
როგორ გაამტკნარა მოსემ მწარე წყალი? = წყალში ძელი ჩააგდო (გამ. 15:25)
რომელი წინასწარმეტყველის სიტყვებია: �ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.� = ოსია (11:1)
რა ეგვიპტური რეალია არ არის ნახსენები ბიბლიაში? = პირამიდები
რომელი ქვეყანა არ არის ნახსენები ბიბლიაში? = ალჟირი
ბიბლიის მიხედვით უფსკრულის ანგელოზის სახელია: = აბადონი, აპოლიონი (გამოცხ. 9:11) (ყველა მონაწილემ, თუნდაც ერთ-ერთი ფორმის სწორად მითითებისას მიიღო 1 ქულა; სამმა მონაწილემ, ორივე სწორი ფორმის მითითებისათვის, თითოეულმა – დამატებით 0.5 ქულა )
სად მოინათლა იესო? = მდინარე იორდანე (მათ. 3:13)
როგორ წყალზე ელაპარაკა იესო სამარიელ ქალს წყაროსთან? = ცოცხალ წყალზე (იოან. 4:10)
როცა ფილიპე და ეთიოპელი საჭურისი ერთ წყალს მიადგნენ, რა თქვა საჭურისმა? = აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო? (საქმე 8:37)
ადამი და ევა ვინ არის ნამუშევრის ავტორი? = ლუკას კრანახი უფროსი

მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1 და 2 ტურში მე-3 ტურში ჯამი
ნიკა ხუბაშვილი 14 14
დათო რუსია 10 10
დაჩი პაპაშვილი 5 8 13
თემო ხაინდრავა 5 9 14
ლიზი მესხი 2 2
ილია ზაალიშვილი 4 4
თამილა ბექაური 6 6
ეკა ხორბალაძე 7 7
გურამ ჩახვაზე 5 5
სულხან ბაზერაშვილი 7 7
გიორგი გოგოჭური 7 7
მიხეილ კრუპიცკი 10.5 10.5
როზა აგაჯანიანი 10.5 10.5
ვიკა კაზარიანი 10.5 10.5

გისურვებთ წარმატებას მე-4 ტურში. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლი იქნება, როგორც თავდაპირველად მოგეჩვენებათ სხვადახვა მიზეზით განპირობებული სტერეოტიპების გამო.

Read more

ვიქტორინა #19.ტური 2.

ძველი აღთქმის რომელ შეყვარებულ გმირს მოეჩვენა შვიდი

წელი ერთ დღედ? = იაკობი (დაბ. 29:20)
რისი მიღება ურჩიეს ტიმოთეს მისი ხშირი ავადმყოფობის გამო?

ღვინის (1 ტიმ. 5:23)
რა პერიოდი მიუმატა უფალმა ხიზკიას დღეებს? = 15 წელი (ესა.

38:5)

რომელი სეზონია ახლოს, როცა ლეღვის რტოები დარბილდება

და ფოთლებს გამოისხამს? = ზაფხული (მათ 24:32)
ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან, რომელი არ არის

ნახსენები ბიბლიაში: = თხილი
ქვემოთ ჩამოთვლილი ფრინველებიდან, რომელი არ არის

ნახსენები ბიბლიაში: = ბატი

რომელი გამონათქვამი არ არის ბიბლიიდან? =

წინასწარმეტყველი დაფასებულია თავის სამშობლოში.

არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გამოთქმა �მგელი ცხვრის

ტყავში� სახარებიდან
მოვიდა. რომელი სახარებიდან? = მათე  (7:15)

ცნობილი ორატორიის – �მესია� ავტორი. სიცოცხლის ბოლოს

დაბრმავდა. დასაფლავებულია ლონდონში, ვესტმინსტერის

სააბატოში. = გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი

“იაკობის სიზმარი.” ვინ არის ნამუშევრის ავტორი? = მარკ შაგალი

2 ტურშიც, ჩვეულებრივთან შედარებით,  მონაწილთა  ნაკლები რიცხვი იყო. ამ ტურის შემდეგ დაგროვილი ქულები ასეა განაწილებული:

მონაწილე  ტური 1 ტური 2 ჯამი
ნიკა ხუბაშვილი 6 8 14
დათო რუსია 4 6 10
დაჩი პაპაშვილი 5 5
თემო ხაინდრავა 5 5
ლიზი მესხი 2 2
Read more

ვიქტორინა #19.

სწორი პასუხები (#19, ტური 1):

ბიბლიაში ნახსენები მუსიკალური ინსტრუმენტები სამ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. რომელი ჯგუფია ზედმეტი? = კლავიშიანი
რამდენი იგავი წარმოთქვა და რამდენი გალობა შეთხზა სოლომონმა?= 3000 იგავი და 1500 გალობა.   (3მეფ. 4:32)
რა სახელით იცნობდნენ თომა მოციქულს? = ტყუპისცალი (იოან.11:16)
ბიბლიის მიხედვით, ელია წინასწარმეტყველი იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც არ მომკვდარა. კიდევ ვინ ჩამოთვლილთაგან? = ენოქი (დაბ. 5:24)
აღმოსავლეთში ყველა სხვა წიგნზე ბოლოს ახალ აღთქმაში ჩართული იქნა: = იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
ეს მსახიობი მოსეს როლზე შეირჩა ბიბლიის ღრმა ცოდნისა და მიქელანჯელოს ცნობილ ნამუშევართან – მოსეს ქანდაკებასთან გარეგნული მსგავსების გამო. = ბენ კინგსლი
ამ ქვეყანაში ფილმზე �ქრისტეს ვნებანი� დასასწრები ბილეთები მხოლოდ ეკლესიებში ვრცელდებოდა და ფილმის ნახვის უფლება მხოლოდ ქრისტიანებს ჰქონდათ. = მალაიზია
კინოს ისტორიაში ამ ფილმს პირველი ადგილი უჭირავს წინასწარ დაჯავშნული ბილეთების რაოდენობის მიხედვით. = ქრისტეს ვნებანი
ეს ფილმი კინოს ისტორიაში ყველაზე მეტ ენაზე იქნა დუბლირებული: = იესო
ამ ფილმზე მუშაობის პროცესში გადამღები ჯგუფის ბევრი წევრი, მტკიცე ათეისტების ჩათვლით, ქრისტიანად მოიქცა. = ქრისტეს ვნებანი

შეკითხვები, როგორც სჩანს, ზედმეტად რთული აღმოჩნდა.
მიღებულია მხოლოდ 3(!) მონაწილის პასუხები!

სწორი პასუხების რაოდენობის შესაბამისი ქულების მინიჭების შემდეგ სურათი ასეთია:

ნიკა ხუბაშვილი 6 ქულა
დათო რუსია 4 ქულა
ლიზი მესხი 2 ქულა

ვფიქრობთ, რომ მეორე ტურის შეკითხვები შედარებით იოლია.
პირველ ტურში მოგროვებული არც ისე ბევრი ქულა ყველას უტოვებს შესაძლებლობას სწრაფად დაეწიონ წინწაწეულებს.
სცადეთ!

Read more

მსოფლიო სინოდი

კვირას, 7 ოქტომბერს ვატიკანში ოფიციალურად გაცხადდა კათოლიკე ეპისკოპოსთა მსოფლიო სინოდის ჩატარების შესახებ. პაპმა, ბენედიქტ XVI-მ, აუწყა ფორუმის თემა: �ღვთის სიტყვა ცხოვრებასა და ეკლესიის მისიაში�.

Read more

ძვირფასო მეგობრებო!

გულწრფელ ბოდიშს გიხდით ჩვენი საიტის ყველა სტუმარს მორიგი ვიქტორინის დაგვიანებით გამოქვეყნებისათვის.

ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს თვეში დატრიალებულმა უბედურებებმა, ვფიქრობთ, თითოეულ ჩვენგანს შეაცვლევინა გეგმები, ხელი შეუშალა მათ რეალიზაციაში.

სათქმელი ზუსტად თქვა ერთმა ჩვენმა შორეულმა მეგობარმა თავის წერილში: �მთავარია ჩვენ არ ვუღალატოდ ღმერთის სიყვარულს და იგი მის მოყვარულს არასოდეს არ მიატოვებს.”

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ მორიგი ვიქტორინის ჩატარების ახალ წესს. მისი გაჩენა იმან გამოიწვია, რომ არსებული წესი ვერ არის მარჯვე და სამართლიანი.

გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზით, რომელიც, დაგვერწმუნეთ, სასურველი იქნება ბიბლიის ყველა მოყვარულისათვის.

Read more

ვიქტორინა #18.

კითხვები სწორი პასუხებით, შესაბამისი ადგილის მითითებით:

ესაიას მიხედვით, უკანასკნელი დღეების განკითხვისას, ვის დაუყრის კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს? = თხუნელებსა და ღამურებს (ესაია 2:20)

რას არის შედარებული იგავებში უგუნური ქალის სილამაზე? = ოქროს რგოლს ღორის დინგზე (იგავ. 11:22)

რომელი მეფის დროს შემოჰყავდათ ისრაელში ფარშევანგები? = სოლომონის (3მეფ. 10:22; 2ნეშთ. 9:21)

რა თქვა იესომ, ორი რომელი ფრინველი იყიდება ერთ ასარად? = ბეღურა (მათ. 10:29)

რომელი ცხოველი არ მოიხსენიება ბიბლიაში? = კატა

რომელ წიგნშია ნათქვამი �მკვდარი ბუზი ამყრალებს, ადუღებს მენელსაცხებლის ზეთს.� = ეკლესიასტე (10:1)

რომელი ცხოველი სჯობია მკვდარ ლომს? = ცოცხალი ძაღლი (ეკლ. 9:4)

რომელ ცხოველებს მიაგავდა გამოცხადების წიგნის მიხედვით გველეშაპის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული? = ბაყაყებს (გამოცხ. 16:13)

ვისზე თქვა იესომ: �წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს …� = ჰეროდე (ლუკ. 13:32)

რომელი ცხოველების ტყავისაგან უნდა გაკეთებულიყო საფარველი კარვისათვის? = წითელი ვერძი და მაჩვი (გამ. 26:14)

 

ყველა შეკითხვაზე სწორი პასუხები გამოგზავნეს:

 

ეკატერინე ხორბალაძემ

დავით კიკილაშვილმა

ირმა ჯაიანმა

კიდევ ხუთმა მონაწილემ 9 შეკითხვას გასცა  სწორად პასუხი.

წესების შესაბამისად, გამარჯვებულად ქ-ნი ეკატერინე ხორბალაძე ცხადდება, რომლის პასუხებიც სხვებზე ადრე მივიღეთ.

 

გილოცავთ, ქალბატონო ეკატერინე!

Read more